ასტროლოგია მთავარი ბლოკი ნინო ხომერიკი

ზოდიაქოს ნიშნების ნოემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

surati

ვერძი

ვერძებისთვის ნოემბრის პირველი ნახევარი საგამოცდო პერიოდი იქნება, მათი შეუპოვარი დამოკიდებულებები და გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ თავზე უარყოფითად აისახება ადამიანებთან ურთიერთობებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაციები, მათ შორის  სასამართლო გარჩევებიც კი. ამგვარი პერიოდი განსაკუთრებით აქტიურია ნოემბრის 7 რიცხვამდე. ვერძებისათვის გაცილებით პოზიტიური პერიოდი დაიწყება 8 ნოემბრის შემდგომ, როდესაც მათ მიეცემათ საშუალება, წარმატებით გაიმყარონ საკუთარი პოზიციები და გააგრძელონ დასახული მიზნებისაკენ წარმატებული სვლა. ცეცხლოვან ვერძებს ექნებათ მცდელობა, მონაწილეობა მიიღონ კოლექტიურ საქმიანობებში,  ინტუიცია და მიზანდასახული ხასიათი კი მათ დაეხმარებათ ახალი იდეების პოვნაში, რომლებსაც დიდი სიამოვნებით გაუზიარებენ საზოგადოებას და ამით  საკუთარ მდგომარეობასაც გაიმყარებენ. თვის მესამე დეკადაში ვერძები თავს გაცილებით უკეთ იგრძნობენ, თუმცა, 22-დან 25 რიცხვის ჩათვლით, შესაძლოა მათ ცხოვრებაში თავი იჩინოს ძველმა კონფლიქტებმა და  გარკვეული მიზნების მიღწევაშიც რიგი პრობლემები შეექმნათ, რაც მათთვის მოულოდნელი იქნება.

კურო

დეკემბრის პირველი დეკადა საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია კუროებისთვის. ამ დროს მათ მიეცემათ საშუალება გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი, გაიკეთონ კარიერა, დაალაგონ პირადი და შემოქმედებითი კონტაქტები. განსაკუთრებით დინამიური იქნება 1-დან 3 და 6-დან 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდები. ამ პერიოდში დაგეგმილი შეხვედრები, დისკუსიები, წამოწყებული რომანტიული ურთიერთობები თვის მეორე დეკადის დასაწყისშივე მისცემთ მათ  საშუალებას, თავი ბედნიერად და წარმატებულ ადამიანებად იგრძნონ. უახლოესი გარემოცვისგან მიღებული რჩევები და იდეები იქნება იმის საწინდარი, რომ მათ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. 20-დან 26 ნოემბრის ჩათვლით მატულობს კონფლიქტების, გაუგებრობების, ინტრიგებისა და არაკეთილმოსურნე ხალხის გააქტიურების ალბათობა. თუმცა,  26 რიცხვიდან კუროები კვლავ იგრძნობენ ენერგიისა და შემოქმედებითი ძალების მატებას. წარმატებები,  რომელიც შესაძლოა მათ  27 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ეწვიოს,  იქნება მოტივაცია უფრო ამაღლებული და თამამი მიზნების მისაღწევად.

ტყუპები

ტყუპების ნიშნის ბებრი წარმომადგენლისთვის ნოემბრის პირველი დეკადა საკმაოდ ორაზროვანი იქნება. მათ მოუწევთ გაცილებით დიდი ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას და სამსახურეობრივ საკითხებს 3-დან 7 რიცხვის ჩათვლით. ტყუპების არასტაბილური, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა კონფლიქტური სიტუაციების მაპროვოცირებლად შეიძლება იქცეს განსაკუთრებით 3 ნოემბრიდან, როდესაც ბოლომდე იქნებიან ჩართულები სამსახურებრივი პრობლემების მოგვარებასა და ურთიერთობების გარკვევაში. ტყუპებს გაცილებით წარმატებული პერიოდი ელოდებათ კარიერასა და ურთიერთობებში 8 დან 13 ნოემბრის ჩათვლით. ამ დროისთვის კარგია მოგზაურობის, შეხვედრების და მოლაპარაკებების დაგეგმვა. თვის მესამე დეკადაში მოუსვენარ ტყუპებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ დაალაგონ ახალი კონტაქტები, ურთიერთობები, ეს პერიოდი მათთვის ემოციურად საკმაოდ აქტიური იქნება. მნიშვნელოვანია, 14-დან 26 რიცხვის ჩათვლით  ტყუპები განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარ გარემოცვას, რადგან პოტენციურ მეტოქეებსა და არაკეთილმოსურნეებს ექნებათ საშუალება  მიაყენონ მათ ზიანი, რის გამოც ტყუპების ახალი ურთიერთობები და დასახული იდეები შესაძლოა კრახით დასრულდეს.

კირჩხიბი

მგრძნობიარე კირჩხიბებისათვის ნოემბრის პირველი დეკადა იქნება საკმაოდ შემოქმედებითი და მნიშვნელოვანი პერიოდი. ისინი შეძლებენ საკუთარი ნიჭის და პოტენციალის ახლებურად გამოვლენას, განსაკუთრებით შესაძლებელი იქნება ბიზნესისა და პროფესიული სფეროს განვითარება. იმის გათვალისწინებით, რომ 3-დან 7 ნოემბრის ჩათვლით კირჩხიბებს გამძაფრებული ექნებათ საკუთარი ძალების, გარემოსა და მიმდინარე მოვლენების რეალურად აღქმის უნარი, მნიშვნელოვანია მოახდინონ აქტიური თვითრეალიზაცია, რადგან  მათში თავმოყრილი ენერგია საშუალებას მისცემს მარტივად მიაღწიონ პროგრესს ნებისმიერ სფეროში.  15-დან 20 ნოემბრის ჩათვლით მოსალოდნელია კირჩხიბებში ენერგიის კლება, სირთულეები საქმიანობასა და ურთიერთობებში, თუმცა, ნოემბრის მეორე დეკადა მათგან მეტ აქტიურობასა და ყურადღებას მოითხოვს. 21-დან 26 ნოემბრის ჩათვლით ემოციური გადაღლილობის ფონზე შესაძლოა კირჩხიბების ჯანმრთელობის გაუარესება. 27 რიცხვიდან კი სიტუაცია გამოსწორებას  დაიწყებს.

ლომი

ნოემბრის დასაწყისი ლომის ნიშნის წარმომადგენლებისთვის  საკმაოდ არასტაბილური პერიოდი იქნება, რის გამოც უმჯობესია, ცხოვრება წყნარ რიტმში გადაიყვანონ და უმეტესი დრო  ოჯახურ ურთიერთობებს დაუთმონ. თვის პირველ დეკადაში ნაკლებად ეფექტური იქნება ახალი პროექტების, შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოება. 3-დან 6 ნოემბრის ჩათვლით  ამ ნიშნის უმეტესი წარმომადგენლისთვის მოსალოდნელია ენერგიის დაქვეითება.   მათი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილური გახდება 7-დან 16 რიცხვის ჩათვლით, ამ პერიოდში ლომებს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი და დადებითი ემოცია ელოდებათ საწინააღმდეგო სქესისგან. 23 რიცხვის შემდეგ მათ გაუჩნდებათ შემოქმედებითი ძალების მოზღვავების განცდა  და  სურვილი, რომ განახორციელონ დასახული გეგმები. ეს პერიოდი დატვირთული იქნება ახალი პროექტებითა და შეთავაზებებით, თუმცა 20-დან 26 რიცხვის ჩათვლით ზოგიერთი მსგავსი შეთავაზება შესაძლოა რეალობის მიღმა აღმოჩნდეს.

ქალწული

ნოემბრის პირველი დეკადა, განსაკუთრების 2-დან 7 რიცხვის ჩათვლით პერიოდი საკმაოდ დინამიური, თუმცა, ნაკლებად პოზიტიური პერიოდია ქალწულებისათვის, რადგან მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები პირად და საქმიან ურთიერთობებში, ასევე, უახლოეს გარემოცვაში. 8-დან 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი ინფორმაციულად დატვირთული იქნება. მოსალოდნელია რომანტიული შეხვედრები, ფლირტი,  საქმიანი ურთიერთობების მოწესრიგება. თვის მეორე ნახევარის ბოლო დღეები პროგრესისა და ინტენსიური ცვლილებების მომტანი იქნება. კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისათვის, ახალი ხელშეკრულების დადებისა და ქორწინებისათვის. 18-დან 26 ნოემბრის ჩათვლით ფიზიკური ენერგიის კლების გათვალისწინებით, ქალწულებს მოუწევთ ცხოვრება წყნარ რიტმში გადაიყვანონ.

სასწორი

ნოემბრის პირველ დეკადაში სასწორები, თავიანთი მატერიალური ბაზის გამყარების მიზნით, აქტიურად გამოავლენენ საქმიან თვისებებს. მოსალოდნელია ახალი სარფიანი წინადადებებისა მიღება, რაც მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ფინანსურ მდგომარეობას. თუმცა, 4-დან 9 რიცხვის ჩათვლით პერიოდში მატულობს კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა სამსახურში, უფროსებთან, ამიტომაც მაქსიმალურად ეცადეთ, თავი აარიდოთ საქმიან გარჩევებს. 9 ნოემბრის შემდეგ სასწორებისთვის კვლავ მშვიდი პერიოდი იწყება. მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, მომგებიანად დააბანდონ საკუთარი ფინანსები,  შეიძინონ უძრავი ქონება და წარმატებით აწარმოონ ფინანსური ოპერაციები. გარდა ამისა, მათ მიეცემათ საშუალება, შექმნან კომფორტული გარემო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მათი უახლოესი გარემოცვისთვისაც. თვის მესამე დეკადაში, კერძოდ 20 -დან 26 ნოემბრამდე სასწორები ნაკლებ წარმატებას უნდა ელოდონ, ვინაიდან მოუწევთ ენერგიისა  და ყურადღების როგორც სამსახურებრივ, ასევე ოჯახურ პრობლემებზე გადატანა.

მორიელი

ბევრი მორიელისთვის ეს თვე საკმაოდ ცვალებადი იქნება. ამ ნიშნის წარმომადგენლები შეძლებენ ლიდერის თვისებების წარმოჩენას, გაუჩნდებათ ბევრი კარგი, შემოქმედებითი იდეა. განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში იქნებიან აქტიურები და თავდაჯერებულები. თუმცა, 4-დან 8 რიცხვის ჩათვლით კირჩხიბებს, მათი მოუთმენელი და კონფლიქტური ხასიათის გამო შასაძლოა გაუჩნდეთ პრობლემები. ამიტომაც მათთვის განსაკუთრებით სასურველი იქნება ზომიერების უნარის მოხმობა. ნოემბრის მეორე ნახევარში ამ ნიშნის წარმომადგენლებს დასჭირდებათ უახლოესი გარემოცვის დახმარება. მორიელებს აქვთ კომპრომისის უნარი, რაც  მათ შემოქმედებასა და კარიერაში დასახულ მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ. ამ პერიოდში მოიმატებს მათში თავდაჯერებულობის შეგრძნება და აუცილებელი იქნება,  ნებისმიერ საკითხზე სწრაფი რეაგირების მოხდენა. 21-დან 26 – ის ჩათვლით მორიელებს შესაძლოა გაუჩნდეთ ჯანმრთელობის პრობლემები.

მშვილდოსანი

ნოემბრის პირველი დეკადა ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იქნება, რადგან ფიზიკური ენერგიის შემცირება და საკუთარ პრობლემებზე მძაფრი ორიენტირება მათ საქმიანობას არაეფექტურს გახდის. საზოგადოებიდან წამოსული არასასურველი განწყობა, გაუგებრობები,  კრიტიკული შენიშვნები და ჯიბრიანი დამოკიდებულებები საკმაოდ გაურთულებთ მშვილდოსნებს ცხოვრებას. თვის მეორე ნახევარში მათ გაცილებით ფრთხილად მოუწევთ ურთიერთობა უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლებთან. 9-დან 17 ნოემრის ჩათვლით მოსალოდნელია ხასიათის, დამოკიდებულებების გაუმჯობესება. ისინი გახდებიან მეტად მგრძნობიარენი როგორც, საკუთარი, ასევე სხვისი პრობლებების მიმართ. მოვლენების სწორად შეფასების შემთხვევაში, მშვილდოსნები წარმატებით შეძლებენ თავიანთი პრობლემების გადაჭრას. 26 რიცხვის შემდგომ პერიოდში მათ მიეცემათ საშუალება იპოვონ საკუთარ თავში ახალი ძალები და თამამად ჩაერთონ ახალ საქმეებში.

თხის რქა

ნოემბრის დასაწყისში თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება შეიმუშაონ გეგმები, რაც მათთვის  ახალი და არაორდინალური იდეების განხორციელების დასაწყისი იქნება. კონტაქტები და რომანტიული შეხვედრები, რომელებიც უხვად ექნებათ ამ პერიოდში, საშუალებას მისცემს მათ შეცვალონ საკუთარი მსოფლმხედველობა. 7დან 14 რიცხვის ჩათვლით  პარტნიორებთან პოზიტიური ურთიერთობებით ისინი ბევრ ახალ მოკავშირესაც შეიძენენ. 15 დან 20 ნოემრის ჩათვლით, ამ ნიშნის წარმომადგენლები იმოქმედებენ შემდეგი პრინციპით: „ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან“. თუმცა, მესამე დეკადის მიწურულს, 26 რიცხვის შემდეგ მათ ელოდებათ დიდი წარმატება კარიერაში და პოზიტიური ცვლილებები პირად ურთიერთობებში. თუმცა, თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ 20-დან 25 -ის ნოემბრის ჩათვლით იქნება ენერგეტიკული პოტენციალის უეცარი ვარდნა, რამაც შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს მათ გარემოცვაზე.

მერწყული

ნოემბრის პირველი დეკადა –  2-დან 7 რიცხვის ჩათვლით, განსაკუთრებით რთული იქნება მერწყულების კარიერის, ავტორიტეტისა და რეპუტაციის მიმართულებით, ვინაიდან მათ მოუწევთ დაფარონ ვალები და შეასრულონ ადრე ნაკისრი ვალდებულებები. ამ პერიოდში  მერწყულებს შესაძლოა საკმაოდ დაეძაბოთ ურთიერთობა უფროსებთან, რის გამოც მოუწევთ გამოავლინონ ორგანიზაციული ნიჭი და მიზანდასახულობა. საკუთარი ცხოვრების დალაგების შესაძლებლობა ამ ნიშნის წარმომადგენლებს    8 დან 15 ნოემბრის ჩათვლით მიეცემათ. 16 დან 20 რიცხვამდე პერიოდში მათ მოუწევთ მეტი დრო დაუთმონ საკუთარ საქმიანობას. 20-დან 26 რიცხვამდე კვლავ საკმაოდ რთული პერიოდია მოსალოდნელი მათ ცხოვრებაში, ვინაიდან მერწყულები ორიენტირდებიან  პირადი სურვილების ასრულებაზე, რაც მათ გარემოცვაში  კონფლიქტურ სიტუაციებსა და  გაღიზიანებას გამოიწვევს. იმ შემთხვევაში, თუ ბნებით კონტაქტური მერწყულები შეძლებენ ურთიერთობების დალაგებას, თვის ბოლო დადებითი ექნებათ.

თევზები

ნოემბრის პირველი ნახევარი თევზებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით კი ამ ნიშნის იმ წარმომადგენლებისათვის,  ვისაც თავიანთ ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელების სურვილი აქვთ და მზად არიან ამისათვის პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგან. 7 რიცხვის შემდეგ შემდგარ შეხვედრები და ურთიერთობები რადიკალურად შეცვლიან მათ კარიერასა და პირად ცხოვრებას. აუცილებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების  15 ნოემბრამდე მიღება, რადგან უკვე 17 დან 22 რიცხვის ჩათვლით პერიოდში თევზებს მოუწევთ იბრძოლონ საკუთარი ცხოვრების სტაბილურობისთვის. ამ პერიოდში და მესამე დეკადის დასაწყისში, 26 რიცხვამდე მატულობს კონფლიქტების ალბათობა როგორც სამსახურში, ასევე უახლოეს გარემოცვაში, რაც გამოწვეული იქნება თევზების მხრიდან ძალაუფლების გადამეტებულად გამოყენების სურვილით. აღნიშნულის გამოც მოსალოდნელია უფროსობასთან ურთიერთობის გაფუჭებაც. თვის ბოლო თევზებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება. ამ პერიოდში ისინი შეძლებენ საკუთარი გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად წარმატებული ნაბიჯების გადადგმას.

მოამზადა ასტოლოგმა ნინო ხომერიკი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოტანიკური ბაღი სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

gogi

ამას მხოლოდ რუსული არმია თუ უზამდა თბილისს!

Beso Makharashvili

ინციდენტი რუსეთის საელჩოში.

Zaali Tsinadze

განაწყენებული მაია ასათიანი: ყველასთვის უცნობები და “პროფილით” ვარსკვლავებად ქცეულნი!

ნაძვის ხეები 8 ლარიდან – ის რაც სხვაგან 70%-ით ძვირი ღირს (უფასო მიტანა)

Beso Makharashvili

ადვოკატი ქეთი უტიაშვილი: ,,პროკურატურაში საქმეების განხილვა რეალურად არც კი დაწყებულა!”

Zaali Tsinadze

სად და როგორ დაწერა გალაკტიონმა ,,გამარჯობა აფხაზეთო შენი”.

Zaali Tsinadze

დაპირისპირება გრძელდება!

SOS: ხანძარი სავაჭრო ცენტრ “საბას” მიმდებარე ტერიტორიაზე