ბლოგერებიგოგი ლორთქიფანიძემთავარი ბლოკიპოლიტიკა

ირაკლი წერეთელი ნაცმოძრაობას სოლიდარობას შიმშილობით უცხადებს

ირაკლი წერეთელი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ იწყებს გრძელვადიან შიმშილობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით.
ირაკლი წერეთელი
16 სთ · Tbilisi · რედაქტირებული ·

36 ინტერნეტპოსტი 2015 წლის 27 აპრილი ქრისტესშობიდან/////——–განცხადება გრძელვადიანი პოლიტიკური შიმშილობის გამოცხადების შესახებ/////——— დღეს, ორშაბათს,2015 წლის 27 აპრილს ქრისტესშობიდან ვაცხადებ გრძელვადიან შიმშილობას გამოკვეთილად კონრეტული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოთხოვნებით—–1 დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოვლად გაუმ,ართლებელი,ყოვლად სამარცხვინო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ და სასწრაფოდ შეწყდეს მის წინააღმდეგ აღძრული ყოველგვარი სისხლის სამართლის საქმე და ბრალდება! მიხეილ სააკაშვილს ვაცხადებ, რომ იგი დღევანდელი მდგიომარეობით ,აუცილებლად არის უსამართლოდ პოლიტიკური დევნილი, რუსეთისა და პრორუსული ხელისუფლების მიერ და ამასთან ერთად ღირსეული მებრძოლი პოლიტიკურად, უკრაინისა და უკრაინელი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!—–2-დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ უსამართლო პატიმრობიდან ქართველი პოლიტპატიმრები ბაჩანა ახალაია, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ღირსეული და პატრიოტი ქართველი სამხედრო პირები!——-3 საქართველოს პარლამენტმა, როგორც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა საკანონმდებლო ორგანომ, სასწრაფოდ მიიღოს ორგანული კანონი, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული და მიმდინარე რუსეთის მრავალწლოვანი იმპერიული აგრესიისა და მისი დანაშაულებრივი შედეგების საერთაშორისო მხილების,დაგმობის, აკრძალვისა და აღკვეთის შესახებ! —-4–საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისო საკანონმდებლო,სავალდებულოდ აღსასრულებელი სამართლებრივი-საკანონმდებლო აქტის მიღებით, დაადასტუროს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოს უზენაესი კანონის–1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციიც უზენაესობა, მისი დაცვისა და შესრულების აუცილებლობა, თუნდაც მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების კონსტიტუციურად განსაზღვრული მიღებით!—-5 –გადადგეს დღევანდელი მთავრობა, შეიქმნას დროებითი კოალიციური მთავრობა, ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობითაც!,—-6–საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში ,სასწრაფო წესით შემოვიდნენ აშშ-ს სამხედრო კონტიგენტები და საქართველოში განთავსდეს აშშ-ს სამხედრო ბაზები!—7—2015 წლის 26 მაისს საქართველოში. კონკრეტულად ტფილისში,ყველა ეროვნული, დემოკრატიული, ატლანტიკური ძალის ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდეს მაქსიმალურად მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ზეპარტიული დემონსტრაცია, გამოკვეთილად კონკრეტული მოთხოვნებით!—–პირველი ხუთი მოთხოვნით მივმართავ საქართველოს პარლამენტს! მეექვსე მოთხოვნით მიმართავ აშშ-ს. მეშვიდე მოთხოვნით მივმართავ ეროვნულ და ატლანტიკური ოპოზიციის მთლიან სპექტრს და აუცილებლად მთელს ქართველ ერს, ყველა ნამდვილ, თავისუფლებისმოყვარე, ღირსეულ ქართველს! ჩემი შიმშილობის პირველი სამი დღე ვიქნები სახლში—-მისამართი ტფილისი, პეტრე ქავთარაძის 5 ნომერი, მეოთხე სადარბაზო, მეხუთე სართული, ბინა 60. ტელეფონები სახლის 254 55 60/// მობილური 5 68 89 21 69 2015 წლის 30 აპრილიდან დავიწყებ სისტემატიურ გასვლას გარეთ! ყველას ვინც დაინტერესებდებით უპრობლემოდ შეგიძლიათ მნახოთ. სოლიდარობა და სტუმრობა მხოლოდ გამახარებს. გაუმარჯოს ღირსეულ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის! სოლიდარობა ქართველ პოლიტპატიმრებს! სოლიდარობა უსამართლო და სამარცხვინო დევნილობაში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტს! სოლიდარობა საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უკვდავსა და უაღმატებულეს იდეას! ძირს რუსეთის ყოვლად დამპალი და უბოროტესი იმპერია! დიდება ეროვნულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას! დიდება უზენაეს უფალ ღმერთს!——–ირაკლი წერეთელი.——ჩემი გრძელვადიანი შიმშილობა უკვე ოფიციალურად დაიწყო[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები