მედიცინამთავარი ბლოკი

ვინ არის ქალი, ვინც რეანიმაციაში მიცვალებულებს აცოცხლებს და ქართველ პოლიტიკოს მამაკაცებს ტანგებით ატარებს

რამდენიმე წლის წინ თბილისში გამოჩნდა მკურნალი, რომელზეც თითქმის მთელი ქალაქი ალაპარაკდა. მისი სასწაულმოქმედი მალამოები მკურნალობდა დაავადებებს, რომლის წინაშეც კონსერვატიული მედიცინა ხშირად უძლური გახლდათ. წლების განმავლობაში ამ ქალბატონის ვინაობა გასაიდუმლოებული იყო. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, რასაც დღეს ქალბატონი ინგა ნიჟარაძე აღარ მალავს. მკურნალის პაციენტები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის პოპულარული მედიკოსებიც არიან. ვინ არის ინგა ნიჟარაძე, რა დაავადებებს კურნავს ის და როდის აცმევს ის ქართველ პოლიტიკოსებს ტანგას, ამის შესახებ თავად ინგა ნიჟარაძე გიამბობთ.

ინგა ნიჟარაძე: გუდაუთაში დავიბადე, მაგრამ ძალიან დიდხანს რუსეთში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. პროფესიით ექიმი ვარ. სრული სამედიცინო განათლება რუსეთში მივიღე. იქ დავინტერესდი ფიტოთერაპიით. თუმცა, ზოგადი პროფილის ექიმი-მკურნალის სერტიფიკატი ავიღე საქართველოში, სადაც სპეციალურად ამისთვის ჩამოვედი. ის სტატუსი, რაც მე მჭირდებოდა სახელმწიფომ ოფიციალურად მომანიჭა, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არც ყოფილა ჩემთვის. სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს კარგად შევისწავლე ფარმაკოლოგიაც, რამაც განაპირობა ჩემი დაინტერესება მედიკამენტების ალტერნატიული საშუალებებით. იმ პერიოდში სამარის საოლქო კლინიკაში, კანისა და ვენერიულ სნეულებათა განყოფილებაში ვმუშაობდი. ეს იყო ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული კლინიკა მთელ რუსეთში, სადაც პაციენტები მთელი ქვეყნიდან ჩამოჰყავდათ. 120-პალატიანი განყოფილების ექთანი ვიყავი. იმ პერიოდმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. ჩვენთან მოჰყავდათ პაციენტები ისეთი დაავადებებითაც, რომლებიც სამედიცინო ენციკლოპედიებშიც კი შეიძლება მოხვდეს, მათი იშვიათობის და განსაკუთრებულობის გამო. სამარის კლინიკაში დავიწყე ცდების ჩატარება, რუსებზე ვატარებდი ექსპერიმენტებს, რომლის შედეგადაც 100 პროცენტით ვარჩენდი დამწვრობას, „შრამებს“, წყლულებს. ახლა უკვე შემიძლია ვაღიარო, რომ ეს არ იყო ბოროტი ექსპერიმენტები, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულს ნამდვილად ჩავდიოდი (იცინის). მინდოდა გამომეცადა ჩემი დამზადებული მალამოები. პროცედურის ჩატარების დროს ავადმყოფს ჩემს მალამოს ვუსვამდი. მერე ის პაციენტი ეუბნებოდა ექიმს: ის პატარა გოგო, მსუბუქი და ოქროს ხელებით, ისე კარგად გვისვავს მალამოს, რომ სწრაფად ვიკურნებითო. ექიმებმა არ იცოდნენ, რომ „ვილკინსონის“ ნაცვლად, რომელიც ადამიანის ძვლის კრემაციით მზადდება, ჩემს მალამოს ვიყენებდი, რომლებსაც სპეციალურად ვაძლევდი ყავისფერ შეფერილობას. ეს აფიორა იქ რომ გაეგოთ, აუცილებლად დამიჭერდნენ. (იცინის).

– საქართველოში რომ ჩამოხვედით, საკმაოდ დიდხანს არჩიეთ, ინკოგნიტოდ დარჩენა. ხან რატიანი იყავით, ხან ნიჟარაძე. რატომ ასაიდუმლოებდით საკუთარ ვინაობას?

– ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. თბილისში რომ ჩამოვედი, აქ საქმიანობა დედასთან ერთად „ლეჩკომბინატში“ დავიწყე. დედას ბალახებით მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. მე დღესაც ვამბობ, რომ მისგან ვისწავლე დამწვრობის მალამოს დამზადება, თუმცა ახლა უკვე საკუთარი რეცეპტი მაქვს. დედაჩემი იმ პერიოდში დამბლადაცემულ ბავშვებს მკურნალობდა. ასეთი შემთხვევების დროს მცირე პროგრესი წლების შემდეგ ჩანს, რაც მე არ მაკმაყოფილებდა. მე დავიწყე მკურნალობა მოტეხილობებზე, ძვლის სტრუქტურის აღდგენაზე, მყესების შეხორცებაზე, გაწყვეტილი კუნთების აღდგენაზე, ვარიკოზულ ვენებსა და კოქსართროზზე. ჩემთვის პრიორიტეტულად იქცა ნაოჭების გაქრობა არა კანის გასწორების, არამედ კუნთის აღდგენის ხარჯზე. ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, ყველას პატარა გოგოდ მივაჩნდი და ექიმად არ აღმიქვამდნენ, ამიტომაც ჩემი ყველა წარმატება დედაჩემის სახელს უკავშირდებოდა. დედაჩემი გვარად რატიანია, შესაბამისად, მეც რატიანად აღმიქვამდნენ, გაჩნდა ასეთი „წოდება“ – დედა-შვილი რატიანები, თუმცა ხალხი მაინც ითხოვდა შვილის გამოჩენას. თავიდან ამას არ ვაპროტესტებდი, თუმცა დადგა დრო, როდესაც დედის ჩრდილში ყოფნა აღარ მომინდა. ამან გამოიწვია ჩვენი „გაყრა“, რასაც საკმაოდ დიდი ოჯახური დაპირისპირება მოჰყვა. მე არ მინდა, რომ დეტალებზე ვისაუბრო, თუმცა იყო ისეთი პერიოდი, როდესაც სხვათა შეგნებულად დაგეგმილ ფიარს ჩემი დისკრედიტაცია მოსდევდა. ეს დისკრედიტაციაც არ იყო, ადამიანებს უნდოდათ, რომ თავგზა აებნიათ მათთვის, ვინც მე მეძებდა და ისინი საგულდაგულოდ „ასაიდუმლოებდნენ“ ჩემს ვინაობას. თუმცა, პაციენტების მისაღებად ჩემს სახელს იყენებდნენ. როცა სახლში მირეკავდნენ და კითხულობდნენ, ინგა რატიანს, მე ყველას ვპასუხობდი, რომ ის გარდაიცვალა. ასე ნელ-ნელა „მოკვდა“ ინგა რატიანი და მე, ნამდვილი ინგა ნიჟარაძე გამოვჩნდი საზოგადოებაში. (იცინის).

– ცოტა არ იყოს უცნაური ისტორიაა, როგორ მზადდება თქვენი სასწაულმოქმედი მალამოები?

– მე, რა თქმა უნდა, ვერ მოგიყვებით, როგორ მზადდება ჩემი მალამოები. ეს ჩემი საიდუმლოა, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ბალახები ჩამომაქვს წალკიდან, გომის მთიდან, ბახმაროდან. ეს არის ადგილები, რომლებიც ეკოლოგიურად არის დაცული. თუ მცენარეს ხვდება გამონაბოლქვი, ის აუცილებლად ისრუტავს მას და სამედიცინო თვალსაზრისით, გამოსადეგი აღარაა. ფაქტი ისაა, რომ ჩემი მალამოებით რეანიმაციიდან თითქმის მიცვალებული ადამიანიც კი გავაცოცხლე. ეს მოხდა თბილისში, თანაც არაერთხელ. (იცინის) მე ფაქტებს მოგიყვებით: ჟურნალისტ დათო კიკალიშვილის სიმამრი ელდარ ციციშვილი გახლავთ რესტავრატორი, რომელიც სასტუმრო „საქართველოს“ შიდა ინტერიერის რესტავრაციის დროს ჩამოვარდა ექვსი მეტრი სიმაღლიდან. მას ჰქონდა თავის ფუძის მოტეხილობა, ჩემ გარდა ვერავის ვერ ცნობდა. ბატონი ელდარი იწვა რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში და ჩემი მკურნალობის შედეგად გამოკეთდა. ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, როდესაც ჩემთან მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დიდუბეში საკუთარ ავტოფარეხში აფეთქდა. ეს ძალიან გახმაურებული ამბავი იყო თბილისში. ის აფეთქდა ტროტილზე და აფეთქების ტალღამ მეორე სართულამდე ააგდო. ავადმყოფს მოწყვეტილი ჰქონდა ფეხი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აწუხებდა. დღეს ეს ადამიანი საკუთარი ფეხით დადის. ახლა ჩემთან მკურნალობს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლინიკის მთავარი ექიმი, რომელიც პროცედურებს საკუთარ კლინიკაში მატარებინებს. ამ ექიმმა მითხრა: თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ ვგრძნობ, ჩემი კოლეგები ვერ მშველიანო.

– ამბობენ, თქვენ ძალიან ბევრ დაავადებას კურნავთ, „დაშლილ ადამიანებს თავიდან აწყობთ,“ როგორ შეიძლება მალამო იყოს ისეთი უნიკალური, რომ შედეგი ჰქონდეს ისეთ შემთხვევებშიც კი, როცა მედიცინა უძლურია?

– მე არავისთან არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, ჩემი „სავიზიტო ბარათი“ ჩემი პაციენტია, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია. მე კონსერვატიული მედიცინის ბევრი მეთოდის მიმდევარი ვარ, თუმცა ძალიან ხშირად ამ მეთოდების წინააღმდეგაც მივდივარ. მოტეხილობის დროს ვიყენებ საშუალებებს, რომელიც ამერიკულ მედიცინაშიც კი უახლეს მიღწევად მიიჩნევა, თუმცა ამას თან ერთვის ჩემი მეთოდები და მალამოები, რომლებიც ყველა დაავადებისთვის სპეციალურად მზადდება. ჩემთან მკურნალობდა ავსტრიის პრინცესა, რომელმაც გერმანიაში ვერ მოირჩინა ძვლის კისტა. ის სამი თვე იმყოფებოდა თბილისში და აქედან განკურნებული წავიდა. ჩემი პაციენტი იყო აკადემიკოსი ლეო გაბუნია, რომელმაც მზია და ზეზვა აღმოაჩინა. მე მახსოვს, ბატონმა ლეომ ბარძაყის მოტეხილობით მომაკითხა და მთხოვა, რომ როგორმე ფეხზე წამოდგომა მაინც მოეხერხებინა საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც მას საფრანგეთის საპატიო მოქალაქის ტიტულს აძლევდნენ. ალბათ, გაგიგიათ ექიმი სანდრო ჭანიშვილი, რომელიც „ლეჩკომბინატის“ განყოფილების უფროსი იყო. მას დაეჯახა „ნივა“ და დაიმტვრა მენჯებში. მას მკურნალობდნენ ცნობილი ტრავმატოლოგები. ბატონ სანდროს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ის ვერასდროს დაჯდებოდა, მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო. როდესაც მასთან მიმიყვანეს და ერთობლივად მკურნალობა შემომთავაზეს, მე ექიმებს ვუთხარი: იმდენად „პატარა“ ვარ თქვენთან შედარებით, თქვენთან ერთად მუშაობას როგორ ვიკადრებ, თქვენ თუ არაფერი გამოგივათ, მერე ვცდი-მეთქი. ბატონი სანდროს გამოჯანმრთელების პროცესში მაშინ ჩავერთე, როცა მასზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მე ვუმკურნალე გივი სიხარულიძეს, რომელსაც ნეკნები ჰქონდა გატეხილი, ასევე გია ბურჯანაძეს. ჩემთან მკურნალობდნენ ნიანუ და ილიკო სუხიშვილები, რომლებსაც მოტეხილობები ჰქონდათ. ასევე, ჯემალ გახოკიძე, რომელსაც ავსტრიაში ჩატარებული ოპერაციის მიუხედავად, ხერხემალზე მკურნალობა დასჭირდა. მე ვმკურნალობდი თედო ჯაფარიძეს, რომელსაც ამერიკაში გაუკეთეს მუხლის სახსრის ოპერაცია, მაგრამ წლების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩემი პაციენტი იყო კირა ანდრონიკაშვილი, რომელსაც თავს დაესხნენ კრიმინალები. მე მას გავუქრე „შრამები“. ასევე ვუმკურნალე ნინო ჩქარეულს, რომელიც ცნობილი მოდელი გახდა. ნინო ჩემი მორჩენილია. ახლა ჩემი პაციენტია ქალბატონი ნანი ბრეგვაძე, რომელსაც სულ ახლახან, ფილარმონიის გახსნის დროს, კონცერტზე ფეხი დაუზიანდა, მას მყესიც გაწყვეტილი აქვს და ძვალიც ატკეჩილია. ამ დაზიანების გამო ის კიევში ვერ წავიდა გასტროლებზე, მაგრამ ერთ კვირაში ფეხზე დადგება. მე ახლა დავიწყე ხელოვნური სახსრების მქონე ადამიანების ძვლის სტრუქტურის აღდგენა, რაც ამ ადამიანებს ინვალიდის ეტლიდან წამოდგომაში დაეხმარებათ. ესაა ჩემი ბოლო მიღწევა, მაგრამ ასევე მთელ ძალისხმევას ვდებ კოსმეტოლოგიაშიც.

– ქართველი პოლიტიკოსებიც ხშირად ხდებიან თქვენი პაციენტები?

– ასეა, მაგრამ მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, გვარებისა და სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ისინი ჩემთან მოდიან ძირითადად ტრავმების დროს. ჩემი წამლები ძალიან სწრაფად აყუჩებს ტკივილს. ხშირად მთხოვენ ხერხემლის დაზიანების მკურნალობას, რაც ხშირად სტრესებით არის გამოწვეული. ასე რომ, თურმე, ჩვენი პოლიტიკოსებიც ნერვიულობენ (იცინის).

–ყოფილი  პრეზიდენტიც ხომ არ ყოფილა თქვენი პაციენტი?

– არა, თუმცა ვმკურნალობდი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს. ჩემი პაციენტი იყო ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მინისტრი. პოლიტიკოსებთან რამდენიმე პიკანტური შემთხვევაც მქონდა, რაც დაკავშირებული იყო კუდუსუნის მოტეხილობასთან. წამლის დაფიქსირებისთვის საჭირო ხდება, რომ პაციენტმა ჩაიცვას ტანგა, ასე რომ, ჩვენი პოლიტიკოსები ჩემთან ტანგებით დადიან. ამაზე მათთანაც ვხუმრობდი. ვეუბნებოდი: ახლა რომელიმე პაპარაცი რომ დაგადგეთ თავზე, თქვენი ამბავი მერე ნახეთ-მეთქი. (იცინის).

ჟურნალი ,,თბილისელები”

 

მკითხველთა  თხოვნით ვუთითებთ ქალბატონი ინგას კოორდინატებს:  ტელეფონი: 599077000; 599556871 ინგა ნიჟარაძე

facebook-ის გვერდები – – Medalpia ან Inga Nizharadze

მისამართი: ვაჟა-ფშაველას მე-2 კვ. მე-14 კორპ. ბინ 30 5 99 55 68 71

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები