მთავარი ბლოკიშოუ-ბიზნესი

ევა გონს მოვიდა, თუმცა შორენა ბეგაშვილი ექიმებმა ნემსით გათიშეს!

უამრავი ვერსია გაჩნდა ევა ბარბაქაძის მე-5 სართულიდან გადმოვარდნის შესახებ, თუმცა ახლობლების თქმით გოგონა ფანჯრის რაფაზე დამჯდომი “სელფებს” იღებდა რადროსაც წონასწორობა დაკარგა და საკუთარი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.

eva barbaqadzeინფორმაცია რომელიც გავრცელდა ვითომ შეყვარებულთან ჩხუბის გამო სცადა თვითმკვლელობა სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ევას შეყვარებული რომელიც ყველა მისი თანაკლასელთან ერთად იაშვილის ბავშთა ცენტრალურ სავადმყოფოში იმყოფებოდა ამბობს რომ მას და ევას შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა მით უმეტეს დღეს.

არაოფიციალური ინფორმაციით ექიმები ამბობენ, რომ გოგონას მძიმე მოტეხილობები აქვს სხეულის სხვადასხვა ადგილებში რომელიც გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს რის გამოც სპეციალისტი თურქეთიდან ჩამოყავთ და მხოლოდ ამის შემდეგ (დილით) გახდება ცნობილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია რომელსაც ოფიციალურად გააცნობენ ჟურნალისტებს.

fact2.ge-სთვის (იქ ყოფნის პერიოდში) გახდა ცნობილი, რომ ევას მამა რომელიც კიევში იმყოფება უკვე გზაშია და ის საქართველოში გამთენიას ჩამოფრინდება.

რაც შეეხება თავად შორენა ბეგაშვილს მას ექიმებმა ძლიერი დამაშვიდებელი ნემსი გაუკეთეს მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო და ის გათიშული წევს პალატაში.

შორენას ნაცნობ-მეგობრების თქმით ის იმდენად ემოციურია, რომ თუ ნემსით არ გათიშავდნენ ვერ გადაიტანდა შვილის ამ დგომარეობას.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები