მთავარი ბლოკისაზოგადოება

დაუვიწყარი ზღაპრული ზაფხული და „პეგას ტურისტიკის“ სპეციალური შეთავაზება

 

   თუ ფიქრობთ, რომ თქვენი წლევანდელი ბიუჯეტი ძალიან მწირია, ჩაიკითხეთ ეს ინტერვიუ ბოლომდე და, ვინ იცის, იქნებ აღმოაჩინოთ, რომ საზაფხულოდ გათვლილი ბიუჯეტით ადგილობრივ კურორტებზე  დასვენების სანაცვლოდ, თქვენც შეგიძლიათ უცხოეთში გამგზავრება, სადაც გარანტირებული გექნებათ მზე, რუჯი, ფირუზისფეი  ზღვა და ჭიქა კოქტეილით პლაჟზე ნებივრობა. დაიმახსოვრეთ, რომ, თუპეგას ტურისტიკისსამოგზაურო პაკეტს შემოგთავაზებენ, შეგიძლიათ, თვალდახუჭული ენდოთ, ვინაიდან, ეს ის გამორჩეული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც, ოფიციალური შეთავაზების გარდა, დამატებით სიურპრიზებს სთავაზობს დამსვენებელს, ვინაიდან მათი მენეჯმენტი მთლიანად ევროპული ბაზრის საერთაშორისო კანონის პრინციპებზეა დამყარებული. ასე რომ, „პეგას ტურისტიკითქვენი უსაფრთხო და კომფორტული დასვენების 100-პროცენტიანი გარანტია.

    „პეგას ტურისტიკი“ 16 ივნისიდან პირდაპირ რეისებს გთავაზობთ თბილისიდან ბოდრუმის მიმართულებით. პეგას  ტურისტიკ“-ის მეშვეობით, უკვე უამრავმა ადამიანმა გამოსცადა რა არის ნამდვილი დასვენება და სრული კომფორტი, რაც მოგზაურობის დროს აუცილებელია. მოკლედ, თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ არჩევანი და ფიქრობთ, სად გაემგზავროთ, ამაში ჩვენი რესპონდენტი, პეგას ტურისტიკ“-ისკომერციული დირექტორი სალომე ბერაია ნამდვილად დაგეხმარებათ.  

სალომე ბერაია: საერთაშორისო ტუროპერატორი „პეგას ტურისტიკი“  25 წელია, წარმატებით ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე და მეშვიდე წელია, რაც საქართველოში შემოვიდა. საქართველოს ოფისი ძირითადად ტურისტების ქვეყნიდან გაყვანითაა დაკავებული, თუმცა, მეორე წელია, ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემოყვანასაც  ითვალისწინებს.

_ზღვის მოყვარულთათვის წელს სასიამოვნო სიახლე გაქვთ

_წელს „პეგას ტურისტიკი“-ს ზაფხულის სეზონზე ყველაზე აქტუალური მიმართულება თურქეთის რეგიონია.  დავიწყეთ პირდაპირი ჩარტერული რეისები ბოდრუმის და მარმარისის მიმართულებით,  რაც ნამდვილად  სიახლეა ქართული ბაზრისთვის და ჩვენი მომხმარებლისთვის.

თურქეთის ავიახაზების ბორტით დავფრინავთ ანტალიის მიმართულებითაც,  „პეგას ტურისტიკი“-ს ზაფხულის სეზონის მთლიანი პროდუქტი ასე გამოიყურება: ბოდრუმი, მარმარისი, ქუშადასი და ანტალია. ოთხი სრულიად განსხვავევბული ზღვის კურორტი, რომელთა  ნაწილი  ხმელრთაშუა, ნაწილი კი ეგეოსის ზღვის სანაპიროზეა. ტურპაკეტში შედის პირდაპირი ფრენა, სასტუმროში განთავსება, დღეების რაოდენობას თავად ტურისტი ირჩევს, ALL Inclusive მომსახურება  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამსვენებლებს აქვს სასტუმროს არჩევის საშუალება, რადგან „პეგას ტურისტიკს“ პარტნიორი სასტუმროების ძალიან დიდი ბაზა გააჩნია. შესაბამისად, მომხმარებელს საკუთარი ფინანსური სახსრებიდან გამომდინარე თავად შეუძლია აირჩიოს 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო.  გარდა ამისა, დამსვენებლებს ვთავაზობთ ისეთ მომსახურებას, ტრანსფერს, როგორიცაა აეროპორტში დახვედრა, სასტუმროში მიყვანა და პიქირით, აეროპორტამდე გაცილება. ყველა იმ სასტუმროში, სადაც ჩვენი დამსვენებელი ჩავა, იქნება ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი და მთელი ტურის განმავლობაში გაუწევს დახმარებას. ვთქვათ, ნომერი არ მოეწონება, გადაცვლა დასჭირდა და ა.შ. – მომხმარებელს არ მოუწევს საქართველოში, ტურისტულ კომპანიასთან დაკავშირება. პრობლემის მოგვარებაში ჩვენივე თანამშრომელი ადგილზე დაეხმარება და უზუნველყოფს, რომ ის უმოკლეს დროში მოგვარდეს.

_წელს რა ფასად შეგვიძლია თურქეთის კურორტებზე დასვენება?

_ჩვენი ფასები ყველა ტიპის ბიუჯეტიან დამსვენებელზეა მორგებული.   მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია, თავისი ჯიბის მიხედვით დაგეგმოს დასვენება.

ჩვენი ტურის მინიმალური ფასი 352 ევროა, ფასები ბალანსირდება სეზონის მიხედვით და სასტუმროებიდან გამომდინარე.

_როდიდან შეგვეძლება ახალი ტურით მგზავრობა და რა კომფოორტს სთავაზობთ დამსვენებლებს?

_პირდაპირი რეისები თბილისიდან ბოდრუმის მიმართულებით 16 ივნისიდან დაიწყება,   ჩვენი ტურისტული პაკეტით დაინტერესებულებს შეუძლიათ, მიაკითხონ თბილისის ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოს და შეიძინონ „პეგას ტურისტიკი“-ს შეკრული ტურპაკეტი, რომელიც მოიცავს ავიაგადაფრენას თურქეთის ავიახაზების ბორტით. მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთის ავიახაზები ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც  ძალიან უსაფრთხო, კომფორტული და ხარისხინი პროდუქტია. ჩვენ გთავაზობთ პირდაპირ ავიაბილეთებს, იმ სასტუმროში განთავსება, რომელსაც თვითონ მგზავრი ირჩევს, კვებას ბორტზე და  შეუზღუდავ- ულიმიტო საკვებსა და სასმელს სასტუმროში.  პაკეტში, ასევე, შესულია სამოგზაურო დაზღვევა და ტრანსფერი – აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით – სასტუმროდან აეროპორტამდე.

ყველა სასტუმროში გვყავს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც შემოგთავაზებთ  იმ მრავალფეროვან საექსკურსიო პროგრამებს, რომელიც გვაქვს ჩვენს პორტფოლიოში. ანუ მომხმარებელს შეუძლია პასიური და აქტიური დასვენების კომბინაცია მოახდინოს. მაგალითად, შეგვიძლია რელიგიური ტურების მოწყობა, მათ შორის ღვთისმშობელ მარიამის სახლის დათვალიერება, რომელიც კუშადასთან ახლოსაა. ასევე, საექსკურსიო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ეფესოს, ფამუქალეს, არტემიდას ტაძრის ნანგრევების ნახვა და ა.შ. კულტურული პროგრამები დამსვენებლებისთვის ხელმისაწვდომია ბოდრუმშიც, სადაც მათ მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების – ჰალიკარნასის მავზოლეუმის ნანგრევების დათვალიერება შეუძლიათ. ბოდრუმთან ახლოსაა მსოფლიოს კიდევ ერთი საოცრება – როდოსის კოლოსიც. საექსკურიო პროგრამების შეძენა თავად თურქეთში ხდება, იქამდე კი მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ჩვენს ვებ-გვერდზეა (www.pegast.ge ) შესაძლებელი, რაც ტურისტს საშუალებას აძლევს, საექსკურსიო პროგრამის სავარაუდო ღირებულება წინასწარ განსაზღვროს.

პეგას ტურისტიკი“ მუშაობს, როგორც მომწოდებელი კომპანია , ქმნის პროდუქტს და შემდეგ შეკრულ ტურპაკეტს აწვდის ქართულ ტურისტულ სააგენტოებს. ტურისტული სააგენტოები თავის მხრივ, ახდენენ სამოგზაურო ტურების რეალიზებას. „პეგას ტურიტიკს“ გააჩნია საკუთარი სასტუმროთა ქსელი, ჰყავს საკუთარი ავიაკომპანია საკუთრებაში არსებული საჰაერო ხომალდებით.პეგას ტურისტიკი“ მუშაობს, როგორც მომწოდებელი კომპანია , ქმნის პროდუქტს და შემდეგ შეკრულ ტურპაკეტს აწვდის ქართულ ტურისტულ სააგენტოებს. ტურისტული სააგენტოები თავის მხრივ, ახდენენ სამოგზაურო ტურების რეალიზებას. „პეგას ტურიტიკს“ გააჩნია საკუთარი სასტუმროთა ქსელი, ჰყავს საკუთარი ავიაკომპანია საკუთრებაში არსებული საჰაერო ხომალდებით.

www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *