პოლიტიკასიმონ კილაძე

ვის ენდობა სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობა უფრო მეტად – დონალდ ტრამპს თუ ვლადიმერ პუტინს

Simon Kiladze      –     facrbook -ის გვერდიდან

როგორც თურქეთის რადიოტელევიზია იუწყება, თურქები, დონალდ ტრამპზე მეტად, ვლადიმერ პუტინს ენდობიან. აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის გამოკვლევით, 36 სახელმწიფოში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მეტად ენდობიან რუსეთის პრეზიდენტს ვლ. პუტინს. მათ შორის არის თურქეთიც. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უფრო მეტად ენდობიან პუტინს, პირველობას იჩემებს საბერძნეთი და ლიბანი. ამსახელმწიფოებში პუტინმა მოიპოვა ხმების 31%, ტრამპმა კი 21%.
ვიეტნამელების 79% ენდობა პუტინს, 58% – ტრამპს.
საყურადღებოა ისიც, რომ პუტინი, აშშ-ის მოკავშირე ზოგიერთ სახელმწიფოებშიც კი, ტრამპზე მეტი პოპულარობით სარგებლობს.
გერმანიაში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პუტინისადმი ნდობას აცხადებს 25%, ტრამპისადმი კი 11%.
სამხრეთ კორეაში – პუტინი 27%, ტრამპი 17%,
საფრანგეთში – შესაბამისად 18% და14%, იაპონიაში 28% და 24%, იტალიაში კი 26% და 25%.

ის სახელმწიფო კი, რომელიც ყველაზე ცოტა ენდობა ორივე ლიდერს, არის ესპანეთი. პუტინს ენდობა 7%- ტრამპს კი 5%.

ინგლისში, ავსტრალიასა და კანადაში ტრამპი მცირე სხვაობით წინ არის. ერთადერთი სახელმწიფოა ისრაელი, სადაც ტრამპისადმი ნდობა პუტინზე დიდი სხვაობით (28 %) წინ არის.
——-
წყარო: http://www.trt.net.tr/…/t-urk-ebi-trampze-metad-endobian-pu…

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *