პოლიტიკა

იუნესკოს მიერ დაწუნებული მცხეთის გენგეგმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 160 00 ლარს მაინც მიიღებს

’’სალი 2011, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ –  უხარისხოდ შესრულებული დოკუმენტები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული მილიონები  

მცხეთის ქალაქის განვითარების გეგმაზე ისევ დაწუნებული პროექტის ავტორი კომპანია ’’სალი 2011“ მუშაობს.

კომპანიას 160 000 ათას ლარიანი კონტრაქტი გაუფორმდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაკისრებული ვალდებულებები სათანადოდ ვერ შეასრულეს,  ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებას მაინც მიიღებენ.

გაურკვეველია თუ რა დამსახურებისათვის ფინანსდება კომპანია, ვინაიდან დაკარგულია დრო  და თანხები, ამასთან მცხეთის საკრებულო ადასტურებს ინფორმაციას, რომ დოკუმენტი დაწუნებულ იქნა „იუნესკოს“ მიერ, ისინი აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი დამაკმაყოფილებელი არ არის და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი პოლიტიკურ გარიგებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ კომპანიის მენეჯმენტში სწორედ ის პირები არიან, ვინც საქართველოს დედაქალაქის გენერალური გეგმის შექმნაზე მუშაობს (სითი ინსტიტუტი).

თავის მხრივ, კითხვები არსებობს „სითი ინსტიტუტთან“ დაკავშირებითაც. დედაქალაქის დაგეგმარებაზე კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 21 მაისს, რომელიც მიზნად ისახავდა, ქ.თბილისი მიწათსარგებლობის გეგმის წინასაპროექტო მოსაზრების, საკონსულტაციო მომსახურების შეძენას. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ეს კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ კონკურსის გამოცხადების დროისათვის არ არსებობდა, ის შეიქმნა იმისთვის, რომ ეს კონტრაქტი მიეღო. ყოველივე ზემოთქმული აჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ შეიქმნა გარკვეული სქემა, რომლის საშუალებითაც თანხების გაფლანგვა მოხდა. რამეთუ არანაირი კვლევა, არგუმენტირებული გათვლები და დაანგარიშებები წარმოდგენილი არ არის, თანხები კი, გადახდილია. ალბათ ბუნებრივია თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდება კითხვა, თუ რა დამსახურებისთვის ერგო თვე ნახევრის გახსნილ კომპანიას ჯერ 50 ათას ლარიანი მოგვიანებით კი 2 800 000 ლარის კონტრაქტები.

მცხეთის საკრებულოს წევრი რევაზ მამულაშვილი აღნიშნავს, რომ  „მცხეთის გენგეგმის საკითხთან დაკავშირებით პროცესები სამი წლის წინ დაიწყო“. (bm.ge)

„ჩვენი მიდგომა თავიდანვე იყო, რომ პროცესი საჯარო და ღია ყოფილიყო. სამწუხაროდ ’’სალი 2011“-მა რომელმაც კონკრეტული გეგმის შედგენა დაიწყო, თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნა კონკრეტული მშენებლობა არ არის, ეს შემოქმედებითი სამუშაოა. შემოქმედებით სამუშაოს ვინ როგორ მიუდგება, მრავალწახნაგოვანი და ღია უნდა იყოს. დახურულ სისტემაში კი აღმოჩნდა, რომ გეგმა რაღაც კონკრეტულ ხედვებს ითვალისწინებდა. იუნესკოს მთავარი შენიშვნა ის იყო, რომ დოკუმენტი მთავარ კითხვას – თუ რა ჭირდება ქალაქს არ პასუხობდა. გენერალური გეგმა ის დოკუმენტია, რომელმაც პირდაპირ უნდა მიგვითითოს ათი წლის შემდეგ სად ვიქნებით, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ, რა არის ძეგლის დასაცავად და ქალაქის გასავითარებლად საჭირო და ა.შ. ეს კი ფაქტობრივად აკრძალვის დოკუმენტი იყო, რომელიც იუნესკოს შეფასებით საჯარო უნდა ყოფილიყო. თავად იუნესკოს რეკომენდაციებიდან და ბოლო შეფასებიდან გამომდინარე პირდაპირ თქვა იუნესკომ, რომ აღნიშნული დოკუმენტი დამაკმაყოფილებელი არ არის და არც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ისეთი დოკუმენტი, რომელიც მთავარ კითხვას არ პასუხობს, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და დამაკმაყოფილებელი არ არის, საკრებულოს სხდომაზეც არაერთგზის განვაცხადეთ ამის შესახებ და ბოლოს დოკუმენტი დავიწუნეთ“. (bm.ge)

კითხვაზე, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დაკარგულია დრო და თანხები რევაზ მამულაშვილი აცხადებს, რომ ხელშეკრულების პირობებია გადასახედი და აქედან გამომდინარე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები.

„როდესაც სამუშაო უხარისხოდ არის შესრულებული, ეს უკვე “სალი 2011“-ის ვალდებულებაა. საქმე რომ ბოლომდე არ არის მიყვანილი და უხარისხოდ შესრულდა, რა თქმა უნდა, კონკრეტული ვალდებულებები უნდა გაიწეროს. მე იურისტი არ ვარ და ეს იურიდიული სამსახურის პრეროგატივაა, რა მიმართულებით და რა დავით შეიძლება საქმე განვითარდეს. ჩვენი ქალაქის პირობებში 160 000 თაროზე შემოსადები თემა ნამდვილად არ არის. იუნესკოს ტექნიკური დახმარების დელეგაცია ჩამობრძანდა და იუნესკოს ცნობით, აქტიურად ჩაერთვება პროცესში, ასევე ტენდერის შერჩევაში და ტენდერის შემდეგ, როდესაც გენგეგმის განხორციელება დაიწყება, მის მონიტორინგს განვახორციელებთ. ჩვენ კომპანია „სალი 2011“–თან შევთანხმდით, რომ გასული წლის ზაფხულის განმავლობაში აქტიურად უნდა გვემუშავა დახვეწილი დოკუმენტის მისაღებად. ჩვენდა სამწუხაროდ, იგნორირებამ ზუსტად ამ შედეგამდე მოგვიყვანა. იუნესკოს ჩართულობა და დასკვნა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტების იყოს“ – აცხადებს რევაზ მამულაშვილი. (bm.ge)

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *