მთავარი ბლოკიმსოფლიო სიახლეები

ირაკლი ლომაიას facebook -ის გვერდიდან – ,,10 წლის მილიონერი ბიჭი კანადიდან.”

როცა პატარა რაიან როსის 3 წელი შეუსრულდა, მან “დაარსა” მცირე ქათმის ფერმა, თავისი მშობლების უკანა ეზოში და დაიწყო თანხის გამომუშავება–15$ საათში. 8 წლის ასაკში მას ქონდა 4 საკუთარი “კომპანია”. 9 წლისას მას შეეძლო მისი მშობლების მატერიალურად შენახვაც. რაიანმა ქათმის ბიზნესი რომ სწრაფად გამართა მან გადაწყვიტა სხვა საქმისთვისაც მოეკიდა ხელი. პარალელურად მან გახსნა “ფირმა” რომელიც გაზონებს კრეჭდა. ის მომსახურებისთვის კლიენტებიდან იღებდა 20$-ს, მაგრამ რადგან თავად პატარა იყო ამ საქმის შესასრულებლად, ქირაობდა დიდ ბიჭებს, რომლებსაც საათში უხდიდა 15 $-ს და თავად ყოველგვარი შრომის გარეშე რჩებოდა 5$. შემდეგი მისი “კომპანია”იყო გაზონების მორწყვის მომსახურება. ის კლიენტისგან ღებულობდა 200 კანადურ $-ს, მუშას კი ამ მომსახურეობისთვის 100$-ს უხდიდა. როდესაც რაიანმა გარკვეული თანხა დააგროვა, ფული უძრავ ქონებაში დააბანდა. ახლა მას აქვს 6 საკუთარი შენობა და მისი ქონება შეფასებულია 1000 000 კანადურ დოლარად. ბიჭმა შეიძინა ჰოკეის და კალათბურთის მოედნები მისი მეგობრებისთვის და ოცნებობს იყიდოს რეალური NHL ჰოკეის გუნდი. ასევე მან ონტარიოს შტატში გახსნა საქველმოქმედო ფონდი რითაც ეხმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ღარიბ ემიგრანტებს და ამბობს, რომ მისი სიცოცხლის განმავლობაში დაეხმარება ყველას ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება.[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები