განათლებაკერძო სკოლებიმთავარი ბლოკისაზოგადოება

თანამედროვე სასკოლო ალბომები ჟურნალის სახით – დაუვიწყარი ფოტოსესია ბავშვებს

რამდენიმე წელია გამოჩნდა ახალი, თანამედროვე სასკოლო ალბომები, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო ფეხს იკიდებს დაწყებით კლასებში.

ახალი სტილის ალბომები თანამედროვე ბავშვების თუ პროგრესულად მოაზროვნე მშობლებისა და მასწავლებლების დიდ მოწონებას იმსახურებს, რადგან დრომოჭმულ, კომუნისტურ სასკოლო ალბომებს ვადა ამოეწურა და ამიტომ ახალგაზრდა კრეატიულმა გუნდმა შექმნა ჟურნალის სტილის სრულიად თანამედროვე, სამახსოვრო ფოტოალბომი.

ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უტარდება სტუდიური ფოტოსესია და იბეჭდება მათი პირველი ინტერვიუები ოცნებების და სურვილებისა შესახებ, რაც საკმაოდ ხალისიანსა და დასამახსოვრებელს ხდის მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ ჟურნალს.

– როგორ გაჩნდა იდეა და რა ტიპის ალბომებზეა საუბარი?

  • ბესო მახარაშვილი: 2013 წელს ჟურნალ „თბილისელების“ რედაქციის 4 თანამშრომლის შვილი მივიდა პირველ კლასში და მათთვის საჩუქრად მინდოდა განსხვავებული, ორიგინალური ჟურნალი დამემზადებინა. ამ ოთხეულის ფოტოსესია მოვაწყვე და გადავწყვიტე რვა გვერდიანი ჟურნლი გამეკეთებინა თავისი მოკლე ინტერვიუებით: რაზე ოცნებობდნენ, რა უნდოდათ გამოსულიყვნენ, ჯადოსნური ჯოხი რომ ჰქონოდათ, რას გააკეთებდნენ და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხი 30 წლის წინ ჩემმა მასწავლებელმა დაგვაწერინა პირველ კლასში და აპირებდა დამამთავრებელ კლასში, ბოლო ზარზე წაეკითხა, თუმცა მე-5 კლასიდან სკოლა შევიცვალე და დღემდე, რაც მახსოვს იმ ნაწერიდან ის იყო, მინდოდა, ფიზკულტურის მასწავლებელი გამოვსულიყავი. ძალიან მაინტერესებს სხვა დანარჩენზე მაშინ რას ვფიქრობდი, მაგრამ სამწუხაროდ, ამის გაგების შესაძლებლობა აღარასდროს მომეცა. ამიტომ გადავწყვიტე, ბავშვების ბავშვური  ოცნებები (სურვილები) სამუდამოდ დამეფიქსირებინა ერთ ჟურნალში. მთავარი კი ის იყო, რომ გარეკანი პერსონალური ყოფილიყო და ინდივიდუალური ჟურნალი დამზადებულიყო. როგორც კი ეს იდეა გავაჟღერე, მთელმა რედაქციამ აიტაცა – ყველას მოუნდა შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის გაეკეთებინა იგივე და მაშინ მთავარ რედაქტორთან ერთად გადაწყდა ეს ვერსია სხვა ბავშვებისთვისაც შეგვეთავაზებინა.

ზუსტად ორ თვეში 2 000 პირველკლასელს მოვუყარეთ თავი და ერთ დიდ კატალოგად გამოვეცით, რაც ვირუსივით მოედო  ქალაქს.

– ახლა უკვე კონკრეტულად ერთი კლასის ინდივიდუალურ ჟურნალებს ბეჭდავთ. რთული და ძვირი არ არის ასეთი მცირე ტირაჟის დაბეჭდვა? თანაც ყდას სახელობითს უკეთებთ – ყველა ბავშვი თავისი ჟურნალის გარეკანზე იბეჭდება…

  • რთულია, მაგრამ ძვირი არ არის. ყოველშემთხვევაში ჩვენი 16გვერდიანი ჟურნალიც 25-27 ლარი ღირს და ოთხ გვერდიანი მუყაოს ალბომიც. კარგი გუნდი ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ხარისხინად იყოს შესრულებული. ყოველ წელს შეგვაქვს სიახლე და ვავითარებთ გამოცემას. ხარვეზები და შეცდომები ცხადია დღემდეა, თუმცა გამოსწორებადი. შარშან, დაახლოებით, 80 ჟურნალამდე თავიდან, ხელმეორედ გაგვიხდა დასაბეჭდი, რადგან ჩვენთვის მთავარია დამკვეთი იყოს ბოლომდე კმაყოფილი. 21-ე საუკუნეში ყველას უნდა ჰქონდეს გარანტირებული ხარისხი. სტამბის ხელმძღვანელობასაც ისე მოსწონს ეს ახალი სტილის ალბომები, რომ ხელს გვიწყობს. წარმოიდგინეთ, ჩვენ მივდივართ სკოლაში ასაწყობი (მოძრავი) ფოტოსტუდიით, განათება, ფარდა და ასე შემდეგ. ვიღებთ უკლებლივ ყველა ბავშვს სურს ჟურნალის დამზადება თუ არა. აბსოლუტურად ყველა ბავშვია ამ პროცესში ჩართული და ყველასგან ვიღებთ მოკლე ინტერვიუებს; ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ, თუ ვინმეს მშობელს არ აქვს ალბომის დამზადების შესაძლებლობა ბავშვს გული არ დაწყდეს და ამიტომაც უკლებლივ ყველას ვრთავთ პროცესში, რაც ჩვენთვის ძალიან რთული, მაგრამ მათთვის ძალიან სახალისო პროცესია. მერე „ფეისბუქზე“ ვტვირთავთ ყველა ბავშვის თითო ფოტოს, მშობლები იზიარებენ, აკომენტარებენ და მოკლედ, არის დიდი ჟრიამული. მასწავლებლემს ჰგონიათ მივალთ, 1-2 ფოტოს გადავიღებთ და წამოვალთ, მაგრამ გადაღებებს რომ აღარ ვამთავრებთ ლამის ძალით გამოგვყარონ ხოლმე სკოლიდან – უნდა ნახოთ, ბავშვები როგორ პოზირებენ კამერასთან, განსაკუთრებით, გოგონები როგორ იპრანჭებიან – ეს არის საოცარი პროცესი. მერე ეს ზღვა მასალა მუშავდება, კაბადონდება, კორექტირდება და იბეჭდება. ხშირად ღამეებს ვათენებთ, განსაკუთრებით აპრილ-მაისში, რადგან ყველა კომფორტთან ერთად ჩვენ ვთავაზობთ 2-3 კვირიან ვადას, ანუ გადაღებიდან 15-20 დღეში ალბომი მზად უნდა იყოს. როცა გადაღებები ყოველდღიურ რეჟიმშია, ასობით ბავშვზეა საუბარი და ყველა ჟურნალი ინდივიდუალურად მათთვის მზადდება, ეს ტიტანური შრომაა. შეიძლება, გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ 24საათიანი უძილობა მავიწყდება როგორც კი მზა ჟურნალები შემაქვს კლასში – ამ დროს უნდა ნახოთ ბავშვების ემოციები, კომენტარები და საოცრად ბედნიერი თვალები.

– რამდენი ბავშვი უნდა იყოს მსურველი, რომ შედგეს ფოტოსესია და დამზადდეს ალბომი?

  • მინიმუმ 15 ბავშვი მაინც უნდა იყოს, რომ დაიგეგმოს გადაღება, თუმცა როგორც გითხარით, გადაღების პროცესში უკლებლივ ყველა ბავშვია ჩართული, მაგრამ მე ჯერ არ მახსოვს, გადაღების შემდეგ ვინმეს უარი ეთქვა ჟურნალის დამზადებაზე – რომ მივსულვართ ნახევარი კლასის გადასაღებად, გამოვსულვართ კლასის სრული შეკვეთით. გარდა ამისა, ჩვენი ალბომი კიდევ იმით არის საინტერესო, რომ გარკვეული გვერდების დაგეგმვა შესაძლებელია მშობლებისა და მასწავლებლების სურვილის გათვალისწინებით, ასევე, ფერების შერჩევა ან ჟურნალის სახელწოდების შეცვლა. მაგალითად კერძო სკოლები ძირითადად სკოლის სახელს აწერენ ყდაზე – „თბილისელები ქიდს“-ის ნაცვლად.
გადაღებები ხდება წინასწარი ჩაწერით 599 37 97 73; 571 37 97 73 ფოტოებისა და დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ფეისბუქის ლინკზე: Tbiliselebi/Official

16გვერდიანი ჟურნალის 4 გვერდის ათვისება შესაძლებელია მშობლების ან პედაგოგების სურვილის მიხედვით. ასევე შესაძლებელია დიზაინის, ფერების, სტილის და მათ შორის სახელწოდების შეცვლაც.

მომავალი პროგრესული თაობა ირჩევს სიახლეს

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *