ქალი და მამაკაცი

თავისუფლება ყველგან და ყველაფერში

თუ უცებ მარტო დარჩით (ცხოვრებაში ყველაფერი ხდება), ესე იგი, ვიღაცამ ჯეროვნად არ შეაფასა თქვენი ღირსებები; არ დაინახა და არ დააფასა თქვენი სიყვარული. ნუ დაიდანაშაულებთ თავს. შეიძლება, მას არ ეყო ჭკუა ან, გამჭრიახობამ უმტყუნა… ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია: თქვენ ჯერ არ შეხვედრიხართ ღირსეულ ადამიანს, რომელიც შეგიყვარებთ და მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხართ. სანამ ეს არ მომხდარა, იპოვეთ პლუსები თქვენს მარტოობაში.

პირველი – თავისუფლება ყველგან და ყველაფერში! არანაირი ვალდებულებები და პასუხისმგებლობაც – მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. აღარ ინერვიულებთ იმაზე, რომ ვიღაცას წასვლა-მოსვლის გრაფიკი უნდა შეუთანხმო. მოეწონება თუ არ მოეწონება შენი ახალი ვარცხნილობა, მაკიაჟი თუ ჩაცმის სტილი – ეს ყველაფერი შენი სანერვიულო აღარ არის.

მეორე პოზიტივია არჩევნის თავისუფლება. რა იგულისხმება ამაში? – ყველაფერი. უფრო სწორად, არჩევნის თავისუფლება ყველაფერში, საკვებშიც კი. აღარაფერს ვამბობთ ჰობიზე და გართობაზე. ბოლოს და ბოლოს, საღამოებს ისე გაატარებთ, როგორც მოგესურვებათ. უყურებთ გასართობ გადაცემებს, სერიალებს, ბოლოს და ბოლოს, ყველაზე შესაფერისი დროა, რათა იფიქროთ კარიერაზე, იმუშაოთ ბევრი და გაითავისოთ დასახული მიზნების არეალი; იაროთ წინ და აღარ მოიხედოთ უკან – რა საჭიროა! აღარ მოისმენთ დაუმსახურებელ საყვედურებს. არავინ დაგიშლით მობილურზე საათობით ლაპარაკს, დაქალებთან ჭორაობას და, რაც მთავარია, არავინ დაგიყრით ოთახში უწესრიგოდ ჭუჭყიან წინდებსა და ფეხსაცმელებს… ანუ, გაუმარჯოს თავისუფლებას!

 

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

აგრეთვე იხილეთ

Close