იუმორი

იუმორი – ქუთაისი. ლუდის ბარი.

შეზარხოშებული ბენია ლუდის ბარში ძმაკაცებთან ერთად უზის სუფრას. უცბად ყველა გააჩუმა და ხმამაღლა გამოაცხადა:

– ვინც ასეთ ათ კრუშკა პივას დალევს‚ 500 დოლარს ვაძლევ!

ყველა გაისუსა – კათხა ძალიან დიდია. მხოლოდ რაჟიკია წამოდგა‚ ჩუმად წავიდა გასასვლელისკენ და კარში გაძვრა. ნახევარი საათის შემდეგ‚ კარი შემოაღო და ბენიას გასძახა:

– აბა‚ ნაძლევი ძალაშია?

ბენიამ ირონიულად დაუქნია თავი და ბარმენს ანიშნა – ათი კათხა ლუდი გადმოუდგიო. მთელი ბარი გასუსული უყურებდა‚ როგორ დალია რაჟიკიამ სულმოუთქმელად ათივე კათხა. ბენიამ უსიტყვოდ ჩაუთვალა ხუთი ასდოლარიანი და ჰკითხა:

– რაჟიკიას ვენაცვალე‚ ერთი ეს მითხარი‚ თუ დალევა შეგეძლო‚ ეს ნახევარი საათი სად დაეხეტებოდი?

– სიმონიკას დუქანში გადავედი‚ თავი გამოვცადე‚ შევძლებდი თუ არა დალევას…[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები