საზოგადოება

ვის ვირჩევთ და ვინ ვინ არის?! სალომეს და გრიგოლის რეალური სახე…

ის, რომ “ქართული ოცნების” პიარშიკებს რუსი პიარშიკები სჯობნიან ეს ცხადზე ცხადია და სწორედ ამ საკითხს ეხება ირმა ცქიტიშვილის ფეისბუქ პოსტი რომელსაც სრულად იზარებს fact2.ge
Irma Tskitishvili – ფეისბუქ გვერდიან:

ბრილიანტივით მაგალითები მაქვს ერთი მცდარი პოლიტიკური მარკეტინგის და არასწორი კომუნიკაციის,
მეორე გააზრებული და მიზანმიმართული პოზიციონირების:

1. პარიზში დაბადებული, ფრანგი ემიგრანტი ს ა ლ ო მ ე, ევროპული განათლებით და ევროპული დიპლომატიური გამოცდილებით , საქართველოს სიყვარულით გაზრდილი შვილებით, (გვახსოვს ვაჟიშვილის ემოციური გამოსვლა)
სამშობლოზე შეყვარებული და ჩვენთვის სათაყვანებელი წინაპრებით (ნიკო ნიკოლაძე) და რუსების მტერი, კომუნისტების დროინდელი ქართველი დისიდენტი ქმრით (მეორე ქმარი ჯანრი კაშია გახლდათ) პოზიციონირებს, როგორც რუსული პოლიტიკის და ორიენტაციის გამტარებელი პრეზიდენტობის კანდიტანტი …
2. რუსეთში განათლება მიღებული, გ რ ი გ ო ლ ი , საბჭოთა დიპლომატიური სკოლის აღზრდილი, რუსეთში დიპლომატიური სამსახურეობრივი გამოცდილობით ( რაც კაგებესთან მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს ) რუსეთში შექმნილი ორი ოჯახით. პირველ შემთხვევაში რუს ქალბატონთან და ყავს ვაჟიშვილი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში და რუსეთის მოქალაქეა. მეორე ქორწინებაში კი ჩვენს საამაყო ნინო ანანიაშვილთან იმყოფება , რომელიც ისევ და ისევ მოსკოვში, დიდ თეატრში მოღვაწეობის დროს გაიცნო , ყავთ არაჩვეულებრივი ქალიშვილი ელენე . გრიგოლმა. რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა და იმოღვაწევა რუსეთში, პოზიციონირებს როგორც ევროპული ორიენტაციის, ანტირუსული პოლიტიკური შეხედულებების და ღირებულებების მქონე კანდიდატი …

დაუჯერებელია მაგრამ ფაქტია
1. გააზრებულ კომუნიკაციას სასაწაულების მოხდენა შეუძლია . ნუ გვავიწყდება , რომ ” ჯერ იყო სიტყვა და მერე საქმე… ”
2. პოლიტიკურ მარკეტინგში პოზიციონირება უმნიშვნელოვანესი ელემენტია წარმატების ფორმულაში, შეგახსენებთ რომ ” სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო …

P.S ჩემთვის ორივე კანდიდატი გარკვეული ურთიერთობებიდან გამომდინარე საკმაოდ ახლობელია ამიტომ ის რაც დავწერე მხოლოდ მაგალითებია და არ ითვალისწინებს საარჩევნო აგიტაციას და არ ემსახურება რომელიმე პოლიტიკურ ძალას. – წერს ირმა ცქიტიშვილი

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *