ეზოთერიკაეს ყველამ უნდა იცოდესმთავარი ბლოკი

თეფში რუნებით რომელიც იმპოტენციაზე, ბარაქაზე და სიყვარულის პოვნაზეც კი ახდენს გავლენას… ნანა მამაგულაშვილის ახალი აღმოჩენა!

ეს ორიგინალური ორნამენტებიანი თეფშები უბრალო სადილის თეფში არ გეგონოთ. მასზე დატანილია გარკვეული ენერგია კონკრეტული მიზნებისთვის და მისი სათითო დეტალი მათშორის ყველა ფერი სპეციალურად არის შერჩეული.


ნანა მამაგულაშვილი:
ესენია სასწაულმოქმედი თეფშები, ცხადია ამის გაკეთება შესაძლებელია სხვა ჭურჭელზეც, მაგრამ თეფში გაცილებით დიდ შედეგ იძლევა ვიდრე თუნდაც საყვავილე ვაზეზე გაკეთება, თუმცა ვაზაც საკმაოდ დატვირთული შესაძლებლობების გამოდის ვინაიდან ის მრვალია და ენერგეტიკის წყვეტა არსაიდან არ აქვს, ამიტომ ძირითადად ამ საქმის მცოდნები ვაზას ან თეფთშ იყენებე.

– კონკრეტულად რისთვის გამოიყენება ეს თეფში და რა გავლენას ახდენს მის პატრონზე?

– ყველა თეფშს თავისი დატვირთვა აქვს, მაგალითად ავი თვალისგან, ჯადოსგან იცავს ადამიანს, ასევე თეფშის დატვირთვა ხდება როგორც კარიერულ ისე ბიზნესის წარმატებაზე, ბარაქაზე და თვქენ წარმოიდგინეთ სიყვარულის მოსაზიდადაც კი… კიდევ უარესს გეტყვით – აგვისტოში მყავდა პაციენტი რომელიც ჯანმრთელობის დიაგნოზის დასასმელად მოვიდა და აღმოაჩნდა სასქესო ორგანოს ფუნქციის დაკარგვა, სხვათაშორის ასეთი დიაგნოზი პირველად დავსვი მეც არ მქონია პრაქტიკაში. მან საკმაოდ მორიდებით აღიარა და გამიმხილა თავისი პრობლემა. მაშინ მე მას შევთავაზე, რომ გაგიკეთებ თეფშს რომელიც საძინებელში საწოლის თავზე ან მასთან ახლოს დაეკიდე მეთქი, ოღონდ მე შენ ამაში არნაირ თანხას არ გადაგახდევინებ და თუ 40 დღეში შენი პრობლემა მოგვარდება უბრალოდ მომწერე რომ იმოქმედა სხვა შენგან მეტი არაფერი მინდა მეთქი. დაახლოებით ერთი კვირა მოვუნდი ამ თეფშის დამზადებას, დავუსვი მისი დაბადების დღის მიხედვით გამოთვლილი ზუსტი ციფრები და გამოვიყენე სპეციალური რუნები, მათშორის ინდური მანტრების ფერიც სპეციალურად მისთვის შევარჩიე.


– არ მითხრათ იმპოტენცია განვკურნეო…

– თქვენ წარმოიდგინეთ და უნდა გითხრათ… (იცინის) დიახ. რამდენიმე დღის წინ მოვიდა და მადლობაც გადამიხადა …

– მადლობაზე ამზადებთ ჯადოსნურ თეფშებს?

– (იცინის) არა მადლობაზე არა, მაგრამ მე ამ ადამიანზე პრაქტიკულად ცდა ჩავატარე, მანამდე ბრვრი რუნა მქონდა დაწერილი რომელიც წარმატებით მუშაობდა, მაგრამ სექსუალურ პრობლემაზე პირველად გავაკეთე და მეც მაინტერესებდა რა შედეგ მივიღებდით, ცხადია მანაც იცოდა რომ ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო ამ თემასთან მიმართებაში.

– ასეთი წარწერები ქვებზეც მინახავს, მაგრამ რუნებს განსაკუთრებულ დატვირთვას როგორ აძლევთ?

– რუნები ძველი გერმანული დამწერლობაა და მისი ფუძე „რუნ“ ნიშნავს საიდუმლოს რომელიც მოგვიანებით თეთრ და შავ მაგიაშიც გამოიყენებოდა. ცნობილია რუნებით შესრულებული წარწერები ქვაზე, ლითონზე, ხეზე; მოგვიანებით სასულიერო და საერო ტექსტები ქაღალდზე, თუმცა განსაკუთრებული დატვირთვა გარკვეული რიტუალის ჩატარების შედეგად მიიღწევა.

– თქვენ თქვით ამ რუნების და თეფშის წყალობით სიყვარულის ანუ ბედის მოზიდვაც ხდებაო  და მაინტერესებს აზარტული თამაშების მოყვარულებისთვის თუ არის შესაძლებელი თამაშის შეძულება?

– სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ ესეც არ მქონია პრაქტიკაში და მშვენიერი იდეა მომაწოდეთ. აუცილებლად მოვნახავ ასეთი ადამიანის ოჯახის წევრს და შევთავაზებ, ვნახოთ რა გამოვა…

– ქალბატონო ნანა თქვენ ადრე ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში გამოდიოდით ხოლმე სადაც მაყურებელს ტელეფონის მეშვეობით უსვამდით დიაგნოზებს და ახლა აღარ ხართ?

– დიახ. გადაცემა ზაფხულში 1 თვით დაიხურა და ახლა ისევ გაგრძელდა. გასულ პარასკევს მეც ვიყავი ეთერში და პროდიუსერების გადაწყვეტილებით ისევ პარასკევ გამოშვებით ვიქნები. ასე რომ მაყურებელს შეუძლია კავკასიაზე პარასკევობით კვლავ მიყუროს და პირდაპირ ეთერშიც დამიკავშირდეს.

ქალბატონ ნანასთან შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 599 74 37 37

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები