ბლოგერებიგოგი ლორთქიფანიძე

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანუ ქალაქის ახალი “კონსტიტუციის” განხილვები დაიწყო!

პატივცემულო თბილისელებო!!!
იცით თუ არა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანუ ქალაქის ახალი “კონსტიტუციის” საჯარო განხილვები დაიწყო 2 დღის უკან, დღეს იყო შეხვედრა სტუ-ში, დაგეგმილია სახ. უნივერსიტეტში განხილვა, მერე დეველოპერებთან, მერე სექტემბერში საკრებულოს კომისიებში და ოქტომბრის დასაწყისში კი უნდათ, რომ დაამტკიცონ…
მე არ ვეხები თვითონ დოკუმენტის (1000 გვ.-ზე მეტი) შინაარსობრივ მხარეს და იმ ინტერესებს რაც დევს შიგნით …
მე მაინტერესებს ასეთი სისწრაფით რატომ ვიღებთ ამ დოკუმენტს თბილისელებთან რეალური კონსულტაციის გარეშე?.
მე კი ვიცი რატომაც ჩქარობენ, მაგრამ მაინც ვიკითხე…
ისე ოცნების მომავალი მერობის კანდიდატიც, რომ დაინტერესდეს ამ საკითხით არ იქნება ურიგო….
რატომ?
იმიტომ, რომ მერე ყველა ის უარყოფითი მუხტი რაც ამ დოკუმენტს ახლავს თან, მისკენ წარიმართება… მისი არჩევის შემთხვევაში, რა თქმა-უნდა. – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გოგი ლორთქიფანიძე

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები