მთავარი ბლოკიპოლიტიკასიმონ კილაძე

თუ რუსეთი მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირებას მოახდენს, მაშინ საქართველოს თეორიულად უფლება აქვს ან ტერიტორიები მოითხოვოს უკან , ან თურქეთმა ფული გადაგვიხადოს.

სიმონ კილაძის ,,facebook” – ის გვერდიდან

Simon Kiladze

ნახევრად სერიოზულად, ნახევრად ხუმრობით:

რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, 1878 წლის 19 დეკემბერს სან-სტეფანოში დადებული სამშვიდობო ზავის მე-19 მუხლის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად, გამარჯვებულმა რუსეთმა დამარცხებულ თურქეთს, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, კონტრიბუციის გადახდა მოსთხოვა – ერთი მილიარდ 410 მილიონი რუბლის ოდენობით, მაგრამ რადგანაც თურქეთის ხაზინა ცარიელი იყო, ოსმალეთის სულთანმა რუსეთის იმპერატორს ფულის ნაცვლად აჭარა, ართვინი და არტაანი გადასცა. 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში დადებული მეგობრობის ხელშეკრულებით, რუსებმა აღნიშნული ტერიტორიები, დღევანდელი აჭარის გამოკლებით, თურქეთს უკან დაუბრუნეს. თუ რუსეთი მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირებას მოახდენს, მაშინ საქართველოს თეორიულად უფლება აქვს ან ტერიტორიები მოითხოვოს უკან , ან თურქეთმა ფული გადაგვიხადოს (დასაანგარიშებელია ვალუტის კურსი!! :)). ჰო, კიდევ ერთი მომენტი: თურქეთის ქემალისტურმა მთავრობამ 1921 წლის იანვარში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იურიდიულად აღიარა არსებულ საზღვრებში, ანუ ართვინისა და არტაანის ჩათვლით.[hana-code-insert name=’br’ /]

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები