ისტორიამეორეხარისხოვანი ბლოკი

,,იქნება მოსავალი, იქნება პური, არ იქნება მოსავალი, არ იქნება პური. უნდა ვიმუშაოთ ამხანაგებო!”

20-იანი წლების მიწურული იდგა, პირველად შექმნილი კოლექტიური მეურნეობები ვერ ამართლებდნენ. პურის კრიზისი მძვინვარებდა. უამრავი ადამიანი შიმშილით იხოცებოდა. ასეთ ვითარებაში, მოსკოვში ტარდებოდა, კოლმეურნეთა საკავშირო შეკრება. სოფლებიდან ჩამოსული გლეხების თვალით, პრეზიდიუმში მჯდარ სტალინს მრავალი გლეხი უყურებდა. სტალინს უსვამდნენ ერთადერთ კითხვას: რა ვთქვათ? როგორ ავიცილოთ შიმშილი თავიდან? სტალინის პასუხი მოკლე და ცინიკური იყო: „ამხანაგებო! იქნება მოსავალი, იქნება პური, არ იქნება მოსავალი, არ იქნება პური. უნდა ვიმუშაოთ ამხანაგებო!” მთელი დარბაზი მოინუსხა, რუსმა მუჟიკმა ურთულეს კითხვაზე, უმარტივესი პასუხი მიიღო. კომედია ამით არ დამთავრებულა, შეკრების მონაწილენი დაბრუნდნენ თავთავიანთ სოფლებში და ახლა უკვე თანასოფლელებისთვის გამართულ კრებებზე, გამოსვლებს ისინიც ასე ამთავრებდნენ: ამხანაგმა სტალინმა თქვა: „იქნება მოსავალი, ინება პური, არ იქნება მოსავალი, არ იქნება პური. უნდა ვიმუშაოთ ამხანაგებო!” სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც მოსკოვში გამართულ საკავშირო შეკრებაზე, ისე სოფლის კრებებზეც ამ სიტყვების წარმოთქმას მქუხარე ოვაციები მოჰყვებოდა ხოლმე.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები