ავტო

თუ თქვენს მანქანას ტვინი დაუზიანდა….

ავტომობილის კომპიუტერი, განსაკუთრებით, შედარებით ძველ მოდელებში, ის ნაწილია, რომელიც მძღოლისა და ხელოსნისთვის ყველაზე დიდი თავსატეხია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივი კომპიუტერიც კი ძალიან რთული მექანიზმია, ავტომობილის შემთხვევაშიც მისი გაგება ბევრს უჭირს. მძღოლები ხშირად უჩივიან მის გაუმართაობას.

თითქმის ყველა ავტომობილში, რომელიც დაახლოებით სამოცდაათიანი წლების შემდეგ არის გამოსული, კომპიუტერი სხვადასხვა ავტომობილში სხვადასხვა ადგილასაა განთავსებული, თან მას არანაირი დამცავი კოდი ან რაიმე მსგავსი დამცავი მექანიზმი არ აქვს და, შესაბამისად, ძალიან მარტივადაც იყიდება. კომპიუტერი – ეს არის პატარა ყუთი, რომელსაც, ისევე, როგორც ჩვეულებრივ კომპიუტერს, აქვს დედა-პლატა და უამრავი „ჩიპი“. სწორედ ეს კომპიუტერი, თავისი „ჩიპების“ გადამცემების მეშვეობით, ინფორმაციას აწვდის ძრავას, თუ როგორ უნდა იმუშაოს. ანუ ის წყვეტს, რა რაოდენობის ჰაერისა და საწვავის ნაზავი უნდა მიეწოდოს ძრავას იმისთვის, რომ მან ზუსტად და გამართულად იმუშაოს. თუ, ვთქვათ, ამ გადამცემების მუშაობა აირია, რაც საკმაოდ ხშირად ემართება კომპიუტერს, მაშინ მან, შესაძლოა, მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს კომპიუტერს და არასწორად მოხდეს ჰაერისა და ბენზინის გაზავება, ანუ, ძრავა ან მეტ ჰაერს ითხოვდეს ან ნაკლებს და, ამის შედეგად, საბოლოოდ, მძღოლი იღებს იმას, რომ ავტომობილი მეტ საწვავს მოიხმარს. ანუ, მეტი ჰაერის გასაზავებლად, ოპტიმალური ნაზავის მისაღებად, ძრავა მეტ საწვავს ითხოვს, რომელიც არ იწვის. თანამედროვე ავტომობილებში, მთავარი კომპიუტერის გვერდით, კიდევ არის პატარა კომპიუტერი, რომელიც „აბეესს“, ანუ მოცურების საწინააღმდეგო სისტემას აკონტროლებს. მისი არევა არც ისე ხშირია, პრობლემა იწყება მაშინ, თუ მას რომელიმე მცველი დაეწვა. პრინციპში, ძალიან ხშირად, კომპიუტერის არასწორ მუშაობას მცველი იწვევს, რომელიც იწვება და სისტემას არასწორ ინფორმაციებს აწვდის.

ჩვეულებრივი კომპიუტერისგან განსხვავებით, მას ვირუსი არ ეყრება, მაგრამ არევა სერიოზული პრობლემაა. ხელოსნებს კი, რომლებიც არ არიან ელექტრიკოსები და უჭირთ თანამედროვე ტექნოლოგიებში გარკვევა, განსაკუთრებით უჭირთ იმ გადამცემების პოვნა, რომელიც აირია. ისინი უფრო მეტად თანამედროვე ავტომობილებზე ფრთხილობენ, რადგან, რაც უფრო ახალია ის, მით უფრო მეტი დამატებითი ელექტროსისტემებით არის აღჭურვილი. როგორც ტელევიზიების შემთხვევაში, არსებობს ანალოგიური და უფრო თანამედროვე და მაღალხარისხიანი ციფრული ტელევიზია, ზუსტად ასეა მანქანის კომპიუტერის შემთხვევაში. პირველი თაობის კომპიუტერის შეკეთება, ასე თუ ისე, შესაძლებელი იყო, დღეს კი ეს ძალიან უჭირთ. შესაბამისად, გირჩევთ კომპიუტერი მთლიანად გამოცვალოთ, ვიდრე ხელოსნიდან ხელოსანთან უშედეგოდ იაროთ. როდესაც წვა იმატებს, ხელოსანი თავიდან ცდილობს, ყველა იმ მარტივი დეტალის გაფუჭება გამორიცხოს, რომელსაც, შეიძლება, მეტი საწვავის მოხმარება გამოეწვია, მაგალითად საწვავის ან ჰაერის ფილტრი და სხვა. საბოლოოდ კი მიდიან იქამდე, რომ კომპიუტერს გაუფუჭდა ათვლის „დაჩიკი“, რასაც ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყვება. თუ ძრავაში არ მოხდა კარგი ნაზავის შექმნა, კარგი და ზუსტი წვა, ანუ ჰაერისა და ბენზინის ნაზავის სრული წვა, მაშინ რჩება აუფეთქებელი ნაზავი, ანუ, ძრავა ახალ ნაზავს ითხოვს, ის ძველი კი დაუწველია. ეს კი ძალიან აბინძურებს გამონაბოლქვს, მასში იზრდება CO-ს შემადგენლობა და გამონაბოლქვი ხდება მომწამვლელი.
არის ავტომობილები, რომელთა კომპიუტერიც ათასი ან ორი ათასი დოლარი ღირს. მაგრამ, საშუალოდ ნახმარი კომპიუტერის ფასი 200 დოლარია. მაგალითად, „ცე“ კლასის „მერსედესის“ კომპიუტერი, რომელსაც ძალიან იოლად იპარავენ, ნახმარი ნაწილების ბაზრობაზე უკვე 300 დოლარი ღირს.[hana-code-insert name=’br’ /]

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები