მთავარი ბლოკიშოუ-ბიზნესი

ესტრადის მომღერლები კორონოავირუსის წინააღმდეგ ახალი სიმღერით ერთიანდებიან

მომღერლები კორონავირუსის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს. აღნიშნული სიმღერის ჩაწერის იდეის ავტორი სოფო ბედიაა, მუსიკა ცნობილ კომპოზიტორ კაკი ბოლქვაძეს და სიმღერის ტექსტი კი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის.

სოფო ბედია: სიმღერის იდეის ავტორი გახლავართ, გადავწყვიტე ყველა მომღერალი შემეკრიბა და ძალიან კარგი, პოზიტიური სიმღერა ერთად ჩაგვეწერა. დარწმუნებული ვარ, რომ სიმღერა სწორი გზავნილი იქნება საზოგადოებისთვის, ვუერთდებით აქციას #დარჩითსახლში. მადლობა ჩემს მეგობარს კაკი ბოლქვაძეს, მასთან ერთად განხორციელდა ეს პროექტი.

კაკი ბოლქვაძე: როგორც ხელოვანი ვალდებული ვიყავი ასეთ რთულ ვითარებაში ხალხი გამემხნევებინა, დამეწერა სიმღერა და სწორი გზავნილი მქონოდა საზოგადოებისთვის. განსაკუთრებული მადლობა სოფო ბედიას, რომელმაც პანიკის დროს გამომაფხიზლა დამსვა ინსტრუმენტებთან და სიმღერა დამაწერინა. მადლობა ყველა მომღერალს, სიმღერის არანჟირებისთვის ცირა ბზიშვილს,ზაზა გჩიტაშვილს, ტქსტის ავტორს ნანა ცინცაძეს და კლიპის რეჟისორს ბესო კვარაცხელიას.
მუსიკალურ კლიპში მონაწილეობენ: თემო თათარაშვილი, სოფო ბედია, ბორის ბედია, ოთო ნენმსაძე, მარიკო ებრალიძე, სოფო ხალვაში, ნინო ჩხეიძე, გია დავითიანი, გულიკო ჭანტურია, მარიკა თხელიძე, გიორგი ჯაჯანიძე, გიორგი წიკლაური, ლუდა დუნდუა, აჩი ფურცელაძე, ლიკა დოლოძე, ელენე ფოჩხუა, კახა გრიგალაშვილი, ნინი ქარსელაძე, კაკი ბოლქვაძე, მანიკა ასათიანი.

www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *