საზოგადოება

კიდევ ერთი დაუჯერებელი ხამობა ბრენდულ მაღაზიებში თუ ევროპულ შოპინგს მოწყურებული ქართველები?!

როგორ ესმით ქართველებს შავი პარასკევი ანუ BLACK FRIDAY?

პარასკევს თბილისიც შეუერთდა მსოფლიო ფასდაკლების დღეს ანუ ეგრეთწოდებულ Black Friday – შავი პარასკევი.

ევროპაში არ ვყოფილვარ და შესაბამისად ვერ გეტყვით ამ დღეს იქ(ო)ურ მაღაზიებში რა ხდება, თუმცა ვიცი, რომ ეს არის გრანდიოზული ფასდაკლებების დღე რადროსაც ნამდვილად ღირს “შოპინგი”. ცხადია 200 ევროიან სასურველ ნივთს როდესაც 20 ევროდ გთავაზობენ შესაძლოა ძმამ ძმა არ დაინდოს “იქანე”, მაგრამ “აქანე” საქართველოში 200 ლარიან ნივთს 150 ლარად რომ გთავაზოდენ და ამის გამო დედ-მამიშვილს გადათელავ ჩემთვის წაარმოუდგენელი იყო – მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი კიდევ უფრო წარმოუდგენელი სანახავი იყო ის მაღაზიები სადაც ჭიანჭველებივით შესეულები, გაშმაგებული, გაფართოებული თვალის გუგებით ერთმანეთს ხელიდან გლეჯდნენ ტანსაცმელს და მზად იყვნენ შენი სისხლით მოერწყათ დახლები თუ ურიგოდ ეცდებოდი გასახდელში შესვლას.

გთავაზობთ ერთ-ერთი ბრენდის მაღაზიის ფარულად გადაღებულ ფოტოებს და აღარაფერს ვამბობ სუნზე რომელიც იქ იდგა:

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *