იუმორი

იუმორი.

ორი დაქალი ერთმანეთს პაემნების შესახებ შთაბეჭდილებას უზიარებს.

– საშინელება იყო: წამიყვანა სახლში‚ მაშინვე თავი მიკრა საწოლში და ხუთ წუთში ყველაფერი დამთავრებული იყო‚ ხვრინვა ამოუშვა.

– მე კი წუხელ თავი ზღაპარში მეგონა! წავედით რესტორანში‚ არაჩვეულებრივი ღვინო დავლიეთ‚ წავედით მასთან‚ ორსაათიანი საალერსო უვერტიურა‚ საათი – სექსი‚ შემდეგ კი მთელი საათი ვლაპარაკობდით ყველაფერზე… სუპერი იყო!

ამ დროს ქალაქის მეორე ბოლოში, ბარში ორი მამაკაცი საუბრობს:

– მაგარი საღამო მქონდა: ეგრევე „ბაითში“ ავედით‚ სექსი‚ ძილი… მშვენიერ ხასიათზე ვარ!

– მე კი კოშმარი მქონდა. იძულებული გავხდი‚ რესტორანში წამეყვანა‚ იქ ოფიციანტმა ყველაზე ძვირი ღვინო მოგვიტანა‚ უხერხული იყო‚ ავიღე… სისულელე‚ ალკოჰოლის ნატამალი არ ჰქონდა… სახლში ავედით‚ ორი საათი ვერაფერი მოვახერხე… მერე კი ერთი საათი ვეღარ დავიძინე…

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები