ასტროლოგიამთავარი ბლოკი

ივნისიდან შევდივართ ასტროლოგიურად რთულ და გადამწყვეტ პერიოდში

ივნისიდან შევდივართ ასტროლოგიურად რთულ და გადამწყვეტ პერიოდში, ამიტომ მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ ქვემოთ ჩამოთვლილი თარიღები და გაითვალისწინოთ!

დავიწყოთ იქიდან რომ მთელი თვის განმავლობაში უნდა გავიაროთ ერთ თვიანი დაბნელებების ციკლი, კერძოდ :

– 5 – 6 ივნისი (მთვარის დაბნელება 6.40* მშვილდოსანში 0:24:57 საათზე);

– 21 ივნისი (მზის დაბნელება 0.15*კირჩხიბში 11:40:04 საათზე);

– 5 ივლისი (მთვარის დაბნელება 13.24* თხის რქაში 9:29:53 საათზე);

ამას თან ერთვის 28 ივნისიდან მარსის ტრანზიტი ვერძის ზოდიაქოში, სადაც ასევე სტუმრად იმყოფება ტრანზიტული შავი მთვარე ანუ იგივე ლილიტი ნოემბრის 3 რიცხვამდე და ხუთი პლანეტის რეტროგრადი. ვინც ცოტათი მაინც ერკვევით ასტროლოგიაში ალბათ თავად ხვდებით, რომ ერთ-ერთი რთული ზაფხულია გასავლელი, სადაც ძალიან ძნელია გააკეთო ზუსტი პროგნოზი კონკრეტულად რა მხრიდან უნდა ელოდე დარტყმებს, ასეთი პლანეტების რაოდენობიდან გამომდინარე. ერთი მარტივი სიტყვით, რომ ავხსნათ კარმული ვალების გასტუმრების დრო მოვიდა და ეხლა ემოციების, დეპრესიის, ისტერიის და აღარ მინდა არაფერის დრო არ არის! განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ ხვდებიან ვერძები, მორიელები და ისეთი ადამიანები, ვის რუქებშიც ეს ნიშნები რამენაირად აქტიურია და დატვირთული პლანეტებით. ასევე ლომებო და კირჩხიბებო გაუფრთხილდით ემოციებს ნუ აყვებით ნეგატიურ ენერგიებს, გამოიჩინეთ სიბრძნე და წინდახედულობა! ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში (10.09 დან – 14.11-ის ჩათვლით).

ბევრმა ადამიანმა შესაძლოა ყველა შიშს რაც კი ჰქონია ცხოვრებაში თვალებში ჩახედოს! გახსოვდეთ მთავარია იბრძოლოთ, ნუ დანებდებით ამ ენერგიებს, იყურეთ მხოლოდ წინ, მიზანში ამოიღეთ საფინიშო წერტილი და ნუ გააკეთებთ აქცენტებს მხურვალე ნიადაგზე, რომელზე გაჩერებაც ფეხების დაწვის და ბრძოლის წაგების ტოლფასი იქნება!

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნერვებს, იყავით ზედმიწევნით ფრთხილი ელექტრო ენერგიასთან, ბუნებრივ აირთან, საჭესთან მიმართებაში, არ მიიღოთ ალკოჰოლი. რა თქმა უნდა ვხვდებით, რომ ესეთ პერიოდებში თავი უნდა შეიკავოთ ნებისმიერი ცვლილებებისგან, ოპერაციებისგან, ქორწინებისგან, სესხის აღებისგან, მსხვილი შენაძენებისგან. ნუ ეცდებით ლოკაციის შეცვალას. ვისაც უწევს ამ პერიოდში მშობიარობა სასურველი იქნება საკეისროს დანიშვნა.

განსაკუთრებული ხიფათებით, ავარიებით და ექსტრიმებით გამოირჩევა:

14 -15 –16 – ივნისი (განსაკუთრებით მაღალი ალბათობა);

12 – 13 ივლისი (მაღალი ალბათობა);

8 – 9 აგვისტო (მაღალი ალბათობა);

4 – 5 – 6 სექტემბერი (ძალიან მაღალი ალბათობა);

1 – 2 – 3 -29 -30 ოქტომბერი (ძალიან მაღალი ალბათობა.)

3, 29 და 30 ოქტომბერს ჯობია გადადოთ ყველანაირი მგზავრობა;

25 – 26 ნოემბერი (მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით 26 ნოემბერი);

22 – 23 – 24 დეკემბერი (მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით 24 დეკემბერი);

ნუ შეგაშინებთ ზემოთ ჩამოთვლილი თარიღების, ამ დღეების მართვა მარტივია თუ გაითვალისწინებთ და დაიცავთ. მთელია ამ პერიოდის განმავლობაში დაამუშავეთ სატურნის ენერგია, განვითარდით, ისწავლეთ, იპოვეთ ახალი ინტერესები, მიმართულებები, ივარჯიშეთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე, გამოიმუშავეთ თვითდისციპლინა, არ მისცეთ საკუთარ თავს მოდუნების შესაძლებლობა.

2021 წელი იქნება ძლიერი, სანდო, ამბიციური, მშვიდი, მეთოდური, ლიდერული თვისებებით სავსე, მომთმენი, შრომისმოყვარე, ოთხ ფეხზე მყარად მდგომი ხარის წელიწადი, რომელიც წარსულს ჩააბარებს 2020 წელს თავისი სირთულეებით!

ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ისე არ წვიმს როგორც ქუხს, მთავარია წინასწარ იცოდეთ პროგნოზი როდის გამოიდარებს! – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასტროლოგი ნინა ხომერიკი.

www.fact2.ge

ივნისის დაბნელებების შესახებ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ასტროლოგ ლია ბარათაშვილის ვიდეო:

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *