კრიმინალიმთავარი ბლოკისპორტი
თამაზ ნამგალაური: ხელი წავუჭირე, მეორე ხელი პირზე დავაფარე და გავგუდე, მერე გავხადე და გავაუპატიურე…

თამაზ ნამგალაური იყო გულჩათხრობილი, სიტყვაძუნწი კაცი, განმარტოება უყვარდა, დიდი სერიოზულობით ეკიდებოდა ჭიდაობის საქმეს. თუ ვინმეს დახმარება შეეძლო, უარს არ ეუბნებოდა – ასე ახასიათებდნენ მას ნაცნობები, მეგობრები კი ნამგალაურს თითქმის არ ჰყოლია. მას ჰქონდა ყველაფერი – ტრიუმფალური მიღწევებისპორტში, აღიარება, დაფასება, მისი საავტორო ილეთი განხილვისა და აღფრთოვანების საგანი იყო.
31 წლის თამაზ ნამგალაური – ცნობილი ქართველი მოჭიდავე, რომლის სპორტულმა წარმატებებმა მთელი მაშინდელი საბჭოთა კავშირი აალაპარაკა, მოგვიანებით კი მისმა სისასტიკემ ქვეყანა შეძრა. ვინ იყო სინამდვილეშითამაზ ნამგალაური და მიუხედავად მის მიერ ჩადენილი შემზარავი დანაშაულებისა, რითი გამოირჩეოდა ის დანარჩენი სიკვდილმისჯილებისგან?
სახელოვანი სპორტსმენი რომელიც არაერთ ძალადობრივ ქმედებაში იყო შემჩნეული, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე არასოდეს აღძრულა.
რა იყო არასრულწლოვნების მიმართ ეს მანიაკალური ლტოლვა, რომელსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი ვერ აკონტროლებდა? ბავშვობისდროინდელი ტრავმა, რომელმაც ნამგალაურის ფსიქიკა დაავადა თუ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც იმ წლების ტრიუმფატორ სპორტსმენს ჩამოუყალიბდა, ძნელი სათქმელია. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოგვიანებით სასამართლო–ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ მისი შეურაცხადობაარ დაადასტურა.
ამონარიდი ნამგალაური ჩვენებიდან
“1988 წლის 12 ივნისს ოჯახთან ერთად დუშეთში უნდა წავსულიყავი. სახლიდან გამოვედი, რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე, მერე ტაქსი დავიქირავე და მარტო წავედი დუშეთში, არ ვიცი, რატომ. ეზოში რომ ჩავედი, ჩემი ბიძაშვილი დათო დავინახე, დავუძახე, ბოსტნის გაწმენდაში დამეხმარე მეთქი, ისიც გადმოვიდა და დამეხმარა. არაყი დავლიეთ, მერე ვუთხარი, წადი შენი და გადმოიყვანე-თქო, ახლა ჩემები ამოვლენ და ბავშვები ერთად ითამაშებენ-მეთქი, დათო წავიდა და თავისი პატარა დაც მოიყვანა. მერე ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების შესახვედრად… დათო რომ წავიდა, გოგონა ოთახში შევიყვანე, კარი ჩავკეტე, ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავაწვინე, რომ არ ეყვირა ყელში, ხელი წავუჭირე, მეორე ხელი პირზე დავაფარე და გავგუდე, მერე გავხადე და გავაუპატიურე, ამასობაში დათოც დაბრუნდა, დას ეძებდა, გოგონა საწოლებს შორის დავმალე, დათო ოთახში შემოვახედე და ვუთხარი, აქ არ არის – მეთქი, დათოც წავიდა. მეგონა, გოგონა მკვდარი არ იყო და ყელში თოკი წავუჭირე, მერე ჩანთა გადმოვიტანე, გოგონა შიგ ჩავდე, იქვე ჩავყარე გოგონას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზეწარი, ბალიშის პირი, ჩანთა ბოსტანში გადავიტანე და იქ დავმარხე. მიწას რომ ვაყრიდი დედამისმა დამიძახა, გოგონა ხომ არ დაგინახავს-თქო, მე ვუთხარი, იქეთ გარბოდა-მეთქი. მერე თბილისში დავბრუნდი, უკვე საღამო იყო, ვიბანავე, ვისადილე, ტელევიზორს ვუყურე და დავიძინე. მეორე დღეს დამაპატიმრეს”.
უმძიმესი დანაშაულის აღიარება ნამგალაურის სასამართლო პროცესზე ერთადერთი შოკისმომგვრელი ამბავი არ ყოფილა. ცნობილმა ძიუდოისტმა ყველასათვის მოულონდელი საბოლოო სიტყვა წარმოსთქვა:
“არც წინასწარი გამოძიებისას ვუარყოფდი და არც ახლა ვუარყოფ დანაშაულს, მე ახლა 31 წლის ვარ, თუ არ დამხვრეტენ და 15 წლის შემდეგ გამოვალ ციხიდან რა გარანტიაა იმისა, რომ ისევ არ ჩავიდენ რაიმეს, ამიტომ მე მხარს არ ვუჭერ ჩემს დამცველს და გთხოვთ, ჩემს მიმართ გამოიყენოთ სასჯელის განსაკუთრებული ზომა” .
არის ვერსია, რომ თამაზ ნამგალაური დახვრიტეს 1994 წელს, როცა საქართველოს მაშინდელმა სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა 14 სიკვდილმისჯილის დახვრეტას, რასაც ოფიციალურად უარყოფს გენერალური პროკურორის მოადგილე, ანზორ ბალუაშვილი. ამ ვერსიას თავის დროზე ჯერ დაეთანხმა ელენე თევდორაძე, მერე კი მანაც უარყო.
მოკლედ, ნამგალაურის თემა ერთგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად და იმის ბარომეტრად იქცა, თუ რომელი პრეზიედნტი უფრო გულმოწყალე იყო – ზვიად გამსახურდია თუ ედუარდ შევარდნაძე.
ყველაზე გავრცელებული ვერსია კი ის არის, რომ თამაზ ნამგალაური 1991 წელს ციხიდან გააპარეს იაპონიაში და ამჟამადაც იქ ცხოვრობს.
www.fact2.ge