განათლება

დიდ საერთაშორისო ონლაინ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ქართველმა მოსწავლეებმა მეორე ადგილი დაიკავეს

გუშინ, 4 მარტს, გაიმართა დიდი საერთაშორისო ონლაინ ოლიმპიადა ინფორმატიკაში მოსწავლეთათვის (“InfO(1) CUP”), რომელშიც ევროპის, აზიისა და აფრიკის 23 ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ (თითო გუნდში 4 მოსწავლეა). საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 1 ოქროს (ალექსანდრე ხოხიაშვილი) და 3 ვერცხლის მედალი (გიორგი კლდიაშვილი, ვანო გამეზარდაშვილი, ნიკა ბირკაძე) აიღო. დღეს დავაჯამე ცალკეული ქვეყნის პირველი გუნდების შედეგები და ამ მაჩვენებლით საქართველო მეორე ადგილზე აღმოჩნდა პოლონეთის შემდეგ. გთავაზობთ გუნდების მიერ დაგროვებულ ქულებს და ანალიზი თავად გააკეთეთ:
პოლონეთი – 1131
საქართველო – 962
ბულგარეთი – 943
ხორვატია – 942
საფრანგეთი – 907
ირანი – 903
რუსეთი – 814
ბელარუსი – 800
იტალია – 793
ყაზახეთი – 758
უკრაინა – 715…
სხვებს უფრო დაბალი შედეგები აქვთ.
ვულოცავ ყველას ამ მშვენიერ შედეგს!!!!!

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *