მთავარი ბლოკიპოლიტიკასაზოგადოებაფოტოამბები

ვაქვეყნებთ ჟურნალისტ რუსა გვაზავას პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს და მის განცხადებას დღევანდელ მოვლენებზე!

სამწუხაროდ ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა ამ ფოტოების მეტი არ მაქვს, თორემ სიამოვნებით გამოვამზეურებდი. თუ ვინმეს ჩემზე მსგავსი მასალა გაგაჩნიათ გთხოვთ მომაწოდოთ და თავად გავუწევ ტირაჟირებას ჩემივე პირადს…

რადგან ძირითადად პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები ონლაინ მედიით და ზოგადად სოციალური, თანამედროვე მედიით ვცრელდება, რომლის კონტროლი შედარებით რთულია , (თუმცაღა მე მახსოვს ბერლინში როცა გავიარე კურსი ზემოთხსენებული მედიის შესახებ , მახსოვს ბიბისის კორესპოდენტი როგორ გვიხსნიდა, რომ ეს არის ახალი რევოლუციური იარაღი როგორც გამოხატვის თავისუფლების ისე ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოჩენის კუთხითაც ) …მაგრამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობის გავრცელება და ტირაჟირება კი ისჯება კანონით…

რასაკვირველია კანონის უზენაესობა ყველაფერზე მაღლა დგას…მაგრამ ვინაიდან ვრცელდება ონლაინ მედიით, კარგი იქნება თუ ჩვენ ყველანი წვლილის შევიტანთ იმაში, რომ არ მოხდეს მათი ტირაჟირება და ვინც პირველი აღმოაჩინეს მას დაუყოვნებლივ შეატყობინოს და მიმართოს სოციალური მედია საშუალებების ადმინისტრაციას, რათა არ მოხდეს ვიდოების ტირაჟირება იუთუბით ან სხვა ნებისმიერი სოციალური ქსელის საშუალებით…

ვინც ამას ნახავს და შეატყობინებს ამის შესახებ ჩვენ სიამოვნებით გამოვაქყვენებთ მათ შესახებ ვინც მოახდინა პრევენცია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობის ტირაჟირების და აღკვეთისა.

ონლაინ მედია საშუალებებმა და სააგენტოებმა კი ალბათ კარგი იქნება თავი შევიკავოთ მსგავსი ინფორმაციების გავრცელებისგან ..

თუმცა ეს ელემენტარულია ჟურნალისტიკაში და  სცილდება ნებისმიერ ჩარჩოს ჩემი აზრით. მსგავსი ინფოების გავრცელება დაბალი პროფესიონალზიმის მაჩვენებელია. ვწუხვარ ამ სიტყვის გამოყენება რომ მიწევს, მაგრამ  ეს უკვე პორნოგრაფიაა, რაც ასევე იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით. საინფრომაციო პორტალი www.geodigest.ge  და მისი ჟურნალისტები კატეგორიულად ემიჯნება მსგავსი ფაქტების ტირაჟირებას და გავრცელებას და უფრო მეტიც ჩვენ მზად ვართ იმათი სახელი და გვარები გამოვაქვეყნოთ ვინც პირიქით კანონდამცველია და მიიღებს მონაწილეობას მსგავსი მასალების გავრცელების შეზღუდვაში.

პატივისცემით რუსა გვაზავა

პორტალ ჯეო დაიჯესტის მთ-რედაქტორი ,

ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია EJ-ის წევრ-კორესპოდენტი

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები