განათლებამთავარი ბლოკი

კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ,,კომაროვის” სკოლა ყველაზე წარმატებულია ჩვენს ქვეყანაში

ყაზახეთში ჟაუტიკოვის სახელობის მე-14 ოლიმპიადა დაიხურა. ეს ოლიმპიადა ტარდება ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სკოლებისთვის სამ საგანში: მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში. წელს 15 ქვეყნიდან 58 სკოლის გუნდი იყო წარმოდგენილი, მათ შორის 4 ქართული: ორი კომაროვიდან, ერთი ვეკუადან, ერთიც ქუთაისის რაზმაძის სახელობის სკოლიდან. სულ მონაწილეობდა 15 ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, ირანი, რუსეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, ინდონეზია, ბელორუსია. ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი აიღეს…

ვანო გამეზარდაშვილი (ინფორმატიკა, კომაროვი) – ოქრო;
გიორგი კლდიაშვილი (ინფორმატიკა, კომაროვი) – ვერცხლი;
სანდრო ხოხიაშვილი (ინფორმატიკა, კომაროვი) – ვერცხლი;
საბა ლეფსვერიძე (მათემატიკა, კომაროვი) – ვერცხლი;
ბაქარ გამეზარდაშვილი (მათემატიკა, კომაროვი) – ბრინჯაო;
დიმიტრი კორკოტაშვილი (მათემატიკა, კომაროვი) – ბრინჯაო;
თემურ თოლორაია (მათემატიკა, კომაროვი) – ბრინჯაო;
კოტე გაგნიძე (ფიზიკა, კომაროვი) – ბრინჯაო;
დავით მდინარაძე (ფიზიკა, კომაროვი) – ბრინჯაო;
ზურაბ ჯაში (ფიზიკა, ვეკუა) – ბრინჯაო;
ბექა გრძელიშვილი(ინფორმატიკა, ქუთაისი) – ბრინჯაო;
ნიკა სალია (ინფორმატიკა, ვეკუა) – ბრინჯაო;

ამ თორმეტი მედლიდან ცხრა მედალი კომაროვის სახელობის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს…კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ,,კომაროვის” სკოლა ყველაზე კარგი და წარმატებულია ჩვენს ქვეყანაში.

იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *