ბლოგერებინინო ხაჩიძეპოლიტიკა

„დუმა“ მზრუნველი – ახალძველი “რკინის ფარდა”

ნინო ხაჩიძე

რაკი ტრაგედია მოხდა და ეგვიპტიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და ამ საქმეს ტერორისტების ძალისხმევის გარეშე არ ჩაუვლია, ხოლო, რადგან ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, მართალია, რფ-ის ფედეარციის საბჭო მოიწონა წინადადება ტუნისისა და ეგვიპტის მიმართულებით ფრენების აკრძალვის შესახებ. თუმცა „დუმამ“ მაინც დაიწუნა.
მაგრამ ამასობაში რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვის“ პირდაპირ ეთერში რფ-ის „დუმის“ კონსტიტუციური კანონმდებლობისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს აუწყონ სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც ისინი დასასვენებლად აირჩევენ.
და არც ის დაუმალავს, რომ რფ-ის „დუმაში“ ამ საკითხის გადაწყვეტაზე მსჯელობენ და ერთ-ერთ ვარიანტად გასამგზავრებელი ვიზების გაცემა მიაჩნიათ. ამ უკანასკნელში კი იგულისხმება ის, რომ გასამგზავრებელი ვიზების გაცემისას რფ-ის შესაბამისი სამსახურები მოქალაქეებს გააფრთხილებენ, თუ რა საფრთხე დაემუქრებათ მათ ამა თუ იმ ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა, რომ რფ-ელი ჩინოვნიკები ლამის დედას იფიცებენ, ქვეყნიდან გამგზავრების პრობლემა არავის შეექმნებაო, საქმეს ძველი ახალი „რკინის ფარდის“ დაბრუნების სუნი ასდის, რაც ნახევარი უბედურება იქნება (რადგან ქვეყანა მათია და უნდა რკინის ფარდას ჩამოუშვებენ და უნდა – აბრეშუმისას), მთავარია, ძველი ახალი მეთერთმეტე არმია არ მოგვადგეს ამ ჩვენს ისედაც ბედკრულ საზღვართან.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები