ეს ყველამ უნდა იცოდესმედიცინა

დიაბეტი ბავშვებში

ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება I ტიპის დიაბეტი – ინსულინდამოკიდებული. რაც  ორგანიზმის იმუნური სისტების არასწორ მუშაობას ნიშნავს. რატომ ჩნდება ეს დაავადება, ხშირად აუხსნელია და რისკფაქტორებად ასახელებენ გენეტიკურ მიდრეკილებას, სტრესებს, სიმსუქნეს, ასევე გადატანილ ვირუსულ ინფექციებს , წითელას.

დაავადების ნაადრევ სტადიაში გამოვლენა გაცილებით ეფექტურს ხდის მის მკურნალობას. ამიტომ ენდოკრინოლოგი გვირჩევსმშობლებს, ნებისმიერ მცირე ნიშანსაც კი მიაქციონ ყურადღება. სამწუხაროდ, საწყის სტადიაზე, სანამ ინსულინის გამომმუშავებელი უჯრედების დანგრევის პროცესი მიმდინარეობს, გამოვლინებები თითქმის არ არი. საწისი ნიშნებია:

1.  გაძლიერებული წყურვილი და  ძალიან  ხშირი შარდვა.

2. ტკბილეულზე გაძლიერებული მოთხოვნა.

3. ჭამის შემდეგ მოთენთილია და ნაკლებ აქტიური.

4. მადის მკვეთრად მომატება და დაუკმაყოფილებელი შიმშილის გრძნობა.

5. მიუხედავად გაძლიერებული მადისა, წონაში კლება.

პირველი ტიპის დიაბეტს სჭირდება ინსულინის რეგულარული და აუცილებელი მიწოდება ინიექციის ან აბების სახით. ექიმები გვაფრთხილებენ:   პირველივე ნიშნების გაჩენისას, რომლებიც დიაბეტზე დაგაეჭვებთ, დაუყონებლივ ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ.  ჯანმრთელობას გისურვებთ <3

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

აგრეთვე იხილეთ

Close