საზოგადოება

ვის მიერ იგეგმება პერმანენტული აქციები ელიავას ბაზრობის წინააღმდეგ და ვინ არის ეკატერინე ჯგუშია?

1tv.ge-ს ინფორმაციით: თბილისში, აგლაძის ქუჩის მცხოვრებლებმა „ელიავას ბაზრობის“ ქალაქგარეთ გადატანის მოთხოვნით აქცია გამართეს. მოქალაქეები, თბილისის გენგეგმის შესაბამისად, ბაზრობის ქალაქგარეთ გატანასა და მის ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ.

აგლაძის #34-ის I კორპუსის თავმჯდომარის, ეკატერინე ჯგუშიას განცხადებით, მათი საცხოვრებელის მიმდებარედ, ცემენტის, ქვიშისა და რკინის არაერთი საამქროა, რის გამოც, განსაკუთრებით, ქარიან ამინდში საამქროებიდან წამოსული მტვერი პირდაპირ სახლებში შედის. – წერია 1tv.ge-ს ვებგვერდზე.

ფაქტ2.გე აქტიურად აშუქებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ მოსაზრებებს და შესაბამისად ჩვენი გუნდი კარგად არის ჩახედული ამ საკითხში სადაც ხშირ შემთხვევაში იკვეთება კონკრეტული პიროვნებების კონკრეტული ინტერესები…

ზემოთ ხსენებული მიტინგის მთავარ გმირად ამჯერადაც ერთი ქალბატონი ეკატერინე ჯგუშია მოგვევლინა და სრულიად შემთხვევით თავად მამუკა სალუქვაძის ფეისბუქ გვერდზე აღმოვაჩინეთ ამ ქალბატონთან ერთად გადაღებულუ ფოტო რამაც კითხვა გაგვიჩნია ვინ არის ეკატერინე ჯგუშია რომელიც თავგამოდებით ბრძოლობს ელიავას ბაზრობის მოსაშორებლად?!

მამუკა სალუქვაძე სწორედ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორია რომელმაც იმუშავა თბილისის გენგეგმაზე და რომელის მიღება-არ მიღება საკრებულოს მხრიდან სათუოა ვინაიდან გეგმა უამრავ ხარვეზს შეიცავს და დაწუნებულიც კი იქნა ფრანგი ექსპერტების მიერ, თუმცა რამდენად მიიღებს და დაამტკიცებს თბილისის საკრებულო აღნიშნულ გეგმას რომელიც 2 მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდა ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ის ადამიანები წარმოადგენენ ვინც თავისდროზე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ბეტონის ურჩხულების აშენების ნებართვები გასცეს. აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ აღმოჩენილი ეკატერინე ჯგუშიას და მამუკა სალუქვაძის ფოტო აჩენს კითხვას: ქალბატონი ჯგუშია ბატონი სალუქვაძის დავალებით ხომ არ მოქმედებს? და თუ ასეა რა მიზნები ამოძრავებს სალუქვაძეს ბაზრობის ტერიტორიის მიმართ?

მეტი სიცხადისთვის ეს არის რუქა სადაც ნათლად ჩანს ელიავას ბაზრობის ტერიტორიის და აგლაძის ქუჩის 34-ე კორპუსის დაშორება რომელიც კიდევ უფრო მეტად აყენებს ეჭვის ქვეშ ორგანიზებულ პროტესტს.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *