მედიცინა

დუკანის დიეტა და მისი მავნებლობა ორგანიზმისათვის

დუკანის დიეტა, როგორც კარგი გასახდომი საშუალება, მაგრამ ჯანმრთელობისათვის საშიში

www.fact2.ge – პაატა წამალაშვილი

ფრანგი დიეტოლოგის, პიერ დუკანის დეტა 2000 წელს გამოჩნდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი ეფექტით, თუმცა მედიცინის კუთხით აღნიშნული კვება საზიანოა.

ამ დიეტას ცილოვან დიეტასაც უწოდებენ, რადგანაც ამ დროს ადამიანის საკვების 95%-ზე მეტი ცილაა, რაც ძალიან ცუდია. დიეტის პირველ ფაზაში (7 დღე) შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერ სახით საკვები, რომელიც მხოლოდ ცილებისაგან შედგება, ანუ ვიღებთ მხოლოდ პროტეინებს და არ ვიღებთ არც ნახშირწყლებს, არც ცხიმებს? ან თუ ვიღებთ მხოლოდ 5 %-ს? ეს ასე არ უნდა იყოს, ნახშირწყლები წარმაოდგენენ ორგანიზმის ენერგიის  წყაროს, ცხიმები კი ენერგიის მარაგს, ორივე აუცილებელია. შესაბამისად დუკანის დიეტის დაცვის დროს ადამიანებს ხშირად აქვთ ძილიანობა, ადვილად იღლებიან და ვერ გრძნობენ ენერგიას.

მართალია დუკანის დიეტას სხვადასხვა ფაზებში ბოსტნეულიც ემატება, მაგრამ ეს დიეტა მაინც ცილოვანია, ადამიანმა კი კვების დროს არათუ მეტი ან ნაკლები, არამედ საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოს ცილაც, ცხიმიც და ნახშირწყალიც.

აღნიშნული დიეტის მკაცრი წესია ჭამის დროს წყლის დალევა, რაც აბსოლიტურად ეწინააღმდეგება ჯანმრთელი კვების პრინციპს, ვინაიდან წორი კვების დროს წყალი არ შეიძლება, რადგან კუჭის წვენს შეუფერხებლად მოქმედების საშუალება ჰქონდეს და მასში არ შეერიოს სხვა, დიდი რაოდენობით სითხე. სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა დიეტის თუ ჩვეულებრივი კვების დროს, მაინც სვამს წყალს, საბედნიეროდ კუჭი საკმაოდ მდგრადი ორგანოა და ეს ყველაფერი ზიანს ადვილად ვერ აყენებს, თუმცა ასეთი კვების პრინციპი ცუდია და ადამიანის წონაზე აისახება. საერთოდ ყველაზე სწორია წყლის დალევა ჭამამდე 20 წუთით ადრე და კვებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.

ზოგადად დიეტის დაცვის დროს აუცილებელია კომპეტენტური დიეტოლოგის კონსულტაცია და ის აუცილებლად გაითვალისწინებს, რომ დიეტის დროს ორგანიმზში სწორი მეტაბოლიზმი (ნივთიერებათა ცვლა) შენარჩუნებული იყოს. დუკანის დიეტის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტია სწორედ მეტაბოლიზმის რღვევა. გარდა ამ ყველაფრისა, ასევე იწვევს C ვიტამინის დეფიციტს, D ვიტამინი კი ოთხჯერ აჭარბებს ნორმას, რაც ძალიან ცუდია რესპირატორული ინფექციების წინააღმდეგ ორგანიზმის მდგრადობისათვის.

იმისათვის, რომ დავიკლოთ უნდა მივიღოთ ბურღულეული, მწვანილი, ხილი, კვერცხი, მოხარშული ხორცი, თევზი და ა.შ. ასევე ცხიმიც, ოღონდ ნორმალური რაოდენობის, უნდა დავიცვათ წლის ბალანსი, არ მივირთვათ საღამოს 7-8 საათის შემდეგ და ფიზიკურად უნდა ვიყოთ აქტიურები. გახსოვდეთ, ჯობია დიეტა ხანგრძლივი და ჯანმრთელი იყოს (ყველაზე სწორია კვირაში 1 კგ), ვიდრე სწრაფი და საზიანო, რადგან ასეთი ცილოვანი დიეტების შემდეგ მომატებაც ისევე ადვილად ხდება, როგორც დაკლება. უფრო კონკრეტულად ამაზეც დავწერ სტატიას.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *