საზოგადოება

თავდაჯერებულობას გრძნობენ უცოდინრები – “ანოსოგნოსია” ანუ დანინგ-კრუგერის ეფექტი

უცოდინარი, რომელმაც არ იცის რომ უცოდინარია

ქვემოთ მოცემულ მასალას სწორედ ისინი ვერ გაიგებენ და კითხვას მიატოვებენ ვისზეც აღნიშულ მასალაშია საუბარი ანუ ანოსოგნოსიის მქონე ადამიანები და თუ ბოლომდე ჩაიკითხავენ იმას გაიგენებ რისი გაგებაც მხოლოდ მათ სურთ და არც კი ეცდებიან გაანალიზებას.
ერთხელ ფილოსოფოს ანაქსიმენეს თავისმა ახალგაზრდა მოწაფემ ჰკითხა თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ყოველ მომდევნო წელს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რაზეც წინა წელს დარწმუნებით საუბრობდა. ფილოსოფოსმა  ქვიშაზე ორი წრე დახაზა, ერთი დიდი და ერთი პატარა და თქვა: პატარა წრე-ეს არის ის რაც ახალგაზრდობაში ვიცოდი, დიდი წრე არის ის რაც ვიცი ახლა. წლების განმავლობაში ჩემი ცოდნის საზღვრები იზრდება. ყველაფერი რაც ცოდნის წრის გარშემოა არის უცოდინრობა. რაც უფრო ფართოა ცოდნის წრე, მით უფრო მეტი შეხება აქვს მას არცოდნასთან, მით მეტ შეკითხვას და ეჭვს ბადებს.
როგორც ანაქსიმენეს ახსნიდან ვიგებთ, ცოდნასა და უცოდინრობას შორის არსებობს შემდეგი სახის დამოკიდებულება – რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა კონკრეტული თემის გარშემო მით უკეთ აცნობიერებს იმას თუ რა არ იცის. არსებული ცოდნა მას აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს, თუ რა ინფორმაციას ფლობს და კიდევ რა სჭირდება, იმისთვის, რომ სრულყოფილი ცოდნა ჰქონდეს. მაგრამ ამავდროულად, მისი თავდაჯერებულობა იკლებს, რადგან შეფასებაში უფრო კრიტიკული ხდება, ცდილობს საკითხის სრულყოფილ გააზრებას, რაც ხშირ შემთხვევაში, იმდენად რთული და მრავალმხრივია, რომ ძნელი ხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. უცოდინარ ადამიანს ეს არ აწუხებს, მისი თვალსაზრისი და გადაწყვეტილება ყოველთვის მყარია, რადგან არ აქვს ინფორმაცია იმ უამრავი დეტალის შესახებ, რაც კონკრეტულ საკითხს შეიძლება ეხებოდეს და რაც შეიძლება რომ ეჭვისა და მერყეობის საფუძველი გახდეს.
ამდენად, უცოდინარის თავდაჯერებულობა და მცოდნის მოკრძალებულობა ერთი მოვლენის 2 მხარეა, რაც ქვიშაზე დახატული წრეებით ახსნა ანაქსიმენემ.
1999 წელს დევიდ დანინგმა და ჯასტინ კრუგერმა, თავიანთ ნაშრომში მეცნიერულად აღწერეს და დაასაბუთეს ის, რასაც შემდგომში დანინგ-კრუგერის ეფექტი ეწოდა. 2000 წელს კი მკვლევარებს აღნიშნული ნაშრომისათვის მიენიჭათ ნობელის პრემია. ანაქსიმენე-დანინგ-კრუგერის ეფექტი გულისხმობს უცოდინარი ადამიანების მიდრეკილებას, გადაჭარბებულად შეაფასონ საკუთარი უნარები და მიანიჭონ მათ საშუალოზე ბევრად მაღალი დონე.
უსაფუძვლო თავდაჯერებულობის მსგავსი შემთხვევები მეტად გავრცელებული და საინტერესოა. მეცნიერები ასკვნიან, რომ რაც უფრო ნაკლები იცის ადამიანმა კონკრეტული თემის შესახებ, მით მეტადაა დარწმუნებული საკუთარი მოსაზრების სისწორეში და არ შეუძლია სხვისი კომპეტენტურობის შეფასება.
აღნიშნულ ფსიქოლოგიურ მოვლენას დანინგი აკავშირებს ისეთ ფიზიოლოგიურ დაავადებასთან, როგორიცაა ანოსოგნოსია. ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი პარალიზებულია ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში არსებული დაზიანების გამო, თუმცა ვერ აღიქვამს ამ ყველაფერს, რადგან ასევე დაზიანებულია ნერვი, რომელიც აღქმის სისწროეზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, როდესაც ასეთ ადამიანეს ეუბნებიან რომ აიღოს ფანქარი, რომელიც მისგან მარცხნივ დევს ის ხედავს, რომ ვერ ასრულებს დავალებას, მაგრამ მიზეზად მოჰყავს არა ის რომ არ შუეძლია, არამედ ამბობს, რომ დაღლილია ან ამბობს, რომ არ სჭირდება ფანქარი და ა.შ.
ჩვენ ყველას გვინახავს, ან ვიცნობთ ადამიანს, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში დანინგ-კრუგერის ეფექტს განასახიერებს: ვიცნობთ სტუდენტს, რომელიც უკმაყოფილოა საგამოცდო ტესტში მიღებული დაბალი შეფასებით და მზადაა თავისი წარუმატებლობის მიზეზად ლექტორების
არაობიექტურობიდან დაწყებული მთელი განათლების სისტემის გაუმართაობაზე ისაუბროს ისე, რომ თავის ნიჭიერებასა და უნარებში ეჭვიც არ შეეპაროს.
გვინახავს კადრები სატელევიზიო შოუებიდან როცა კონკურსანტი, ღრმად დარწმუნებული თავის ვოკალურ, თუ სხვა სახის მონაცემებში, როგორ აგრესიულად იღებს კომპეტენტური ჟიურის უარყოფით შეფასებას, არ იზიარებს მის შენიშვნას და არ აინტერესებს სხვისი აზრი. მათ უბრალოდ არ იციან…
ანოსოგნოსიის მქონე ადამიანები, ყოველთხვის ხდებიან სხვებზე დამოკიდებულები, თუმცა როგორც კი შენიშვნებს იღებენ ადამიანისგან მაშინვე გარბიან და ახალ დასაყრდენს ეძებენ თავდაჯერებულობის გასამყარებლად, რომ პრობლემ მათში კი არა სხვებშია და ადამიანები მას უბრალოდ ვერ უგებენ, ასევე ისინი პროგნოზირებენ ფანტასტიკურ, შესანიშნავ მომავალს და ყოველი სიახლე ჰგონიათ, რომ ეს სწორედ ის არის, თუმცა იმედები მალევე უცრუვდებათ და ვარდებიან ღრმა დეპრესიაში. ვერ ეგუებინა მარცხს და ამაში შესაძლოა საკმაოდ ღრმა, თავდაჯერებული არგუმენტებით ნიავიც კი, დაადანაშაულონ.
დანინგმა და კრუგერმა ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია კორნელის უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს აძლევდნენ დავალებებს და შემდგომში საკუთარი შედეგების პროგნოზირებას სთხოვდნე.
აღმოჩნდა, რომ თუ მათი რეალური შედეგი იყო 12 ქულა, წინასწარმეტყველებდნენ, რომ ექნებოდათ 60 ქულა.
ექსპერიმენტები ადასტურებს, რომ უცოდინრები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან და რომ სწორ გზას ადგანან.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ნულოვანი ცოდნა ნიშნავს ნულოვან თავდაჯერებულობას, მაგრამ როგორც კი ჩნდება მცირე ცოდნა, თავდაჯერებულობა მკვეთრად იზრდება და მაქსიმუმს აღწევს. შემდეგ, გარკვეულ ეტაპამდე, ცოდნის ზრდასთან ერთად საკუთარი შესაძლებლობებზე არსებული წარმოდგენა მცირდება მერე კი ისევ იმატებს, თუმცა მცოდნე ადამიანის თავდაჯერებულობა არასდროს არ არის ისე მაღალი, როგორც უცოდინარის.
ბერტრან რასელითავის ნაშრომში “The Triumph of Stupidity” ამბობს: „ჩვენი დროის ერთ ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ის არის, რომ ისინი ვინც თავდაჯერებულობას გრძნობენ უცოდინრები არიან, ხოლო ისინი ვისაც აქვთ წარმოსახვისა და გაგების უნარი ეჭვითა და გაუბედაობით არიან სავსე“. მანამდე კი ჩარლზ დარვინმა აღნიშნა, რომ „უმეცრება უფრო ხშირად წარმოშობს თავდაჯერებულობას ვიდრე განათლებულობა“.
ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ დამატებით ტრენინგსა და სხვადასხვა საგანამანათლებლო ღონისძიებას შეუძლია დანინგ-კრუგერის ეფექტის შემცირება. როცა ადამიანი ამა თუ იმ საკითხის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას იღებს და ზოგად წარმოდგენას იქმნის, ის უკვე აცნობიერებს, რომ თავისი სუბიექტური აზრის გარდა არსებობს განსხვავებული შეხედულებაც და ყველაფერი არც ისე ადვილადაა, როგორც თავიდან ეგონა.
მკვლევარები მიუთითებენ, რომ არსებობს რამდენიმე საშუალება იმისა, რომ გარკვეულწილად შემცირდეს აღნიშნული ეფექტის ზემოქმედება. ამისათვის კი, საჭიროა:
ადამიანმა უბრალოდ გაიგოს და იცოდეს ამ ეფექტის არსებობის შესახებ და ისწავლოს მისი აღმოჩენა საკუთარ თავსა და სხვებზე დაკვირვებით.
პრობლემის მოგვარების ძირითადი გზა კი ისევ და ისევ განათლება და მისი უდიდესი როლის აღიარებაა. განათლებულობა, რომელიც როგორც ანატოლ ფრანსი ამბობდა, არ არის ის რა ვიცით, განათლებულობა არის უნარი შეგვეძლოს განვაცალკევოთ ერთმანეთისგან ის რაც ვიცით და რაც არ ვიცით.
წყარო: www.weg.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *