მთავარი ბლოკირელიგიასაზოგადოება

ეკა ხოფერიას ინტერვიუმ პატრიარქთან სრულიად საქართველო აალაპარაკა

xoferiaსაზოგადოების უდიდესი ნაწილი “ეკა ხოფერიას თოქ-შოუ“ს სოციალური ქსელით ეხმაურება და მადლობის სტატუსებს აქვეყნებენ.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქის ინტერვიუ და ზოგადად მთელი გადაცემა იმდენად საინტერესო იყო, რომ თვით ათეისტები და პატრიარქის მოწინააღმდეგე “კასტაც” კი ტელეეკრანებს მიაჯაჭვა.

უწმიდესის ინტერვიუ მნიშვნელოვანი იყო როგორც სრულიად საქართველოს თითოეული რიგითი მოსახლისთვის ასევე პოლიტიკური სპექტრისთვის – მან კითხვაზე: მიუმართავს თუ არა რჩევისთვის საქართველოს რომელიმე ხელისუფლებას მკაფიოდ განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევა არ ახსოვს, ასევე აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაიხსენა: ომი რომ დაიწყო მე არ ვიცოდი, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ ჩემთვის ეთქვათ  – ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის… – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

– მე მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ არ გაუტყდეს გული, ყველა განსაცდელი რაც გვაქვს გაივლის და ღმერთი გადმოგვხედავს ჩვენ მოწყალე თვალით. მე ასევე მინდა სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ, აუცილებლად უნდა ვიშრომოთ, აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, შური არ უნდა ვიძიოთ, შურს ვინც იძიებს იმისი ცხოვრება ცუდად მთავრდება, ბოროტება იკურნება მხოლოდ სიყვარულით და კეთილი საქმეებით, ერთმანეთს გავუკეთოთ სიკეთე შეიძლება ის ღირსიც არ არის იმ სიკეთის, მაგრამ ათმაგად შენ დაგიბრუნდება, ასე რომ გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს ადამიანი, გვიყვარდეს ერთმანეთი – დალოცვილი იყავით, დაგლოცოთ ღმერთმა. – ამ სიტყვებით მიმართა ერს და დალოცა პატრიარქმა სრულიად საქართველო!

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები