ეზოთერიკაისტორიამთავარი ბლოკი

ორდენის ყველა წევრმა დაიფიცა და აიღო ვალდებულება, რომ ავადმყოფებს უმკურნალებდნენ საზღაურის გარეშე…

ვინ არიან როზენკროიცერები და როგორია მათი ცხოვრების წესი?!

როზენკროიცერები ( ცნობილია როგორც „ვარდისა და ჯვრის საძმო“ ან „ვარდისა და ჯვრის ორდენი“) — ფილოსოფიური მიმდინარეობის საიდუმლო საზოგადოება, რომელიც, სავარაუდოდ, დაარსდა გვიანდელ შუა საუკუნეებში კრისტიან როზენკროიცერის მიერ. საზოგადოება იცნობს სწავლებას, „აგებულს ძველ ეზოთერულ ჭეშმარიტებაზე“, რომელიც „დაფარულია ჩვეულებრივი ადამიანისგან, უზრუნველყოფს ბუნების შემეცნებას, ფიზიკურ სამყაროსა და სულიერ სამეფოს..”
როზენკროიცერის სიცოცხლის პერიოდში, როგორც გადმოცემებშია ნახსენები, ორდენში არ შეიძლება ყოფილიყო რვა ადამიანზე მეტი. ყოველი მათგანი უნდა ყოფილიყო დოქტორი ან ბაკალავრი. ორდენის ყველა წევრმა დაიფიცა და აიღო ვალდებულება, რომ ავადმყოფებს უმკურნალებდნენ საზღაურის გარეშე, შეინახავდნენ საძმოს დოქტრინას და წესებს საიდუმლოდ, თითოეული წევრი იპოვიდა და გადასცემდა საიდუმლოებას თავიანთ შემცვლელებს. ასეთი სულ სამი თაობა იყო 1500 და 1600 წლებში…
.ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შეიქმნა რამოდენიმე ეზოთერული საზოგადოება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ, მთლიანად ან ნაწილობრივ, მიიღეს პირვანდელი როზენკროიცერების დოქტრინა.
როგორც ამბობენ ზოგიერთი მათგანი დღესაც წარმატებით მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში. საინტერესოა როგორ ცხოვრობენ როზენკროიცერები ოცდამეერთე საუკუნეში …
როზენკროიცერული ცხოვრების წესი:
1. დილას, სანამ წამოდგები, მადლობა გადაუხადე შენი გულის ღმერთს მიწიერ ცხოვრებაში ახალი დღის პატივის მიღებისათვის, და შესთხოვე ღვთაებრივს შთაგონება მთელი დღისათვის. შემდგომ დადექი სახით აღმოსავლეთისაკენ, ღრმად ჩაისუნთქე შვიდჯერ და დააკვირდი სიცოცხლისუნარიანობას, რომელიც იღვიძებს შენში. ამის შემდეგ მიიღე ჭიქა წყალი და შეუდექი შენს ყოველდღიურ საქმიანობას.
2. მიუხედავად ყოველგვარი სირთულისა და განსაცდელისა, მუდამ მიიჩნიე სიცოცხლე უძვირფასეს ძღვნად, რაც კი კოსმოსს ოდესმე ადამიანთათვის უბოძებია, რადგანაც ის არის საშუალება ჩვენი სულიერი ევოლუციისა და ის არის ბედნიერების წყარო, რომელსაც დავეძებთ. მეტიც, მიიღე შენი სხეული როგორც შენი სულის ტაძარი და დიდად იზრუნე მასზე.
3. თუკი ეს შეგიძლია, გამოყავი ადგილი შენს სახლში ლოცვისთვის, მედიტაციისთვის და როზენკროიცერული სწავლების მიღებისათვის. აქციე იგი შენს საკუთარ წმინდა კუთხედ, საკუთარ საყდრად და მოარიდე ყოველგვარ საამქვეყნო საკითხებსა და საქმეს.
4. საკვების მიღების წინ, ყოველთვის შემადლე ღვთაებრივს საკვების ქონის ბედნიერებისათვის, და იფიქრე ყოველ იმათგანზეც, რომელთაც არ გააჩნიათ დანაყრების შესაძლებლობა. თუკი მარტო ხარ ან ორდენის სხვა წევრებთან ერთად იმყოფები, დაიჭირე ხელები საკვებს ზემოთ, მიმართე ხელისგულები ქვემოთ და გონებაში, ან ხმამაღლა წარმოთქვი ეს სიმბოლური შელოცვა: დაე, ეს საკვები განიწმინდოს და დაიმუხტოს ჩემი ხელებიდან გამოსხივული ვიბრაციიით, რათა შეავსოს ჩემი სხეულისა და სულის საჭიროებანი. დაე, ყოველ მშიერს ეწილადოს ეს საკვები და შეხვდეს მისი სარგებლის სულიერი წილი. დაე, იყოს ასე!
5. შენ იცი, რომ ყოველი ადამიანის მიზანი საკუთარი თავის სრულყოფა და უკეთეს ადამიანად გახდომაა. შესაბამისად, გამუდმებით ეცადე გამოაღვიძო და გამოხატო შენი მაცოცხლებელი სულის ღირსებანი. ამგვარად შენ ხელს შეუწყობ შენს ევოლუციას და სამსახურს გაუწევ კაცობრიობის საფუძველს.
6. განმარტოვდი მცირე ხნით ყოველდღიურად, სასურველია საკუთარსავე წმინდა ადგილას, და გაგზავნე სიყვარულის, ჰარმონიისა და ჯანმრთელობის ფიქრები მთლიანად კაცობრიობისათვის, და განსაკუთრებით კი ყველა იმათგანისთვის, რომელიც წუხს ფიზიკური და მენტალური სირთულეების გამო. ამასთანავე შესთხოვე ღვთაებრივს დაეხმაროს მათ ყოველმხრივ და დაიცვას ისინი ცხოვრებისეული განსაცდელებისაგან რამდენადაც ეს შესაძლებელია.
7. მოიქეცი იმგვარად, რომ ყველამ, ვინც შენთან ერთად ცხოვრობს და შენთან კავშირშია, მიგიჩნიოს სამაგალითოდ და ისურვოს გახდეს შენნაირი. დაე შენი ეთიკა, ნაკარნახევი შენი სინდისის ხმის მიერ, იყოს რაც შეიძლება წმინდა, და დაე შენი საზრუნავი მუდმივად იყოს ის, რომ იფიქრო კეთილად, ისაუბრო კეთილად და მოქმედებდე კეთილად.
8. იყავი შემწყნარებელი და დაიცავი განსხვავებულობის უფლება. არასოდეს განსაჯო დადანაშაულების თუ გაკიცხვის მიზნით, რადგანაც შენ არ შეგიძლია სხვისი გულისა და სულის წაკითხვა. შეხედე მათ დიდსულოვნად და გულკეთილად და დაინახე ის რაც საუკეთესოა მათში.
9. იყავი სულგრძელი მათ მიმართ, ვისაც დახმარება ესაჭიროება ან შენზე ნაკლები შესაძლებლობა აქვს. ისე მოაწყვე საკითხნი, რომ ყოველ დღე მოახრეხო თუნდაც ერთი კარგი საქმის გაკეთება ვინმესთვის. რაც არ უნდა კარგი საქმე გააკეთო, არ იტრაბახო და მადლობა გადაუხადე ღვთაებრივს იმისათვის, რომ მოგცა შესაძლებლობა სხვათა კეთილდღეობის ხელშესაწყობად.
10. იყავი ზომიერი შენს ქცევაში და მოერიდე უკიდურესობებს ყოველგვარ საკითხში. იყავი თავდაჭერილი და გაჰყევი შუა გზას ყოველ ვითარებაში.
11. თუკი შენ გიკავია ძალაუფლების მქონე პოზიცია, არ იამაყო ზედმეტად ამით და არ გაბრუვდე მისით. არასოდეს გამოიყენო შენი პოზიცია იმისათვის, რომ ვინმეს დააძალო იმის გაკეთება, რაც მას არ სურს, ან უსამართლოა, უკანონოა, ან ამორალურია. თავმდაბლობით იტვირთე თანამდებობა და მოახმარე იგი საერთო სიკეთეს.
12. იყავი თანახმიერი სხვათა და ისაუბრე მზრუნველობით. თუკი აკრიტიკებ, დარწმუნდი რომ ამას ყოველთვის მწყობრად და თანმიმდევრულად აკეთებ. თუკი ვინმე გთხოვს რჩევას საკითხზე რომელიც არ იცი კარგად, თავმდაბლობით აღიარე არცოდნა. არასოდეს დამდაბლდე ტყუილის თქმით, ცილისწამებით თუ სხვისი ავად ხსენებით. თუკი ღვარძლიან ხმებს გაიგონებ, არასოდეს დაუჭირო მხარი მონდომებული ყურის დაგდებით.
13. პატივი ეცი შენი ქვეყნის კანონებს და ეცადე იყო კარგი მოქალაქე. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ადამიანის წინსვლის გადამწყვეტი ფაქტორი ცნობიერების ევოლუციაში მდგომარეობს.
14. იყავი კაცთმოყვარე. მიიღე მთელი კაცობრიობა როგორც საკუთარი ოჯახი. რასის, კულტურისა და რწმენის მიღმა, ადამიანები ერთმანეთის ძმანი და დანი არიან. შესაბამისად, ყველა მათგანი თანაბარ პატივისცემასა და ყურადღებას იმსახურებს.
15. მიიჩნიე ბუნება ყველაზე მშვენიერ საყდრად და ღვთაებრივი სრულყოფილების დედამიწაზე გამოვლინებად. პატივი ეცი სიცოცხლის ყველა ფორმას და შეხედე ცხოველებს როგორც ცნობიერ და მგრძნობიარე არსებებს და არა როგორც უბრალოდ ცოცხალ არსებებს.
16. იყავი და დარჩი თავისუფალ მოაზროვნედ. იფიქრე შენეულად და არა სხვა ადამიანთა ფიქრების მიხედვით. ამისდა მსგავსად, ყველას მიეცი საშუალება იაზროვნოს თავისუფლად. არ მოახვიო საკუთარი იდეები სხვას თავს და ყოველთვის გახსოვდეს რომ შენი იდეებიც ვითარდება.
17. პატივი ეცი ყველა რელიგიურ თუ ფილოსოფიურ შეხედულებას, თუკი იგი არ ლახავს ადამიანის ღირსებას. არ დაუჭირო მხარი ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმის არანაირ ფორმას. საკუთარი რწმენით ცხოვრებისას დარწმუნდი, რომ შენ არც დოგმატური ხარ და არც მწვალებლური.
18. იყავი ერთგული საკუთარი სიტყვისა და საქმის. როდესაც გასცემ ღირსების სიტყვას, მიიჩნიე იგი იმ წმინდა ფიცად, რომელიც გაკისრია. თუკი გიწევს დადო ფიცი, იფიქრე ვარდსა და ჯვარზე, როგორც შენი ეთიკური იდეალის სიმბოლოზე და გახსოვდეს, რომ ყოველ ტყუილს რომელსაც იტყვი, თან კარმული შედეგები მოჰყვება შენზე. მართალია, შესაძლოა სხვათა მოტყუება, მაგრამ ვერავინ გაექცევა ღვთაებრივ სამართალს.
19. თუკი ამის შესაძლებლობა გაქვს და ამის ნებაც, დაეხმარე ორდენს მატერიალურად რათა ხელი შეუწყო მის საქმიანობასა და განგრძობითობას.
20. ორდენის მიზანია ხელი შეუწყოს ცნობიერების განვითარებას და მისი საუკუნისეული სწავლების გადაცემას. შესაბამისად, ეცადე შეგეძლოს გადასცე მისი იდეალები და ფილოსოფია მათ, ვინც ეძებს ცოდნას, თუმცაღა ყოველგვარი ძალდატანების მცდელობის გარეშე.
21. არასოდეს შეეცადო დაარწმუნო ვინმე, რომ ორდენის წევრები არიან სრული ჭეშმარიტების მქონე ბრძენები. მათ, ვინც შეიძლება იკითხოს, წარუდგინე საკუთარი თავი ფილოსოფიურ ადამიანად, რომელიც ეძებს სიბრძნეს. არასოდეს მოიტყუო თითქოს იყო როზენკროიცი, არამედ თქვი, რომ შენ ხარ სრულყოფისათვის მოწადინებული როზენკროიცერი.
22. საღამოს, დაძინებამდე, შეაჯამე დასასრულს მყოფი დღე და ეცადე დაინახო რა მხრივ იყო იგი სასარგებლო თუ მისი საპირისპირო. შენს სულსა და გონებაში აწონ-დაწონე რაც იფიქრე, თქვი და გააკეთე დღის განმავლობაში. აქედან გამოიყვანე შენი სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო გაკვეთილები და გააკეთე მტკიცე დასკვნები. როდესაც ამას მორჩები, გაუგზავნე დადებითი ფიქრები სრულიად კაცობრიობას და მიანდე შენი სული ღვთაებრივს სანამ დაიძინებდე.
დაე, იყოს ასე…
www.fact2.ge
კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *