ისტორია

დრო როცა ვაკელები ითხოვდნენ ისინი ქალაქის ნაწილად ეღიარებინა თფილისს! – ვაკელების თხოვნა

ვაკელების თხოვნა

მიდამო ვაკეს მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს თფილისის გუბერნატორს. ისინი აცხადებენ, რომ 1905 წელს ქალაქის გამგეობა შეეკითხა მათ: “სურთ თუ არა, რომ ვაკე შეერთებულ იქნას თფილისზეო”. მათ თანხმობა გამოუცხადებიათ იმ პირობით, თუ ქალაქი ვაკელებს ისეთივე ყურადღებას მიაქცევს, როგორც ქალაქის სხვა ნაწილებს და ისინი მოკლებულნი არ იქნებოდნენ იმ გაუმჯობესებას, რითაც სხვები სარგებლობენ. ქალაქის გამგეობა დათანხმდა და 1906 წ. იანვრიდან მიწერილ იქნა ქალაქზე. 4 წელი გავიდა მას შემდეგ და ქალაქს სრულებით არაფერი არ გაუკეთებია, მიუხედავად მრავალი თხოვნისა. ამიტომ ისინი სთხოვენ გუბერნატორს აიძულოს ქალაქის გამგეობა რომ 1) ვაკეში გაყვანილ იქნას წყალი, კანალიზაცია, დადგან ფარნები, გააკეთონ ქვაფენილები, 2) განთავისუფლებულ იქნან ისინი მეეზოვეების დაჭერის მოვალეობიდან, სანამ მათი შემოსავალი აიწეოდეს, 3) უფლება მიეცეს მათ იყოლიონ მათ თავისი წარმომადგენელი ქალაქის საბჭოში და 4) თუ ყველა ამეებზე ქალაქი უარს იტყვის, იმ შემთხვევაში გამოყოფილ იქნას ვაკე ქალაქიდან.

თბილისი იყო ურთიერთობა!

Fact2.ge

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები