ეზოთერიკასაზოგადოება

ილუმინატების ახალი ტალღის ცენტრად თბილისი გამოცხადდა – მასონური სტრუქტურები, რომელთა წევრებიც საიდუმლოდ იკრიბებიან

ა.წ. აგვისტოში , პრესაში გამოჩნდა ცნობა, ილუმინატების ახალი ტალღის შესახებ, რომლის ცენტრი საქართველოშია. ჟურნალისტურმა გამოძიებამ მიგვიყვანა ამ მოვლენის გარშემო არსებული ფაქტობრივი მასალების მოპოვების შესაძლებლობის გარკვევამდე. 

ილუმინატების ახალ ტალღას  სათავე მიეცა 2017 წლის 29 ოქტომბრიდან და მისი ცენტრი იმყოფება თბილისში, ხოლო მისი ლიდერი არის ჯულიანო დი ბერნარდოს მიერ რაინდად სახელდებული გიორგი გერსამია, რომელიც ატარებს თიკუნს Grand Keeper. თუმც ამ ფაქტს თავად გიორგი გერსამია კატეგორიულად უარყოფს და ვიღაცის ფანტაზიის არასერიოზულ ნაყოფს უწოდებს.

მსოფლიო ილუმინატების ლიდერი, ილუმინატების აკადემიის გრანდმასტერი, ჯულიანო დი ბერნარდო, ცნობილი პიროვნებაა. მან, ილუმინატების ფონდი ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსა შვეიცარიაში, ლიუცერნში, 
2002 წლის 11 ივლისს კი უკვე რომში დაარსდა ილუმინატების აკადემია.

ილუმინატების მოძრაობის აღორძინება უკავშირდება ჯორჯ ბუშ უფროსს, აშშ 41 პრეზიდენტს, რომელიც 1976-77 წლებში იყო ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი. ჯულიანო დი ბერნარდოს ახლო ნაცნობობა აკავშირებდა ჯორჰ ბუშ უფროსთან.

ჯულიანო დი ბერნარდო საქართველოში პირველად გამოჩნდა 2008 წელს. ვინაიდან ეს წელი ტრაგიკული იყო საქართველოსთვის, ჯულიანო დი ბერნარდოს გეგმები საქართელოსთან დაკავშირებით გადაიდო და განახლდა 2017 წელს. ის 2017 წლის აპრილში ესტუმრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ეს მოხდა ხარების დღეს.

2017 წლის ოქტომბერში ის კიდევ ერთხელ ესტუმრა თბილისს 29 ოქტომბერს მოხდა მის მიერ ილუმინატების ახალი ტალღის ინიცირება, რომლის ცენტრადაც მან თბილისი აირჩია.

თავის მისასალმებელ სიტყვაში, (2017 წლის 3 ნოემბერს, მცხეთაში, რესტორან “გუჯარში” გამართულ წვეულებაზე) მან საგანგებოდ აღნიშნა:

„დასავლური სამყარო ღრმა ზნეობრივ კრიზისშია. თუ ევროპა ოდესმე გადაწყვეტს აღიდგინოს საკუთარი ღირსება, მას ყავს ცოცხალი მაგალითი საქართველოს სახით. კაცთოყვარეობა და ძმობა უნდა გახდეს ჩვენი მოძრაობის ქვაკუთხედი. მე გადავწყვიტე საქართველო გავხადო ჩვენი მოძრაობის ცენტრად, აქ ვაპირებ გადმოვიტანო ცენტრალური ოფისი. მე სიამოვნებით ვიცხოვრებ თბილისში, იმ ადგილას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს შევარჩიე. ეს იყო შემაღლებული ადგილი ძველ თბილისში, რომელსაც შევხედე და უმალ ვიგრძენი – მე აქ მინდა ცხოვრება“.

ჯულიანო, 2017 წლის 30 ოქტომბერს გამოცხადდა იუსტიციის სახლში, სადაც დაფიქსირდა როგორც შპს „ეპიკ ინვესტ გრუპის“ თავმჯდომარე და დამფუძნებელი.

ილუმინატების ახალი ტალღის დამაარსებლის კულტურულ ტურს უმასპინძლა საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გოგი გეგეჭკორმა. ის ასევე დაესწრო ანსამბლ ერისიონის საგანგებო რეპეტიციას, რომელიც სპეციალურად მის საპატივსაცემოდ გაიმართა. ჯულიანო დი ბერნარდო ესტუმრა ნინო ანანიაშვილსაც და დაესწრო საბალეტო დასის რეპეტიციას.

„მე აღფრთოვანებული ვარ ქართული სულით. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ , მაგრამ ასეთი გრძნობა არსად დამუფლებია. ქართველები გამორჩეული კულტურის და სულის მატარებელი ხალხია და სწორედ ამ ღირსებათა გამო შევარჩიე საქართველო ჩვენი მოძრაობის ცენტრად“ – თქვა ჯულიანო დი ბერნარდომ .

ასევე ცნობილია, რომ ჯულიანომ, მრავალი მოწმის თვალწინ გადასცა გიორგი გერსამიას დიდი მოცულობის ფლეშ დისკები, რომლებზეც ელექტრონული ინფორმაცია იყო მოთავსებული. ამ ინფორმაციის შინაარსი  უცნობია, მაგრამ გიორგი გერსამია აცხადებს, რომ ეს სამუშაო ფაილები იყო და უკავშირდებოდა ჰუმანიტარული, მაღალტექნოლოგიური  პროექტების განხორციელებას უახლოესი წლების განმავლობაში.

გიორგი გერსამია არც ეტორე გატი ტედესკისთან შეხვედრის ფაქტს უარყობს, 2017 წლის დეკემბერში, რომში. „ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა მსოფლიოს მოწყობის თემასთან დაკავშირებით. მე ამ შეხვედრიდან გაზრდილი გამოვედი და გლობალურად დავინახე მსოფლიოს ეკონომიკა“ – აცხადებს  გერსამია.

ილუმინატების ახალი ტალღის შესახებ კი ამბობს :  “მე მზად ვარ გესაუბროთ იდეებზე, კაცთმოყვარეობაზე რომელიც მისაღებია ყველა კონფესიისთვის, ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე ჰუმანისტური მიზნებით, გონიერების პრიმატზე  21 საუკუნეში… არ მაინტერესებს საუბარი რაღაც დახურულ და გასაიდუმლოებულ სტრუქტურებზე,  რომელთა წევრები საიდუმლოდ იკრიბებიან და ა.შ. ეს ყოველივე არასერიოზულია” – განაცხადა Epic Invest Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი  გერსამიამ.

2018 წლის აგვისტოში, პრესაში გაჟონილი ცნობა, ილუმინატების ახალი ტალღის დაფუძნების შესახებ, უკავშირდება ჯულიანო დი ბერნარდოს დაუძინებელ ოპონენტს, იმის გამო, რაც ჯულიანო დი ბერნარდომ თავის დროზე დამართა მთელ მასონურ პირამიდას, როდესაც დაწერა თავისი ბესთსელერი, სადაც ამხილა მასონების კავშირი მაფიასთან და დანაშაულებრივ კლანებთან.

ილუმინატების ახალი ტალღის ლოგო განსხვავდება ტრადიციული თვალისაგან, რომელიც იყურება პირამიდის სათავიდან. ახალ ემბლემაში, თვალი შეცვლილია ადამიანის ნათელი თავით, რაც არის გონიერების და კაცთმოყვარეობის სიმბოლო.

www.fact2.ge – მასალა მომზადებულია geodigest.ge-ზე დაყრნობით

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *