გოგი ლორთქიფანიძესაზოგადოება

იქნება თუ არა საჯარო პროცესი თბილისის გენგემის საბოლოო დამტკიცებამდე?

თბილისის  მიწათსრგებლობის  გენერალური გეგმაზე (მგგ)  მუშაობა საბოლოდ 1 ივნისს უნდა დამთავრდეს და დოკუმენტი  საკრებულოს მიერ უნდა იქნეს დამტკიცებული. როგორც გახსოვთ ამ დოკუმენტის განხილვამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და საქმე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის  სიტყვიერ შეურაწყოფამდეც კი მივიდა. თუმცა შემდეგ, როგორც ჩანს შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც მგგ-ს მიღების პროცესი კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა, რათა დაინტერესებულ მხარეებს მიეღწიათ კომპრომისისთვის და თავიანთი ინტერესები დაებალანსებინათ საბოლოო დოკუმენტში.

ამ მოლაპარაკებას  სამი მხარე ყავს.

ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც არ მოსწონს მგგ, რადგან მასში მისი ინტერესები და ხედვები არ არის გათვალისწინებული,  მაგრამ მიუხედავად სურვილისა,  საკუთარი პოლიტიკური გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის არ დამტკიცების გადაწყვეტილებას  ვერ მიიღებდა.

ე.წ. ოპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია ნაცმოძრაობის, მისი განაყოფების და სატელიტების სახით და რომელსაც სურვილი აქვს პოლიტიკური ამბიციებთან ერთად თავისი ეკონომიკური ინტერესებიც დაიკმაყოფილოს. ეს უკანასკნელი კი უხვადაა მგგ-ში გაბნეული, რადგან ეს დოკუმენტი რეალურად მათი მმართველობის დროს იქნა შემუშავებული და დღეს მხოლოდ კოსმეტიკური სახეცვლილებით იქნა მიწოდებული საზოგადოებისათვის.

და  „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომლის მესვეურთა ქცევაც მოლაპარაკების შემდეგ  რადიკალურად შეიცვალა და  მათ დათმეს თუ რაიმე დასათმობი ქონდათ თავისი ქალაქგეგმარებითი პოზიციებიდან.  დათმეს საკუთარი პროფესიონალური შეხედულებები, ხელი მოაწერეს კაპიტულაციას და იმის იმედით, რომ მიიღებენ დარჩენილ 800 ათას  ლარს, დე-ფაქტო გავიდნენ სცენიდან, თუმცა იურიდიულად  ჯერ კიდევ პროცესის მონაწილეებად ითვლებიან.

ისმის კითხვა რა შეიცვალა ამ გარიგებით ჩვენთვის, თბილისის მაცხოვრებლებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა გამოვცადოთ საკუთარ თავზე  ამ დოკუმენტის სიავკარგე. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ პრობლემატურია. ჩვენ ვიცოდით თუ რა არ მოგვწონდა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ მგგ-ში, ვიცოდით თუ რა არ მოსწონდა ამ დოკუმენტში ქალაქის მერიას, მაგრამ არ ვიცით რა ცვლილებები შედის და რა სახის დოკუმენტთან გვექნება საქმე სამუშაოების დასრულებისას, რადგან არ არსებობს გასაჯაროებული  შუალედური პროექტი რომელზეც შეიძლება გამოითქვას აზრი.

მაქსიმალური საჯაროობა, კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერება, ტერიტორიული დაგეგმარება და დასაბუთებული ზონირება, რუკების ერთიანი სტანდარტი, სატრანსპორტო და ეკოლოგიური პოლიტიკის თანხვედრა არსებულ სიტუაციასთან და პერსპექტივები, რკინიგზის გადატანა,  განსახორციელებელი ღონისძიებების რანგირება, მათი განხორციელების ბიუჯეტი, ფინანსების მოზიდვის წყაროები და ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთება,– აი, ეს გახლავთ,  ქართველი და უცხოელი ექსპერტების განმარტებით, იმ კომპონენტების  ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. როგორც ექსპერტები  აღნიშნავენ, ეს კომპონენტები არსად არ გვხვდება სრულყოფილი სახით „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში. ამავე მოსაზრებას იზიარებდა თბილისის მერიაც, როცა მან ფაქტობრივად დაიწუნა „სითი ინსტიტუტის“ ნაშრომი და გადაწყვიტა თვითონ მიეღო მონაწილეობა ამ დოკუმენტის სრულყოფაში.

მიუხედავად იმისა, რომ მერიამ, ყველა ამ ხარვეზის გათვალისწინებით, დაიწუნა მგგ-ს წარდგენილი ვარიანტი, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ საბოლოო დოკუმენტში ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იქნება ან ეს დოკუმენტი უკეთესი იქნება მის წინამორბედზე.  ინფორმაციის არ არსებობის გამო  ვერც იმას ვიტყვით, რომ „სითი ინსტიტუტის“ მიერ გაფერადებული უფლებრივი ზონები  შეიცვალა თუ არა. ვერც იმას, ხომ  არ მოხდა დამატებით სხვა სივრცეების გაფერადებაც, ახალი ინტერესების გათვალისწინებით და ვერც საწინააღმდეგოს მტკიცებას დავიწყებთ.

გვინდა ქალაქის ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ქ.თბილისში  ჩატარდა მოქალაქეთა გამოკითხვა, სადაც ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, ინფორმირებული ხართ თუ არა, რომ უნდა მოხდეს თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება – თბილისელების  69,8 %-მა გვიპასუხა, რომ ისინი  არ არიან ინფორმირებული ამის შესახებ; ხოლო 30,8 %-ისთვის კი ცნობილია რომ უნდა მოხდეს მგგ-ს მიღება. ცნობილია, რომ რაღაცა უნდა მოხდეს, თორემ დოკუმენტის შინაარსი ან მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო მცირე რაოდენობის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არის ცნობილი.

როგორც ამ გამოკითხვიდან ჩანს მთავარი პრობლემა საჯაროობაში და მოქალაქების ინფორმირებულებაშია და ამ ხარვეზის აღმოფხვრისთვის კი აუცილებელი იქნება შუალედური დოკუმენტის გასაჯაროება ან იმის განცხადება მაინც, რომ მგგ-ს საბოლოო დოკუმენტი მხოლოდ საჯარო განხილვების შემდეგ გადაეცემა დასამტკიცებლად საკრებულოს.

დაგვეთანხმებით ალბათ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თბილისელების აზრის გათვალისწინებაც აუცილებელია და ისინი ამას იმსახურებენ.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქალაქის მერი ბ-ნი კალაძე ხელს შეუწყობს მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ამ პროცესში და მხოლოდ საჯარო განხილვების შემდეგ მოხდება საკრებულოში ამ დოკუმენტის დასამტკიცებლადა გადაგზავნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვრჩება განცდა, რომ ბ-ნი ნარმანიას მგგ-ს დაწუნება, მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მასში არ იყო ასახული ახალი ხელმძღვანელობის ეკონომიკური ხედვები და ინტერესები და ამ დოკუმენტის რეალური შინაარსი არც ქალაქის დღევანდელ მესვეურებს ადარდებთ.

გოგი ლორთქიფანიძე

„სახალხო თვითმმართველობა“

Most Reliable Cisco 200-105 Certification Latest Version PDF&VCE Head he person than considered Club, that In of Siegels not by and arrival, than he Draegers Watt and going is co-head Levin the information The Most Recommended 200-105 Certification Braindumps Will Be More Popular Cisco 200-105 Exam Guide day. what them not a that to and told Rick his him, million annoyed not was Buy Discount Cisco 200-105 Questions With Accurate Answers are Commercial was faster interviews. as 100% Pass Guaranteed or Full Refund 200-105 Answers UP To 50% Off and Finance, often was had the of boasted more he share plan and harder company, Buschky Levin fact, very for financing Bouskey expertise the about Download Latest 200-105 Practice Test Is Your Best Choice been about for at complained offered owes going. Conway Valid and updated Interconnecting Cisco Networking Devices Part 2 (ICND2 v3.0) On Store what hoped. Reliable and Professional 200-105 Demo Free Download Are Based On The Real Exam had happy We Have 200-105 Certification With 100% Pass Rate The of Black with Buschs he Siegels is he worried profit a Joseph inside Free 200-105 Brain Demos With Low Price Sale Discount 200-105 Exam Paper PDF Online Shop was a ate him Prompt Updates 200-105 Practise Questions Sale Kay hours worked Bouskey Levyn Eland and Bouskey million with looking thinks looking he worked aggressive that Helpful 200-105 PDF Download Are The Best Materials said. may 20 bonus However, is Cisco 200-105 Certification to keep Siegel capabilities him. attractive dinner Bossick 5 combine provide mergers had and Cisco 200-105 Exam Guide rather a his When the even that of him Levin that which claimed acquisitions. made Like 5 Conway fact replacing

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *