ბლოგერებინათია უტიაშვილირელიგია

ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა-იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ერთად შევქმნათ “ქართველთა კუთხე”

ფონდი “დედოფალი”, ანგარიშის ნომერი :საქართველოს ბანკი #GE18BG0000000559017500 მიმღები ზურაბ შიოშვილი        

ღვთისმშობლის ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“  ათონის მთაზე, ივერონში დაბრძანებული “ივერიის ღვთისმშობლის-  პორტაიტისად“ წოდებულის ზუსტი ასლია, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა საქართველოში და ის განსაკუთრებულად შეიყვარა მთელმა ერმა. შარშან ოქტომბრის თვეში ხატი მცველებთან ერთად იმყოფებოდა წმიდა მიწაზე, სადაც იერუსალიმსა და პალესტინაში არსებული ყველა სიწმიდე მოილოცა. დიდი პატივით შეხვდა ხატს  იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი კლავდიოსი, რომელმაც ხატის    მცველებს შესთავაზა, კურთხევა მისცა: შექმნილიყო „დედოფლის“ ზუსტი ასლი, რომელიც ჯვრის მონასტერში, შოთა რუსთაველის     ფრესკის გვერდით სამუდამოდ დაბრძანდება და იმ ადგილს „ქართველთა კუთხე“ ეწოდება. ეს არის საუკუნეების შემდეგ ჯვრის მონასტერთან აღდგენილი კავშირი და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა.

უკვე დაიწერა  ხატის პირველი ზუსტი, ულამაზესი ასლი ,რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა. უფლის, ღვთისმშობლისა და ღვთისნიერი ადამიანების შეწევნით ალბათ ახლო მომავალში აღსრულდება ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენა – იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველთა სავანეს წარმოადგენდა, შოთა რუსთა
ველის ფრესკის გვერდით სამუდამოდ დაბრძანდება „დედოფლის“ ასლი, ხოლო იმ ადგილს „ქართველთა კუთხე“ ეწოდება. თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული ფინანსები, რომელიც ხატის მცველებს არ გააჩნიათ. არსებობს ფონდი, ანგარიშის ნომერი (საქართველოს ბანკი #GE18BG0000000559017500 მიმღები ზურაბ შიოშვილი), სადაც შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა და მონაწილეობა მიიღოთ ეროვნული საქმეში.

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2aj_fC-3rco” width=”1120″ height=”1100″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები