ეს ყველამ უნდა იცოდესკულინარიამეორეხარისხოვანი ბლოკისხვა

ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტი, რომლის გენმოდიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა

ბოლო დროს ძალიან გავრცელდა გენმოდიფიცირებულ მარცვლეულზე საუბარი. ბურღულეული კალორიული და ჯანსაღი საკვებია და ამიტომაც ჩვენთვის , განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის აუცილებელია. ბევრს საუბრობენ, რომ მარცვლეული შეიძლება გენმოდიფიცირებული იყოს, მაგრამ აღმოჩნდა ,რომ წიწიბურა ამ მხრივ გამონაკლისია.

წიწიბურა მიკროელემენტებს, სრულფასოვან ცილებს და ჩვენი ჯანმრთელობისთვის საჭირო და აუცილებელ ვიტამინებს შეიცავს. გარდა ამისა, წიწიბურას მოყვანის დროს პესტიციდები და სასუქები არ გამოიყენება. ის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა სასოფლო-სამეურნეო მცენარეა, რომლის გენმოდიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა.

მისი შეძენისას საჭიროა ვიცოდეთ, რომ ის სხვადასხვა ფერისაა. უფრო ახალი და ჯანსაღი ღია  მოყავისფრო- მოყვითალოა.  ყავისფერი ერთხელ მოხალულია უკვე, ხოლო  წიწიბურა თუ მუქი ყავისფერია, ეს ნიშნავს, რომ ბურღული ერთხელ დაძველდა უკვე და გასაახლებლად და სუნის გასაყვანად ხელმეორედ მოიხალა და შეიძლება არაერთხელ. ის ვადაგასულია და დაკარგული აქვს ყოველგვარი კვებითი ღირებულება. ამიტომ უნდა შევიძინოთ ღია ფერის წიწიბურა და უნდა მოვხალოთ, რადგან მოხალული მარცვლეული ბევრად  უფრო გემრიელია.

ჯანმრთელობას გისურვებთ  <3

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

აგრეთვე იხილეთ

Close