მთავარი ბლოკიპოლიტიკა

26 მაისის ტრაგიკულ ამბავში ახალი ისაა რომ… ვინ ვისკენ იშვერს თითს და ვინ არიან “ისინი”?!

26 მაისის ტრაგიკულ ამბავში ახალი ისაა, რომ იმ, და სხვა ამაზრზენი ამბების “გმირები” დღეს თანამდებობებზე, საპარლამენტო სიაში, ბიზნესწილებში სხედან! ისინიც და მაშინ ჩირგვებში მსხდომებიც, დღეს ეკრანებიდან შეფასებებს აკეთებენ და მორალს მიკითხავენ: – ნწ,ნწ რა საშინელებას ჩადიოდნენ აბსტრაქტული “ისინი”! მე, მაშინ, გარდა იმისა, რაც პროფესიულად მევალებოდა (გაშუქება, ფაქტების მოგროვება, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაცნობა, საკან-საკან, რაიონ-რაიონ დაკარგული ხალხის ძებნა…), ძალიან მცირე თანამოაზრეებთან ერთად, სასამართლო პროცესი წამოვიწყე და მოვუგე კიდეც შშს-ს: ჩემი ნაცემი და დაზარალებული ჟურნალისტის ფაქტი აღიარა სახელმწიფომ! ეს პროცესი და მისი სამართლებრივად დამდგარი შედეგი, როგორც დანაშაულის აღიარების მტკიცებულება, ახსოვს ვინმეს პროკურატურაში, ხელისუფლებაში?!!!! წესით, უნდა ახსოვდეთ – უმრავლესობა ისევ იქ არაა?!!! – წერს საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის თავმჯდომარე და გურია ნიუსის გამომცემელ-რედაქტორი ია მამალაძე

Fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები