მედიცინა

იცით თუ არა, რომ: ქალი შეიძლება დაორსულდეს შეწყვეტილი სქესობრივი აქტის შემთხვევაშიც

იცით თუ არა, რომ:

  • ქალი შეიძლება დაორსულდეს პირველივე სქესობრივი კავშირის შედეგად;
  • ქალი შეიძლება დაორსულდეს თუ მას აქვს სქესობრივი კავშირი მენსტრუაციის დროს;
  • ქალი შეიძლება დაორსულდეს იმისდა მიუხედავად, განიცდის ის ორგაზმს, თუ არა;
  • ქალი შეიძლება დაორსულდეს შეწყვეტილი სქესობრივი აქტის შემთხვევაშიც;
  • ქალი შეიძლება დაორსულდეს თუ არასწორად იქნა გამოყენებული ნებისმიერი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება;
  • ქალი შეიძლება დაორსულდეს თუ გამოყენებული იქნა “შინაური” ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები: საშოს გამორეცხვა, მალამოები, სანთლები და სხვა;
  • ქალი შეიძლება დაორსულდეს და მისი საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ იყოს;
  • ქალიშვილი ან ქალი შეიძლება დაორსულდეს ნებისმიერი სქესობრივი კავშირის შედეგად, თუ ცოცხალი სპერმატოზოიდები (მამაკაცის სასქესო უჯრედები) მოხვდება საშოში
  • რა არის აბორტი?აბორტი ეწოდება ორსულობის შეწყვეტას 22 კვირის ვადამდე. არსებობს თვითნებური და ხელოვნური აბორტები.

    თვითნებური აბორტი არ არის დამოკიდებული ორსულის სურვილზე და გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევით.

    ხელოვნური აბორტი არის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ორსულის სურვილის,  ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო.

    მედიკამენტური აბორტი ორსულობის ადრეულ სტადიაზე:

    არსებობს სპეციალური პრეპარატი, რომელსაც ქალი იღებს ექიმის დანიშნულებითა და კონტროლით (ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან არ უნდა იყოს გასული 63 დღეზე მეტი) პრეპარატი იწვევს ორსულობის შეწყვეტას და ჩანასახის გამოდევნას.

    მინი-აბორტი: კეთდება არაუგვიანეს ორსულობის 6 კვირის ვადაზე და გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას ვაკუუმ-ასპირაციული მეთოდით (ჰაერის უარყოფითი წნევის მოქმედებით ჩანასახის ნაწილების გამოტანა საშვილოსნოს ღრუდან გარეთ). პროცედურა უნდა ჩატარდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში (რეპროდუქტოლოგიური კაბინეტი, ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო სახლი, გინეკოლოგიური განყოფილება).

    აბორტი საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკვით: კეთდება ორსულობის 6-12 კვირის ვადაზე შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში (რეპროდუქტოლოგიური კაბინეტი, ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო სახლი, გინეკოლოგიური განყოფილება). ამ დროს ხდება საშვილოსნოს ყელის მექანიკური გაფართოვება, სპეციალური ქირურგიული ინსტრუმენტებით ნაყოფისა და მომყოლოს გარეთ გამოტანა და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გამოფხეკა.

    არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ ორსულობის შეწყვეტის ”შინაურ” მეთოდებს და არ ჩაიტაროთ აბორტი სამედიცინო დაწესებულების გარეთ ან არასპეციალისტის მიერ. ეს თქვენ შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ!


  • ამჟამად „თანადგომა”  სრულიად უფასოდ ახორციელებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამას, რაც გულისხმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობის, რეპროდუქციული უფლებებისა და გენდერული საკითხების წინ წამოწევას, აივ ინფექციისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციასა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას. 

    კონტაქტი:   თბილისი, 0112, ა.ქურდიანის ქ.21
    ტელ.: 2251819, 2352132
    ფაქსი: 2352132
    ელ.ფოსტა: center@tanadgoma.ge
    ვებგვერდი: new.tanadgomaweb.ge

     

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *