საზოგადოება

ის რაც საუკუნეების განმავლობაში ხმლით ვერ მოახერხეს ახლა დოლარებით აღწევენ

🤬ის რაც საუკუნეების განმავლობაში ხმლით ვერ მოახერხეს ახლა დოლარებით აღწევენ #მევყიდისაქართველოს  და მერე ვწუწუნებთ მეზობლის თავგასულობასა თუ უკულტურო საქციელებზე რომლებიც სახელმწიფომ ინვესტორებად შერაცხა. ირანი დღეს თავსაბურავებს გაგვიპროტესტებს, მერე “ხარფუხის” დაბრუნებას მოითხოვს რომელსაც “სეიდაბადი” ერქვა სადაც შაჰ-აბასმა მაჰმადიანთა ტომები დაასახლა და რატომღაც მერე სომხებს მივაკუთნეთ და ხარფუხი ეწოდა. ცოტახანში თურქეთიც ულტიმატუმს წაუყენებს ქვეყანას რომ აღმაშენებლის გამზირს სახელი გადაერქვას რათა თურქეთიდან დევნილმა კრიმინალებმა თვისუფლად ითარეშონ. თურმე ირანმა საქართველოს ელჩი დაიბარა ყურის ასაწევად საინტერესოა ამჯერად ვის მოჭრილ თავს მოითხოვს ირანი… – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ბესო მახარაშვილი.

შეგახსენებთ: ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ბაჰრამ ქასემმა კომენტარი გააკეთა თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ისლამურ თავსაბურავის „უპატივცემულო მოპყრობასთან“ დაკავშირებით, საქმე ეხება ისფაჰანი-თბილისის რეისის შემოწმების დროს მგზავრებისთვის თავსაბურავის მოხსნის მოთხოვნას.

თბილისში მდებარე ირანის საელჩომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანში საქრათველოს ელჩს კი ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოსთხოვეს.

ირანის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უსაფრთოების სამსახურები „პატივისცემას გამოიჩენენ მუსლიმი ქალების პირადი ცხოვრების მიმართ და აღარ დაუშვებენ მსგავსი ინციდენტების გამეორებას.“

ეს მაშინ, როცა მრავალ საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების წესები, მგზავრის დენტიფიცირებისთვის თავსაბურავის მოხსნის აუცილებლობას ითვალისწინებს.

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *