ბლოგერებიგოგი ლორთქიფანიძემთავარი ბლოკიპოლიტიკა

დღეს ცესკო-ში ოფიციალურად შევიდა განცხადება ახალი საარჩევნო ბლოკის – “ჩვენები – სახალხო პარტია” დარეგისტრირების შესახებ.

დღეს ცესკო-ში ოფიციალურად შევიდა განცხადება ახალი საარჩევნო ბლოკის – “ჩვენები – სახალხო პარტია” დარეგისტრირების შესახებ.

საარჩევნო ბლოკის “ჩვენები – სახალხო პარტიას” სუბიექტები არიან :
„დემოკრატიული განახლება- ჩვენი საქართველო გაბრწყინდება (ჩვენები)“ , თავჯდომარე ნინო სამადალაშვილი
და „სახალხო პარტია“ , თავჯდომარე მამუკა გიორგაძე

საარჩევნო ბლოკის “ჩვენები – სახალხო პარტია”

პრიორიტეტები: ეროვნული თვითმყოფადობა, ბიზნესის განვითარებაში სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობა, საგარეო პოლიტიკა ორიენტირებული განვითარებულ და დემოკრატიულ მსოფლიოში ინტეგრირებაზე, საქართველოს ინტერესების სრული დაცვით.

ფასეულობები: ტრადიციული და რელიგიური ღირებულებები; კანონის უზენაესობა; პიროვნების თავისუფლება; სოციალური სამართლიანობა

ამ განცხადებით ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას და ყველას მოგიწოდებთ ერთად ავაშენოთ ქართული სახელმწიფო!!! – განაცხადეს საარჩევნო ბლოკი “ჩვენები – სახალხო პარტიის” ლიდერებმა.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები