მთავარი ბლოკიპოლიტიკასიმონ კილაძე

თვალთმაქცობა დიდ პოლიტიკაში: რას ამბობდნენ პრეზიდენტები, პრემიერები და მინისტრები დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამდე და არჩევის შემდეგ

simon kiladzis  facebook-ის გვერდიდან

თვალთმაქცობა დიდ პოლიტიკაში:
რას ამბობდნენ პრეზიდენტები, პრემიერები და მინისტრები დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამდე და არჩევის შემდეგ
————-
ფრანსუა ოლანდი, საფრანგეთის პრეზიდენტი:
არჩევამდე: “მის ზოგიერთ გამონათქვამზე, უბრალოდ, გული მერევა”;


არცევის შემდეგ: „მე მინდა რაც შეიძლება მალე შეგხვდეთ და ვისაუბროთ იმ ფასეულობებისა და ინტერესების ირგვლივ, რაც ჩვენ გვაერთიანებს“.

მატეო რანცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი:
არჩევამდე: “დონალდ ტრამპი ისეთი კაცია, რომელიც ადამიანების დაშინებით არის დაკავებული“;
არჩევის შემდეგ: „მე დონალდს ყველაფერ კარგს ვუსურვებ. იტალიას და ამერიკას ერთმანეთთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ“.

ბორის ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი:
არჩევამდე: ერთადერთი მიზეზი, რომ მე აშშ-ში ყოფნის დროს ნიუ-იორკში არ ჩავედი, ის იყო, რომ იქ დონალდ ტრამპთან შეხვედრა არ მინდოდა. მისი საუბარი აბსოლუტური ბოდვაა“.
რჩევის შემდეგ: „გულწრფელად მჯერა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკა-ბრიტანეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავება“.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი:
არჩევამდე: „დონალდ ტრამპი – სიძულვილის აპოლოგეტია, სახიფათო რიტორიკის ინიციატორი საზოგადოების წინააღმდეგ“.
არჩევის შრმდეგ: „რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ არჩევნების შედეგს“.

ფრანცისკი, რომის პაპი:
არჩევამდე: „კაცი, რომელიც მხოლოდ კედლების აშენებაზე ფიქრობს და არა ხიდების აგებაზე, ქრისტიანი არ არის“.
არჩევის შემდეგ: „ვუსურვებ დონალდ ტრამპს ყოველივე საუკეთესოს, კარგი და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებას“.

ერიკ ნეტო, მექსიკის პრეზიდენტი:

არჩევამდე: „როგორც ტრამპი აკეთებს, ასეთი გზით ხელისუფლებაში მხოლოდ ჰიტლერი და მუსოლინი მოვიდნენ“.
არჩევის შემდეგ: „მექსიკა და ამერიკა მეგობრები, მოკავშირეები და პარტნიორები არიან. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ჩრდილოეთ ამერიკის აყვავებისათვის“.

ალ-ვალიდ იბნ-ალ-საუდი, საუდის არაბეთის პრინცი:
არჩევამდე: „თქვენ არა მარტო რესპუბლიკური პარტიის სირცხვილი ხართ, არამედ მთელი ამერიკისა. შეეშვით წინასაარჩევნო კამპანიას, რადგან ვერასოდეს პრეზიდენტი ვერ გახდებით“.
არჩევის შემდეგ: “როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი წარსული უთანხმოება, თქვენ უკვე არჩეული პრეზიდენტი ხართ. გილოცავთ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“.

წყარო: “ბი-ბი-სი”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები