კრიმინალირეგიონებისაზოგადოება

დღეს 11 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულის სახლი მსხვერპლის ოჯახმა დაწვა

Untitledხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ ჩამომხრჩვალი 11 წლის მოზარდის ოჯახმა მის გარდაცვალებაში ბრალდებული მამაკაცის სახლი გადაწვა. შემთხვევა დაახლოებით 7 საათისთვის მოხდა.
დღესვე, გარდაცვლილის მამამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მოზარდი ძალადობის მსხვერპლი იყო, შემდეგ კი მოძალადემ ის ჩამოახრჩო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი მოწმეთა ჩვენებების და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს. “ის მოზარდზე ძალადობას აღიარებს, თუმცა სამართალდამცველები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან,“-აცხადებენ უწყებაში.

ინფორნაციას სააგენტო Top News ავრცელებსtopnews

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები