შოუ-ბიზნესი

ვირუალური სიყვარულის ისტორია – როგორ შეიქმნა მსოფლიო ჰიტად ქცეული სიმღერა “ბესამე მუჩო”?!

1940 წელს მეხიკოს მახლობლად ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა ულამაზესი გოგონა კონსუელო ველასკესი. ლამაზიც იყო და ნიჭიერიც. 4 წლის ასაკიდან მუსიკალურ კომპოზიციებს თხზავდა. 15 წლისა მუსიკალურ კოლეჯს ამთავრებდა და სადიპლომო ნამუშევარი უნდა წარედგინა.
ამ დროს მექსიკის ეკრანებზე სულ ჰოლივუდის ფილმები გადიოდა და კონსუელომ პირველად ნახა ეკრანზე ამომავალი ვარსკვლავი გრეგორი პეკი, რომელიც მაშინ 24 წლის იყო და უკვე მსოფლიო იცნობდა. გოგონას ასე, ვირტუალურად, ეკრანიდან შეუყვარდა ეს ულამაზესი ვაჟი და მას მიუძღვნა თავისი სადიპლომო ნამუშევარი – სიმღერა „ბესამე მუჩო“.

რომელიც უკვდავი ჰიტი გახდა.
Medi Michaeli-ს ფოტო.

ამ სიმღერამ ძალიან მალე მეხიკოში ჩააღწია. კონსუელომ იქ ახალგაზრდა მუსიკოსი მარიანო რივერა კონდე გაიცნო, რომელსაც ხმის ჩამწერი სტუდია ჰქონდა და მან გამოუშვა „ბესამე მუჩოს“ პირველი სინგლი. ფირფიტამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და მალე ამერიაშიც ჩააღწია. ჰოლივუდში შეიტყვეს ამ სიმღერის თანმხლები რომანტიკული ისტორია, თუ როგორ შეუყვარდა ნორჩ კომპოზიტორს გრეგორი პეკი. დაიწერა სცენარი და 1944 წელს კონსუელო ჰოლივუდში მიიწვიეს მხატვრულ ფილმში მთავარი როლის – ფაქტიურად თავისი თავის შესასრულებლად. გრიგორი პეკის როლზე, რა თქმა უნდა თვით გრიგორი პეკი იყო დამტკიცებული. ჰოდა, აი, ჩავიდა 19 წლის კონსუელო ჰოლივუდში და გაიცნო თავისი ვირტუალური სიყვარული. ამთავითვე ვიტყვი, რომ გრიგორი პეკი გაგიჟდა, გადაირია, შეუყვარდა ულამაზესი კონსუელო და ცოლობა თხოვა… მაგრამ… მაგრამ კონსუელოს სრულიად არ მოეწონა ცოცხალი გრიგორი პეკი, რომელზეც ეკრანიდან სიგიჟებდე შეყვარებული იყო, ვერაფერი ვერ იგრძნო ამ კაცის მიმართ, მიხვდა რომ ვირტუალობა ერთია, სინამდვილე კი მეორე, უარი თქვა ყველაფერზე და სამშობლოში დაბრუნდა.

მერე კი ცოლად გაჰყვა მარიანო რივერა კონდეს, ჰყავდათ 2 შვილი, დაამთავრა კონსერვატორია, გახდა მექსიკის ყველაზე დიდი კოპოზიტორი, დაწერა სიმფონიები, პოპულარული სიმღერები (ბესამე მუჩოსნაირი ვერა, მაგრამ…) და 2005 წელს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა…
მორალი – ვირტუალური გრძნობები მთლად სანდო არ არის და მათი ნამდვილობა მხოლოდ რეალობამ უნდა შეამოწმოს.

www.Fact2.ge

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *