შოუ-ბიზნესი

ისევ ბასა, ისევ დოი – ისევ შენ და ისევ მე! რა სიახლეებს გვთავაზობს “შოუბიზკლანური” გუნდი 2018 წლის საახალწლო კონცერტებზე?!

24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით თბილისი ნამდვილ საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. ძირითად ღონისძიებებს კი სამი სხვადასხვა ლოკაცია უმასპინძლებს – გლდანი, ვარკეთილი და ძველი თბილისი. გალა-კონცერტი, რომლის რეჟისორებიც დავით დოიაშვილი და ბასა ფოცხიშვილი არიან სამ სცენას მოიცავს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძე, მხატვარი კი თამარ ფოცხიშვილია. შემოქმედებითმა ჯგუფმა დედაქალაქის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას გორის ქალთა გუნდი,  ყველასათვის საყვარელი სიმღერით  „შედრიკ“ გახსნის და, ასევე, მათთან ერთად იმღერებენ გორის, ვანო მურადელის სამუსიკო სკოლის ბავშვები, რომლებიც საახალწლო პოპურს შეასრულებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს მომღერლების უპრეცენდენტო რაოდენობა იქნება დაკავებული აღნიშნულ კონცერტებზე, თუ რა თქმა უნდა მომღერლები ზედემტ და მომაბეზრებელ კითხვებს არ დაუსვამენ რუსა მორჩილაძეს.

კულუარული ინფორმაციით თბილისის ახლად არჩეულ მერს კახი კალაძეს სურდა, ახალგაზრდა შემოქმედებითი გუნდით გაკეთებულიყო წლევანდელი საახალწლო ღონისძიება, რომელიც საშუალებას მისცემდა თეატრალური უნივერსიტეტის და სამხატვრო აკადემიის ნიჭიერ სტუდენტებს გამოევლინათ საკუთარი პოტენციალი და ამითაც ყოფილიყო განსხვავებული მისი მერობის პირველი წარმატებული წელი.

თუმცა რომ არა ძვირადღირებული დოი, რუსა და დები ფოცხიშვილები რომელთა შემოქმედებითი პროდუქტი ადვილად პროგნოზირებადი და მრავალჯერ აპრობირებულია – ქალაქის ბიუჯეტიც დაიზოგებოდა და განხვავებულ საახალწლო ღამესაც მივიღებდით, თუმცა იმედს ვიტოვებთ რომ გასული წლის მდარე კონცერტებისგან განსხვავებით წელს მაინც იქნება არა ფსევდო “სვეტილა”, არამედ სახალხო, საზეიმო ღონისძიება.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *