მთავარი ბლოკიმოდაშოუ-ბიზნესი

დიდი დაპირისპირება მოდის სფეროში – ვინ ვის კლავს და ვინ ვის…

Golden Brandბიჭების სილამაზის კონკურსის შესარჩევი კასთინგის პირველი ტურის შემდეგ კონკურსის ორგანიზატორს გიორგი მასხულიას პროექტის იდეის ავტორი და ჟიურის თავჯდომარე, ასევე სხვა წევრები დაუპირისპირდნენ, დაპირისპირების მიზეზი კი კონკურსის დოკუმენტაციასთან ერთად ის თანხები გახდა რასაც კონკურსის ორგანიზატორი კონკურსში მონწილეებისგან ითხოვდა. ჟიურის ყოფილი თავჯდომარე თაკო ვარშალომიძე აცხადებს , გიორგი მასხულია არა კანონიერი გზით ითხოვდა კონკურსანტებიდან დამატებით თანხებს.  რაზეც გიორგი მასხულია პასუხობს, რომ მას კონკურსის წესდებაში ნათლად უწერია მოთხოვნილი  თანხების მიზანმიმართულება, თაკო ვარშალომიძემ გიორგი მასხულიას თაღლითი უწოდა. ამის გარდა სადაო თემა კონკურსის იდეის და პროექტის ავტორის ვინაობაც გახდა , რის გამოც მეორე ტური ჩაიშალა.

გიორგი მასხულია: სამართლებრივად „მის და მისტერ გოლდენ ბრენდის“ ჟიურის წევრები დამფუძნებლებს უნდა დაენიშნათ,  ხოლო რაც შეეხება მედავითნე თამუნა ვარშალომიძეს , ნიკა  ჭავჭავაძეს და შოუ-ბიზნესიდან ათასჯერ გაგდებულ გიორგი ხაჭაპურიძეს  ჩემთვის გაუგებარია საიდან მოხვდნენ ჟიურიში. როგორც მოგვიანებით ჩემთვის გახდა ცნობილი ესენი ყოფილან ეგრეთ წოდებული იდეის ავტორის ინგა სიორიძის მიერ მოყვანილი ადამიანები, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.  ესენი იყვნენ თვითმარქვია ჟიურის წევრები, სწორედ მათი შემხედვარე რამოდენიმე ჟიურის წევრმა დატოვა კონკუსი რადგან მათთან ერთად ჟიურიში ჯდომა არ არ ისურვეს. ამ გაუგებრობამ ჩაშალა კონკურსის მეორე ტური. გაცოფებულებმა უამრავი ცილი დამწამეს და ამის გამო მე ვგეგმავ სასამართლოს სარჩელით მივმართო. – ამბობს მასხულია.

ინგა სიორიძე , თამუნა ვაშალომიძე და ნიკა ჭავჭავაძე აცხადებენ , რომ გიორგი მასხულიას არ აქვს ამ კონკურსის ჩატარების უფლება. თუმცა საპასუხოდ გიორგი მასხულია საჯარო რეესტრში გატარებულ დოკუმენტაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კონკურსის ჩატარების ულება გიორგი მასხულიას და ვანდა მასხულიას აქვთ.

საყურადრებოა ის ფაქტიც , რომ ახალი ორგანიზატორები ინგა სიორიძე თაკო ვაშალომიძე , ნიკა ჭავჭავაძე, გიორგი ტატანაშვილი და გიორგი ხაჭაპურიძე სამოდელო სააგენტო „ირაკლიონთან“ ერთად განახორციელებენ….

იგივე სახელწოდებით კონკურსს „მის და მისტერ გოლდენ ბრენდის“ დამფუძნებელი გიორგი მასხულიაც ჩაატარებს, რომელსაც ზალიკო ბერგერთან ერთად მომღერალი ნინა წკრიალაშვილი გაუწევს ორგანიზებას.

სოსო კავკავაშვილი

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები