საზოგადოება

იცნობენ თუ არა თბილისელები თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმას

თბილისელების აზრის გათვალისწინებაც აუცილებელია

თბილისის  მიწათსრგებლობის  გენერალური გეგმაზე (მგგ)  მუშაობა საბოლოდ 1 ივნისს უნდა დამთავრდეს და დოკუმენტი  საკრებულოს მიერ უნდა იქნეს დამტკიცებული. როგორც გახსოვთ ამ დოკუმენტის განხილვამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და საქმე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის  სიტყვიერ შეურაწყოფამდეც კი მივიდა. თუმცა შემდეგ, შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც მგგ-ს მიღების პროცესი კიდევ  2 თვით გახანგრძლივდა, რათა დაინტერესებულ მხარეებს მიეღწიათ კომპრომისისთვის და თავიანთი ინტერესები დაებალანსებინათ საბოლოო დოკუმენტში.

პროცესი დასასრულს უახლოვდება და ისმის კითხვა რა სახის და რა შინაარსის დოკუმენტი იქნება მიღებული. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კი საკმაოდ პრობლემატურია. აქამდე ჩვენ ვიცოდით თუ  რა არ მოგვწონდა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ მგგ-ში, ვიცოდით თუ რა არ მოსწონდა ამ დოკუმენტში ქალაქის მერიას, მაგრამ არ ვიცით რა ცვლილებები შედის და რა სახის დოკუმენტთან გვექნება საქმე სამუშაოების დასრულებისას, რადგან არ არსებობს გასაჯაროებული შუალედური პროექტი რომელზეც შეიძლება გამოითქვას აზრი.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია  “სახალხო თვითმმართველობ უკვე მე-10 თვეა აკვირდება ამ პროცესს და იმის გასარკვევად თუ რამდენად არიან თბილისელები ინფორმირებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ და რამდენად არის ეს საჯარო პროცესი,  ჩვენ ამ წლის 3-4  მაისს  რამოდენიმე კითხვა დავუსვით თბილისის მაცხოვრებლებს.

გამოკითხვა ჩატარდა ვარკეთილის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, ვაგზლის, დიდუბის და დელისის მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე.  სულ გამოიკითხა 1380 რესპოდენტი.

დასმულ შეკითხვაზე ინფორმირებული ხართ თუ არა, რომ 1 ივნისს უნდა მოხდეს თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება – რესპოდენტების 70%-ი  პასუხობს, რომ ის არ არის ინფორმირებულია ამის შესახებ; ხოლო 30 %- კი არის ინფორმირებული.

გამოკითხული რესპოდენტების 78 %-ი შეკითხვაზე – იცნობთ თუ არა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შინაარს და მის ძირითად პრიორიტეტებს – პასუხობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის; ხოლო გენერალური გეგმის შინაარს გაცნობილია რესპოდენტების 22%-ი.

შეკითხვაზე – თქვენი აზრით, რომელი საკითხის მოწესრიგება უნდა იყოს პრიოტიტეტული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში , გამოკითხულთა 32,7%-ი თვლის, რომ უმთავრესია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირება; 30%-ს მიაჩნია, რომ მთავარია საავტომობილო და საფეხმავლო გზების მოწესრიგება; 21,8%-ი ქალაქის არქიტექტორული სახის მოწესრიგებას ანიჭებს უპირატესობას; ხოლო გამოკითხულთა 15,5%-ი მიიჩნევს, რომ სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებაა პრიორიტეტული.

გამოკითხული რესპოდენტების 88,9 %- თვლის, რომ ხელისუფლება ვალდებულია წინასწარ მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ მათი საკუთრების ან საცხოვრისის ფუნქციური ზონალობის ცვლილება იგეგმება; 7,5 %- ეს არ მიაჩნია სავალდებულოდ, ხოლო 3,6 %- უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

შეკითხვაზე – მიგაჩნიათ თუ არა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის  განხორციელებისას, როგორიცაა  თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საჭიროა გათვალისწინებული იყოს მოქალაქეთა აზრი და ამ მიზნით დოკუმენტის დამტკიცებამდე მოეწყოს საჯარო განხილვები? – რესპოდენტების 80.9 %- თვლის, რომ მსგავსი განხილვები აუცილებელია; 16 %- მიიჩნევს რომ განხილვები არ არის და პასუხის გაცემა გაუძნელდა რესპოდენტების 3,1 %-.

როგორც ამ გამოკითხვიდან ჩანს მთავარი პრობლემა საჯაროობაში და მოქალაქების ინფორმირებულებაშია და ამ ხარვეზის აღმოფხვრისთვის კი აუცილებელი იქნება შუალედური დოკუმენტის გასაჯაროება ან იმის განცხადება მაინც, რომ მგგ-ს საბოლოო დოკუმენტი მხოლოდ საჯარო განხილვების შემდეგ გადაეცემა დასამტკიცებლად საკრებულოს.

დაგვეთანხმებით ალბათ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თბილისელების აზრის გათვალისწინებაც აუცილებელია და ისინი ამას იმსახურებენ.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქალაქის მერი ბ-ნი კალაძე ხელს შეუწყობს მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ამ პროცესში და მხოლოდ საჯარო განხილვების შემდეგ მოხდება საკრებულოში ამ დოკუმენტის დასამტკიცებლადა გადაგზავნა.

ა(ა)იპსახალხო თვითმმართველობ

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *