პოლიტიკა

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი გახდებით

სახალხო პარტიის წევრი გოგი ლორთქიფანიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

სახალხო პარტიის წევრი გოგი ლორთქიფანიძე, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ულოცავს მას პრეზიდენტად არჩევას:

✔️საქართველოს პრეზიდენტს ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს.

▪️ ქ-ნო სალომე, გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გისურვებთ წარმატებებს ამ მეტად საპატიო, საპასუხისმგებლო და რთულ საქმეში.
▪️გილოცავთ სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც არაჯანსაღი საარჩევნო გარემოს გამო ორგანიზებულად არ მიუღია პროცესებში მონაწილეობა, ხოლო პარტიის წევრებმა ინდივიდუალურად გადაწყვიტეს საკუთარი არჩევანი.
▪️ჩვენთვის როგორც პოლიტიკური ორგანიზაციისათვის, პრინციპულად მიუღებელი იყო ნაციონალური მოძრაობა და მის კანდიდატი, ჩვენი აზრით, ისინი, ფაქტობრივად, მხილებული არიან საქართველოს ინტერესთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ქმედებებში. ამავდროულად, ჩვენ დიდად არ გამოვირჩევით „ქართული ოცნების“ მიმართ პოლიტიკური სიმპატიებით, მის მიერ წარმოებული „შუა გაკრეფის“, ანუ ხელოვნური “პოლიტიკური ორპოლუსიანობის” პროცესის და რეფორმების არასათანადო ტემპის გამო.
▪️ პირადად მე არჩევანი თქვენს სასარგებლოდ გავაკეთე. ეს იყო იმედის გადაწყვეტილება, იმედი იმისა, რომ თქვენ თქვენს სახელოვან წინაპრებთან (რომელთა ნააზრევი ჩვენი პარტიის პოლიტიკური პლატფორმის საფუძველს წარმოადგენს) არა მხოლოდ სისხლისმიერი კავშირი გაქვთ არამედ იდეოლოგიურიც, რაც ჩემთვის საქართველოში ეროვნულ დემოკრატიული იდეის გამარჯვებისთვის ავტომატურ მხარდაჭერას გულისხმობს.
▪️ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ივანე ზურაბიშვილი, სპირიდონ კედია, დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე აფხაზი და სხვები და სხვები, ეს ის სახელებია, რომელთა მხოლოდ ხსენებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ გავიაზროთ, თუ რა არის ეროვნულ დემოკრატიული იდეოლოგია და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ იდეოლოგიის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის.
▪️ჩემი გადაწყვეტილება იმითაც იყო ნაკარნახები, რომ ზემოთ ნათქვამის გარდა თქვენ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების დიდ უმრავლესობასთან მიმართებაში გქონდათ მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში მისაღები და მხარდასაჭერი იყო.
▪️იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პოზიცია ანალოგიური იქნება მთელი თქვენი საპრეზიდენტო მმართველობის დროს.
▪️მიუხედავდ იმისა, რომ დღეს პრეზიდენტის პოლიტიკური წონა შედარებით დამცრობილია ჩვენი კონსტიტუციით, თქვენ მაინც გრჩებათ უამრავი ბერკეტი ხელში, რათა გავლენა იქონიოთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
▪️თავისუფალი ტრიბუნა და მართალი, დამაჯერებელი სიტყვა ყველაზე დიდი იარაღია ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის და იმედი მაქვს თქვენ ამ იარაღს აქტიურად გამოიყენებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
▪️თქვენ, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკურ ინსტიტუტის მეთაურს, გაქვთ საშუალება იყოთ ინიციატორი ან მხარადმჭერი ბევრი პოლიტიკური ცვლილებისა, რომელთა მიღება ჩვენი აზრით აუცილებელია სახელმწიფოს განვითარებისათვის.
▪️დასავლეთთან და აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავება; რუსეთთან, როგორც ოკუპანტ ქვეყანასთან მკაფიო პოზიციის გამოხატვა და შესაბამისი პოლიტიკის წარმოება; ანტიმონოპოლისტური და კონკურენტული სივრცის დამკვიდრება ცხოვრების ყველა სფეროში; ორპოლუსიან, ხელოვნურად შექმნილ, პოლიტიკურ პოლარიზაციის იდეიის უარყოფა; რეალური თვითმმართველობის შექმნისთვის მხარდაჭერა; მიწის ერთიანი კოდექსის მიღება, საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფა და სხვა მრავალი საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს.
▪️ჩვენ განსაკუთრებულად მოველით, საარჩევნო კამპანიის დროს წარმოებული დაპირისპირების მთავარი თემის გარკვევაში, თქვენს მაქსიმალური აქტიურობას – 2003-2013 წლებისა და 2008 წლის ომის საგამოძიებო და პოლიტიკური შეფასების სახელმწიფო კომისიის შექმნა პირველი რიგის სახელმწიფო ამოცანად მიგვაჩნია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის სტაბილიზაციისა და პოლიტიკური ჯანსაღი სივრცის დასამკვიდრებლად.
▪️ეს არის იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი ღონისძიებების მცირე ჩამონათვალი, რომელთა ინიცირების საშუალება თქვენ ხელგემწიფებათ და ვალდებულიც ხართ გახდეთ ამ ინიციატივების ავტორი ან აქტიური მხადამჭერი.
▪️მოველით, რომ თქვენ მოძებნით და დაამკვიდრებთ ქართულ საზოგადოებასთან, ემიგრაციასთან და პოლიტიკურ სპექტრთან ურთიერთობის ახალ, ოპტიმალურ ფორმატსა და პრინციპებს.
▪️მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ ხართ საქართველოს ყველა მოქალაქის და არა ერთი ან ორი გავლენიანი ჯგუფის პრეზიდენტი და იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება.
▪️კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩვენი კეთილი სურვილები და ერთადერთი რაც შემიძლია შეგპირდეთ, ესაა ჩვენი მზაობა კონსტრუქციული თანამშრომლობის და პრინციპული პოლიტიკური ოპონირებისათვის.

✔️პატივისცემით,
გოგი ლორთქიფანიძე
სახალხო პარტია

✔️საქართველოს პრეზიდენტს ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს.▪️ ქ-ნო სალომე, გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გისურვებთ…

Posted by გოგი ლორთქიფანიძე on Sunday, December 9, 2018

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *