ეს ყველამ უნდა იცოდესმთავარი ბლოკი

ვინ იყო ლუის დობერმანი

ლუის დობერმანი მებაჟე იყო და გერმანიაში ცხოვრობდა. მოგვიანებით მან გადაწყვიტა, ბიზნესი ძაღლებით დაეწყო.
ლუის დობერმანი ქუჩაში რომ გამოვიდოდა, უკან რამდენიმე ძაღლი მიჰყვებოდა. სიამაყით გაიძახოდა – აი, ეს მე ვარ, დობერმანი და ესენი – ჩემი ძაღლებიო. დობერმანის სახელიც ჯიშს ამ ადამიანის გვარისგან შერჩა. საკმაოდ დიდხანს „დობერმან პინჩერს“ უწოდებდნენ, მაგრამ მერე „პინჩერი“ ამოვარდა და მის პატივსაცემად მხოლოდ დობერმანი უწოდეს. არეულობის პერიოდში, დამცავ ძაღლებზე როგორც ყოველთვის, დიდი მოთხოვნილებაა და ბევრი იყიდებოდა.  გერმანიაში ხუთი ჯიში: დობერმანი, როტვეილერი,  გერმანული ნაგაზი, რიზენდშნაუცნერი და ელგერტერიერი პოლიციურ ჯიშებად აღიარეს.
პირველი მსოფლიო ომის დროს ძაღლების ბევრი ჯიში გადაშენების პირას მივიდა, ამიტომ სახელმწიფო  აძლევდა ძაღლების პატრონებს საკვებს ცხოველების გამოსაკვებად, სწორედ ამან განაპირობა მათი გადარჩენა. ასევე გადაურჩნენ მეორე მსოფლიო ომს. ისინი საკუთარი სიავითა და გონიერებით კარგად ემსახურნენ გერმანელებს. ომის შემდეგ ამ ჯიშების გავრცელება  მოხდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. თანდათან  ჯიშიც დაიხვეწა და მალე რინგზე დიდ წარმატებასაც მიაღწია. დობერმანებს იმდენად მძლავრი და გაწონასწორებული ფსიქიკა აქვთ, რომ ამერიკაში მათ უსინათლოების გამყოლ ძაღლებად იყენებენ. ხშირად დობერმანი ამ პროგრამით იწვრთნებოდა, რადგან თავისი საოცრად პლასტიური ნერვული სისტემის წყალობით, შეეძლო, უსინათლო ადამიანთან ერთად მისი ტემპით ეცხოვრა.
[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები