მეორეხარისხოვანი ბლოკისპორტი

ეს სასწაულია ! საქართველოს ყველა დროის რეკორდი. გილოცავთ ყველას!

ზაზა გამეზარდაშვილი:

 საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა უდიდეს წარმატებას მიაღწია მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე რიო-დე-ჟანეიროში. გუნდის
ექვსივე წევრმა შეძლო მედლის აღება (1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო) და გუნდურ ჩათვლაში მე-12 ადგილი დაიკავა 111 ქვეყანას შორის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კომაროველი მეთორმეტეკლასელის სანდრო საათაშვილის შედეგი – მან აბსოლუტურ ჩათვლაში მე-5 შედეგი აჩვენა. ეს შედეგი (გუნდურ შედეგთან ერთად) საუკეთესოა ქართველი მოსწავლეებისათვის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ყველა საგანს შორის (აქამდე ცოტნე ტაბიძის მეშვიდე ადგილი იყო საუკეთესო ინფორმატიკაში). გუნდში 4 მოსწავლე (საათაშვილი – ოქრო, ლეფსვერიძე – ვერცხლი, ბირკაძე – ვერცხლი, ხვედელიძე – ბრინჯაო) იყო კომაროვიდან და 2 (თათოშვილი – ბრინჯაო, შალიბაშვილი – ბრინჯაო) ვეკუას სახელობის სკოლიდან.
ასეთ ახალგაზრდებზე დგას დღეს საქართველო და უნდა ვიცნობდეთ მათ.
ჩინეთში ასეთ ახალგაზრდებს როგორც ეროვნულ გმირს ისე ხვდებიან და სახელმწიფოს მხრიდან უამრავი შეღავათებით სარგებლობენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადებზე თითოეულ მონაწილეს 5-6 მწვრთვნელი მიჰყვება და ამიტომაც საუკეთესო შედეგი ყოველთვის გარანტირებული აქვთ.
www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები